დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარტის №45 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 147 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/07/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 97, 09/07/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.020.000.10.003.001.092 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №147
2008 წლის 7 ივლისი
ქ. თბილისი
,,ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარტის №45 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარტის №45 დადგენილებით (სსმ III, 2005 წ., №29, მუხ. 275) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და მე-13 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტის:
ა.ა) ,,ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ა.ბ) ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) საგადასახადო შემოწმების გარეშე ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ წარდგენიდან 3 თვის ვადაში, თუ მისი წარმოშობის საფუძველია სხვა შემთხვევები, გარდა ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;“;
ა.გ) ,,დ.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-11 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-13 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები