ევროკავშირის საბჭოს 2019 წლის 19 დეკემბრის დირექტივა (EU) 2020/262, რომელიც აწესებს აქციზის გადასახადის ზოგად ღონისძიებებს

ევროკავშირის საბჭოს 2019 წლის 19 დეკემბრის დირექტივა (EU) 2020/262, რომელიც აწესებს აქციზის გადასახადის ზოგად ღონისძიებებს
დოკუმენტის ნომერი (EU) 2020/262
დოკუმენტის მიმღები ევროპის კავშირის საბჭო
მიღების თარიღი 19/12/2019
დოკუმენტის ტიპი დირექტივები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/01/2023
სარეგისტრაციო კოდი
(EU) 2020/262
19/12/2019
ვებგვერდი, 26/01/2023
ევროკავშირის საბჭოს 2019 წლის 19 დეკემბრის დირექტივა (EU) 2020/262, რომელიც აწესებს აქციზის გადასახადის ზოგად ღონისძიებებს
ევროპის კავშირის საბჭო

ორიგინალი ვერსია იხილეთ ბმულზე 

საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე განთავსებულ

ევროკავშირის კანონმდებლობის აქტების ქართულენოვან ვერსიებს

არ გააჩნია ოფიციალური იურიდიული ძალა

ევროკავშირის საბჭოს 2019 წლის 19 დეკემბრის

დირექტივა (EU) 2020/262,

რომელიც აწესებს აქციზის გადასახადის ზოგად ღონისძიებებს

(შეცვლილი რედაქციით)

ევროკავშირის საბჭომ,

ითვალისწინებს რა ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულებას და კერძოდ, ამ ხელშეკრულების 113-ე მუხლს,

ითვალისწინებს რა ევროკომისიის წინადადებას,

საკანონმდებლო აქტის პროექტის წევრი ქვეყნების პარლამენტებისთვის გადაცემის შემდეგ,

ითვალისწინებს რა ევროპარლამენტის მოსაზრებას ([1]),

ითვალისწინებს რა ევროპის ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მოსაზრებას([2]),

მოქმედებს რა სპეციალური საკანონმდებლო პროცედურის შესაბამისად,

ვინაიდან:

(1) საბჭოს დირექტივაში 2008/118/EC ([3]) რამდენჯერმე შევიდა არსებითი შესწორებები. ვინაიდან, უნდა შევიდეს რამდენიმე დამატებითი შესწორება იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული დირექტივა უნდა გამოიცეს შეცვლილი რედაქციით, სიცხადის შეტანის მიზნით.

(2) შიდა ბაზრის გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, დირექტივით 2008/118/EC გათვალისწინებული საქონლისთვის აქციზის გადასახადის დაწესების პირობები უნდა დარჩეს ჰარმონიზებული.

(3) მიზანშეწონილია, განისაზღვროს ის აქციზური საქონელი, რომელზეც ვრცელდება წინამდებარე დირექტივა, ხოლო ამ მიზნით მითითება გაკეთდეს საბჭოს დირექტივებზე 92/83/EEC ([4]), 92/84/EEC ([5]), 2003/96/EC ([6]) და 2011 /64/EU ([7]).

(4) კონკრეტული მიზნებისთვის, აქციზური საქონელი შეიძლება დაექვემდებაროს სხვა არაპირდაპირ გადასახადებს. თუმცა, ასეთ შემთხვევებში იმისათვის, რომ საფრთხე არ შეექმნას არაპირდაპირ გადასახადებთან დაკავშირებული ევროკავშირის წესების სარგებლიანობას, წევრი სახელმწიფოები უნდა შეესაბამებოდნენ ამ წესების გარკვეულ არსებით ელემენტებს.

(5) საქონლის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველსაყოფად, საქონლის (გარდა აქციზური საქონლისა) დაბეგვრამ არ უნდა წარმოშვას საზღვრების გადაკვეთასთან დაკავშირებული ფორმალობები.

(6) აუცილებელია უზრუნველყოფილ იქნეს ისეთი ფორმალობების გამოყენება, როდესაც აქციზური საქონელი გადაადგილდება იმ ტერიტორიებს შორის, რომლებიც განისაზღვრება, როგორც ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის შემადგენელი ნაწილი, რომლებზეც წინამდებარე დირექტივა არ ვრცელდება და იმ ტერიტორიებს შორის, რომლებზეც წინამდებარე დირექტივა ვრცელდება.

(7) ვინაიდან, შიდა ბაზრის სათანადო ფუნქციონირებისთვის აუცილებლობად რჩება, რომ აქციზის გადასახადის ცნება და მისით დაბეგვრის პირობები ყველა წევრ სახელმწიფოში მსგავსი იყოს, საჭიროა, ევროკავშირის დონეზე დაზუსტდეს ის დრო, როდესაც აქციზური საქონელი გაიშვება მოხმარებაში და გაირკვეს ის მხარე, რომელიც პასუხისმგებელია აქციზის გადასახადის გადახდაზე.

(8) ვინაიდან, აქციზი არის საქონლის მოხმარებასთან დაკავშირებული გადასახადი, ის არ უნდა დაწესდეს იმ აქციზურ საქონელთან მიმართებით, რომელიც, გარკვეულ გარემოებებში, სრულად განადგურდა ან სამუდამოდ დაიკარგა.

(9) საქონლის სრული განადგურების ან სამუდამო დაკარგვის გარდა, საქონელი შეიძლება ნაწილობრივ დაიკარგოს, საქონლის ტიპიდან გამომდინარე. გარდა იმ გარემოებებისა, როდესაც ეს სათანადოდ არის დასაბუთებული, გადასახადი არ უნდა დაწესდეს ამ ნაწილობრივ დაკარგულ საქონელზე, თუ დაკარგული საქონელი არ აჭარბებს ნაწილობრივ დაკარგული საქონლის მიმართ წინასწარ დადგენილ საერთო ზღვრულ მნიშვნელობებს.

(10) იმ შემთხვევაში, თუ საქონლის დადგენილზე მეტი რაოდენობა აღმოჩნდა აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმის ქვეშ გადაადგილებისას, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაუშვან დადგენილზე მეტი რაოდენობის საქონლის იმ საწყობში შეტანა, რომელიც განკუთვნილია აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმის ქვეშ გადაადგილებული საქონლისთვის.

(11) მთელს ევროკავშირში ნაწილობრივ დაკარგული საქონლის მიმართ ერთგვაროვანი ზომების გამოყენების უზრუნველსაყოფად, ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების (TFEU) 290-ე მუხლის შესაბამისად, აქტების მიღების უფლებამოსილება უნდა გადაეცეს კომისიას, რათა ნაწილობრივ დაკარგული საქონლის მიმართ დაადგინოს საერთო ზღვრული მნიშვნელობები. კომისიამ, ნაწილობრივ დაკარგული საქონლის მიმართ საერთო ზღვრული მნიშვნელობების დადგენისას, განსაკუთრებით უნდა გაითვალისწინოს საქონლის ფიზიკურ და ქიმიურ მახასიათებლებთან დაკავშირებული ასპექტები (მაგალითად, აქციზური საქონლის ტიპი, განსაკუთრებით ენერგო პროდუქტები (აქროლადობა), გარემოს ტემპერატურა გადაადგილების დროს, გადაადგილების მანძილი ან გადაადგილების დროს დახარჯული დრო). განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კომისიამ, მოსამზადებელი სამუშაოს დროს, გამართოს შესაბამისი კონსულტაციები, მათ შორის ექსპერტთა დონეზე და ეს კონსულტაციები გაიმართოს საკანონმდებლო მოღვაწეობის გაუმჯობესების შესახებ 2016 წლის 13 აპრილის უწყებათაშორისი შეთანხმებით დადგენილი პრინციპების შესაბამისად ([8]). კერძოდ, დელეგირებული აქტების მომზადებაში თანასწორუფლებიანი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, ევროპარლამენტი და საბჭო იღებენ ყველა დოკუმენტს იმავე დროს, როდესაც მათ იღებენ წევრი სახელმწიფოების ექსპერტები, ხოლო მათი ექსპერტები სისტემატურად დაიშვებიან კომისიის ექსპერტთა ჯგუფების იმ შეხვედრებზე, რომლებიც ეხება დელეგირებული აქტების მომზადებას.

(12) გადასახადის აკრებისა და კომპენსირების ღონისძიებები გავლენას ახდენს შიდა ბაზრის სათანადო ფუნქციონირებაზე და ამიტომ, ისინი უნდა შეესაბამებოდეს დისკრიმინაციის დაუშვებლობის კრიტერიუმებს.

(13) აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმის ქვეშ აქციზური საქონლის გადაადგილების დარღვევის შემთხვევაში, აქციზის გადასახადის გადახდა უნდა მოხდეს იმ წევრ სახელმწიფოში, რომლის ტერიტორიაზეც მოხდა საქონლის მოხმარებაში გაშვებასთან დაკავშირებული დარღვევა, ან თუ შეუძლებელია იმის დადგენა, თუ სად მოხდა დარღვევა, აქციზის გადასახადის გადახდა უნდა მოხდეს იმ წევრ სახელმწიფოში, სადაც დაფიქსირდა დარღვევა. იმ შემთხვევაში, თუ აქციზურმა საქონელმა არ მიაღწია დანიშნულების ადგილს და არანაირი დარღვევა არ გამოვლენილა ჩაითვლება, რომ აღნიშნული დარღვევა მოხდა გაგზავნის წევრ სახელმწიფოში.

(14) გარდა წინამდებარე დირექტივით გათვალისწინებული კომპენსირების შემთხვევებისა, წევრმა სახელმწიფოებმა, თუ ამას მოითხოვს წინამდებარე დირექტივის მიზანი, უნდა აანაზღაურონ მოხმარებაში გაშვებულ აქციზურ საქონელზე გადახდილი აქციზის გადასახადი.

(15) აქციზის გადასახადისგან თავისუფალი მიწოდების წესები და პირობები უნდა დარჩეს ჰარმონიზებული. სხვა წევრ სახელმწიფოებში მდებარე ორგანიზაციებისთვის აქციზის გადასახადისგან თავისუფალი მიწოდების წესებისა და პირობებისთვის გამოყენებული უნდა იყოს გადასახადისგან გათავისუფლების მოწმობა.

(16) გადასახადისგან გათავისუფლების მოწმობის ფორმასთან დაკავშირებით ერთგვაროვანი პირობების უზრუნველსაყოფად, კომისიას უნდა მიენიჭოს განხორციელების უფლებამოსილებები. ეს უფლებამოსილებები უნდა განხორციელდეს ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაციის (EU) N 182/2011 შესაბამისად ([9]).

(17) ნათლად უნდა განისაზღვროს ის სიტუაციები, როდესაც დაშვებულია გადასახადისგან გათავისუფლებული გაყიდვები იმ მგზავრებისთვის, რომლებიც ტოვებენ ევროკავშირის ტერიტორიას, რათა თავიდან იქნეს აცილებული გადასახადებისთვის თავის არიდება და დაბეგვრის უფლების ბოროტად გამოყენება. ვინაიდან, იმ პირებს, რომლებიც მგზავრობენ ხმელეთით, შეუძლიათ გადაადგილდნენ უფრო ხშირად ან უფრო თავისუფლად, ვიდრე იმ პირებს, რომლებიც მგზავრობენ გემით ან საჰაერო ხომალდით, მგზავრის მიერ საბაჟო გადასახადის გადაუხდელობის და გადასახადისაგან გათავისუფლებული საქონლის ნებადართულ რაოდენობაზე მეტი რაოდენობის შემოტანის რისკი და შესაბამისად, საბაჟო ორგანოების მხრიდან კონტროლის განხორციელების ტვირთი არსებითად უფრო მაღალია ხმელეთით გადაადგილების შემთხვევაში. ამიტომ მიზანშეწონილია, აქციზის გადასახადისგან გათავისუფლებული გაყიდვები სახმელეთო საზღვრებთან არ იქნეს დაშვებული.

(18) ვინაიდან, გადასახადების აკრების უზრუნველსაყოფად საჭიროა შემოწმებების ჩატარება საწარმოო ობიექტებზე და სასაწყობო ობიექტებში, ამ შემოწმებების ხელშეწყობის მიზნით, აუცილებელია შენარჩუნდეს საწყობების სისტემა უფლებამოსილი ორგანოების მხრიდან თანხმობის საფუძველზე. გასათვალისწინებელია, რომ აქციზური საქონლის ქონა ან შენახვა გულისხმობს ამ საქონლის ფიზიკურ ფლობას.

(19) ასევე აუცილებელია მოთხოვნების დაწესება, რომლებიც უნდა შეასრულონ საწყობის იმ ავტორიზებულმა მმართველებმა და ეკონომიკურმა ოპერატორებმა, რომლებსაც არ გააჩნია საწყობის ავტორიზებული მმართველის სტატუსი.

(20) მოხმარებაში გაშვებამდე აქციზური საქონლისთვის შესაძლებელი უნდა იყოს აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმის ქვეშ გადაადგილება ევროკავშირის ტერიტორიის ფარგლებში. ასეთი გადაადგილება დაშვებული უნდა იყოს აქციზური საქონლის საწყობიდან სხვადასხვა დანიშნულების ადგილებისკენ, კერძოდ, სხვა აქციზური საქონლის საწყობისკენ, ასევე წინამდებარე დირექტივის მიზნებისათვის განსაზღვრული სხვა მსგავსი ადგილებისკენ.

(21) აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმის ქვეშ აქციზური საქონლის გადაადგილება ასევე დაშვებული უნდა იყოს მისი იმპორტის ადგილიდან დანიშნულების ადგილებამდე და შესაბამისად, გათვალისწინებული უნდა იყოს დებულება იმ პირის სტატუსთან დაკავშირებით, რომელსაც აქვს იმპორტის ადგილიდან მიღებული საქონლის გაგზავნის უფლება, მაგრამ არ აქვს ამ საქონლის გაჩერების ან შენახვის უფლება.

(22) აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმის ქვეშ აქციზური საქონლის გადაადგილების დასრულებასთან დაკავშირებული დებულების შესაბამისი გამოყენების უზრუნველსაყოფად უნდა განიმარტოს, რომ გადაადგილება დასრულდება მაშინ, თუ ტვირთმიმღებისთვის ცნობილია, ზუსტად რა რაოდენობის საქონელი აქვს ფაქტიურად მიღებული. საქონლის გადმოტვირთვა და მისი ანგარიშებში შეყვანა შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქონლის გადაადგილების დასრულების მტკიცებულებად.

(23) ექსპორტის პროცედურის შემდეგ გარე ტრანზიტის პროცედურის გამოყენების დასაშვებად, საბაჟო გამშვები პუნქტი უნდა გახდეს აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმის ქვეშ გადაადგილებული საქონლის შესაძლო დანიშნულების ადგილი. ამ შემთხვევაში უნდა დაკონკრეტდეს აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმის ქვეშ გადაადგილების ღონისძიების დასრულების მომენტი. უნდა განისაზღვროს ექსპორტიორი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების მიერ ექსპორტის იმ აქტის შევსების ვალდებულება, გასვლის დადასტურების საფუძველზე, რომელსაც საბაჟო გამშვები პუნქტი უგზავნის ექსპორტის განმახორციელებელ საბაჟო პუნქტს გარე ტრანზიტის პროცედურის დაწყებისას. იმისათვის, რომ გარე ტრანზიტის პროცედურით დაშვებული იყოს აქციზურ საქონელზე პასუხისმგებლობების აღება წინამდებარე დირექტივის შესაბამისად, კომისიის დელეგირებული რეგულაციის (EU) 2015/2446 ([10]) 189-ე მუხლში შევიდა შესწორება კომისიის დელეგირებული რეგულაციით (EU) 2018/1063 ([11]). შესაბამისად, დაშვებული უნდა იყოს ევროკავშირის აქციზური საქონლის გარე ტრანზიტის პროცედურაში მოქცევაც.

