„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 20 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 20 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/01/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/01/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.158.016585
2
26/01/2023
ვებგვერდი, 30/01/2023
190020020.35.158.016585
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 20 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2023 წლის 26 იანვარი

ქ. ბოლნისი

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 20 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტების საფუძველზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020  წლის  20 იანვრის  №2 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 23/01/2020, 190020020.35.158.016492) დამტკიცებულ  დანართი №1-ში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი   მუხლ პირველი  პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე)ონკოლოგიური დაავადებები ( ავთვისებიანი სიმსივნეები);“   

2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტს დაემატოს „გ), დ), ე), ვ) ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:                                                      

„გ) ყრუ-მუნჯებს – 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

დ) 18-დან 28 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე:

დ.ა) ბენეფიციარებს, რომლებიც ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას და

საჭიროებენ მუდმივ მომვლელს – 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

დ.ბ)კლასიკური ფენილკეტონურიით დაავადებულ ბენეფიციარებს,– 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

დ.გ)აუტიზმით დაავადებულ ბენეფიციარებს – 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

ე) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს (18 წლამდე), რომლებიც საჭიროებენ მომვლელს – 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

ვ) „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ რეინტეგრირებულ შშმ პირებს – 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.“

3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რექციით:  

„1.ბინის ქირა არაუმეტეს 200 (ორასი) ლარის ოდენობით ყოველთვიურად აუნაზღაურდება:

ა) სოციალურად დაუცველ უსახლკარო – მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს და აღნიშნული ქულა მიენიჭათ გასული და მიმდინარე წლების პერიოდში, გარდა იმ ოჯახებისა, რომელთაც ჰყავთ 16 წლამდე ასაკის წევრი.

ბ) „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მსხვერპლს.“

4. მე-10  მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დიაგნოსტიკური მკურნალობისთვის არაავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევაში 1000(ერთი ათასი) ლარის, ხოლო ავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევაში - 3000(სამი ათასი) ლარის ოდენობით.“

5. მე-10  მუხლის მეცხრე პუნქტის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ფენილკეტონურიით და ჰიპერფენილალანემიით დაავადებულ ბენეფიციარებს (სპეციალური საკვების შესაძენად) დახმარება გაეწევათ კალენდარული წლის განმავლობაში – 4200 (ოთხი ათას ორასი) ლარის ოდენობით.“

6. მე-10 მუხლს დაემატოს შენიშვნა და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა:  მე-10 მუხლით გათვალისწინებული დახმარებები ბენეფიციარს გაეწევა იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურებას მიიღებს სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც მონაწილეობს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში.“

7. მე-9 მუხლს დაემატოს შენიშვნა და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სტუდენტები ყოველთვიური სტიპენდიით ვერ დაფინანსდებიან ორჯერ სხვადასხვა დროს, ერთი და იმავე სემესტრის აქტიური სტატუსით.

2.უმაღლეს სასწავლებელში  სწავლის განმავლობაში თუ სტუდენტი მობილობით გადავიდა სხვა სასწავლებელში, ან სხვა ფაკულტეტზე, ან სტუდენტის სტატუსი ჰქონდა შეჩერებული, უმაღლესი სასწავლებლიდან წარმოდგენილ ცნობაში ეს გარემოება  უნდა იყოს  მითითებული.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი