სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/01/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.023872
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
39
27/01/2023
ვებგვერდი, 27/01/2023
470230000.10.003.023872
სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/01/2023 - 03/05/2023)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №39

2023 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

 

სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
1. „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლისა და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამა“.

2. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, განახორციელოს ცვლილებები „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ პროგრამით (პროგრამული კოდი: 27 04) გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამა

მუხლი 1. პროგრამის მიზანი

სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია სამედიცინო დაწესებულებათა მშენებლობა, რეაბილიტაცია, აღჭურვა და ფუნქციონირების ხელშეწყობა.

მუხლი 2. პროგრამის კომპონენტები

პროგრამის კომპონენტებია:

ა) სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის:

ა.ა)  ავტოპარკის განახლება (სპეციალიზებული ავტომანქანების შესყიდვა);

ა.ბ) საპროექტო/სარემონტო სამუშაოების შესყიდვა;

ბ) სს „ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად:

ბ.ა) საიჯარო გადასახადის დაფინანსება;

ბ.ბ) საპროექტო/სარემონტო/სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა;

ბ.გ) საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვა;

გ)  წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის ელექტროსისტემის გადამცემ ქსელთან მიერთებისა და მრიცხველის მოწყობისათვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურება;

დ) ა(ა)იპ − საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მართვაში არსებული კლინიკების აღჭურვა;

ე) პროგრამის ადმინისტრირება;

ვ) საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა;

ზ) COVID-19-ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, სამედიცინო დაწესებულებათა აღჭურვა/რეაბილიტაცია.

მუხლი 3. პროგრამის განხორციელების მეთოდოლოგია 

პროგრამის მე-2 მუხლის:

ა) „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვები განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით, საქართველოს მთავრობის განკარგულების გათვალისწინებით;

გ) „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით.  

მუხლი 4. პროგრამის განხორციელება 

1. ამ პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ პროგრამისათვის (პროგრამული კოდი: 27 04) გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში.

2. პროგრამის მე-2 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განმახორციელებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) ცენტრალური აპარატი, ხოლო „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების განმახორციელებელია სამინისტრო, მომსახურების ხელშეკრულებით დასაქმებული „COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის (WB)“ განმახორციელებელი ჯგუფის (PIU) მეშვეობით.

მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი 

პროგრამის ბიუჯეტი, კომპონენტების მიხედვით, განისაზღვროს 42 050.0 ათასი ლარით:

 

კომპონენტის დასახელება

ღირებულება (ათასი ლარი)

1

სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის:

14 000.0

 

1.1. ავტოპარკის განახლება (სპეციალიზებული ავტომანქანების შესყიდვა)

8 000.0

 

1.2. საპროექტო/სარემონტო სამუშაოების შესყიდვა

6 000.0

2

სს „ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად:

8 180.2

 

2.1. საიჯარო გადასახადის დაფინანსება

407.8

 

2.2.საპროექტო/სარემონტო/სამშენებლო/

სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა

7 064.4

 

2.3. საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვა

708.0

3

წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის ელექტროსისტემის გადამცემ ქსელთან მიერთებისა და მრიცხველის მოწყობისათვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურება

43.8

4

ა(ა)იპ − საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მართვაში არსებული კლინიკების აღჭურვა

15 892.0

5

პროგრამის ადმინისტრირება

384.0

6

საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა

1 500.0

7

COVID-19-ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, სამედიცინო დაწესებულებათა აღჭურვა/რეაბილიტაცია

2 050.0

 

სულ:

42 050.0.