(24) იმისათვის, რომ უფლებამოსილმა ორგანოებმა იმპორტირებისას უზრუნველყონ თანამიმდევრულობა ელექტრონულ ადმინისტრაციულ დოკუმენტსა და საბაჟო დეკლარაციას შორის, როდესაც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული აქციზური საქონელი იმპორტირების ადგილიდან გადაადგილდება აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმის ქვეშ, ინფორმაცია ტვირთგამგზავნისა და ტვირთმიმღების შესახებ და იმის მტკიცებულება, რომ იმპორტირებული საქონელი იმპორტის წევრი სახელმწიფოდან გაიგზავნება სხვა წევრ სახელმწიფოში, უნდა წარმოადგინოს იმ პირმა, რომელიც ახდენს უფლებამოსილი ორგანოების წინაშე აქციზური საქონლის დეკლარირებას იმპორტირების განმახორციელებელ წევრ სახელმწიფოში საქონლის იმპორტირებისთვის.

(25) აქციზის რეჟიმის ქვეშ გადაადგილების ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში აქციზის გადასახადის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ გარანტია, რომელიც უნდა წარადგინოს გაგზავნის პუნქტის საწყობის ავტორიზებულმა მმართველმა ან რეგისტრირებულმა ტვირთგამგზავნმა ან, თუ გაგზავნის წევრი სახელმწიფო ამის უფლებას იძლევა, აღნიშნული გარანტია უნდა წარადგინოს გადაადგილებაში ჩართულმა სხვა პირმა, წევრი სახელმწიფოების მიერ დადგენილი პირობებით.

(26) რამდენიმე წევრი სახელმწიფო აღარ ითხოვს გარანტიის გაცემას ფიქსირებული მილსადენების მეშვეობით ენერგო პროდუქტების გადაადგილებისთვის, რადგან გადაადგილების ეს სახეობა ძალიან მცირე ფისკალურ რისკს მოიცავს. ასეთ შემთხვევებში გარანტიის უზრუნველყოფის მიმართ არსებული მოთხოვნების ჰარმონიზაციის მიზნით, მიზანშეწონილია ყველა წევრ სახელმწიფოში გაუქმდეს გარანტიის მოთხოვნა ფიქსირებული მილსადენების მეშვეობით ენერგო პროდუქტების გადაადგილებაზე.

(27) აუცილებელი ფორმალობების დაჩქარებულად დასრულების უზრუნველსაყოფად და აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმის ქვეშ გადაადგილებული აქციზური საქონლის გადაადგილებებზე ზედამხედველობის გასამარტივებლად, მიზანშეწონილია კომპიუტერიზებული სისტემის გამოყენება ევროპარლამენტის და საბჭოს ([12]) გადაწყვეტილების (EU) 2020/263 შესაბამისად, შესაბამის პირებსა და უფლებამოსილ ორგანოებს შორის ელექტრონული ადმინისტრაციული დოკუმენტების ურთიერთგაცვლისთვის („კომპიუტერიზებული სისტემა“).

(28) იმის უზრუნველსაყოფად, რომ აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმის ქვეშ აქციზური საქონლის გადაადგილების კონტექსტში გამოყენებული დოკუმენტები ადვილად გასაგები იყოს ყველა წევრ სახელმწიფოში და შესაძლებელი იყოს მათი დამუშავება კომპიუტერიზებული სისტემის მეშვეობით, მათ შორის, როდესაც კომპიუტერიზებული სისტემა მიუწვდომელია, ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 290-ე მუხლის შესაბამისად, აქტების მიღების უფლებამოსილება, ამ დოკუმენტების სტრუქტურისა და შინაარსის განსაზღვრასთან დაკავშირებით, უნდა გადაეცეს კომისიას.

(29) აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმის ქვეშ გადაადგილების სქემით აქციზური საქონლის გადაადგილების კონტექსტში გამოყენებული დოკუმენტების შევსების, წარმოდგენისა და ჩაბარებისთვის ერთგვაროვანი პირობების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, კომპიუტერიზებული სისტემის არარსებობის პირობებში, განხორციელების უფლებამოსილებები უნდა გადაეცეს კომისიას. ეს უფლებამოსილებები უნდა განხორციელდეს რეგულაციის (EC) N 182/2011 შესაბამისად.

(30) მიზანშეწონილია, დადგინდეს ის პროცედურა, რომლითაც ეკონომიკური ოპერატორები გაგზავნისა და დანიშნულების წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებს აცნობებენ აქციზური საქონლის პარტიების შესახებ. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული იმ გარკვეული ტვირთმიმღებების მდგომარეობა, რომლებიც არ არიან დაკავშირებულნი კომპიუტერიზებულ სისტემასთან, მაგრამ რომლებსაც შეუძლიათ მიიღონ აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმის ქვეშ გადაადგილებული აქციზური საქონელი.

(31) აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმის ქვეშ გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების სათანადო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, უნდა დაზუსტდეს როგორც გადაადგილების დაწყების, ისე დასრულების და პასუხისმგებლობების შესრულების პირობები.

(32) იმისათვის, რომ უფლებამოსილ ორგანოებს მიეცეთ საშუალება, უზრუნველყონ თანამიმდევრულობა ელექტრონულ ადმინისტრაციულ დოკუმენტსა და საექსპორტო საბაჟო დეკლარაციას შორის იმ შემთხვევებში, როდესაც აქციზური საქონელი გადაადგილდება აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმის ქვეშ ევროკავშირის ტერიტორიიდან გატანამდე, იმ პირმა, რომელიც ახდენს აქციზური საქონლის დეკლარირებას ექსპორტისთვის, უნდა აცნობოს ექსპორტიორი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს უნიკალური ადმინისტრაციული საცნობარო კოდის შესახებ.

(33) იმისთვის, რომ გაგზავნის წევრ სახელმწიფოს მიეცეს შესაბამისი ზომების მიღების შესაძლებლობა, ექსპორტიორი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ უნდა აცნობოს გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს ექსპორტის დროს მომხდარი ნებისმიერი დარღვევის ან იმ ფაქტის შესახებ, რომ საქონელი აღარ უნდა იქნეს გატანილი ევროკავშირის ტერიტორიიდან.

(34) იმისათვის, რომ ტვირთგამგზავნს მიეცეს აქციზური საქონლისთვის ახალი დანიშნულების ადგილის გამოყოფის შესაძლებლობა, გაგზავნის წევრმა სახელმწიფომ უნდა აცნობოს ტვირთგამგზავნს, რომ საქონელი აღარ უნდა იქნეს გატანილი ევროკავშირის ტერიტორიიდან.

(35) აქციზური საქონლის გადაადგილების დროს კონტროლის განხორციელების შესაძლებლობის გასაუმჯობესებლად, აქციზური საქონლის თანმხლებ პირს, ან თანმხლები პირის არყოფნის შემთხვევაში, გადამზიდავს ან გადამტანს, უნდა შეეძლოს უფლებამოსილ ორგანოებს წარუდგინოს უნიკალური ადმინისტრაციული საცნობარო კოდი ნებისმიერი ფორმით, რათა მათ საშუალება მიეცეთ, მიიღონ აქციზური საქონლის შესახებ დეტალური ინფორმაცია.

(36) აუცილებელია განისაზღვროს ის პროცედურები, რომლებიც გამოიყენება კომპიუტერიზებული სისტემის არარსებობის პირობებში.

(37) წინამდებარე დირექტივით გათვალისწინებული პროცედურების, კომისიის განმახორციელებელი რეგულაციის (EU) 2015/2447 ([13]) 335(4)-ე მუხლით გათვალისწინებულ პროცედურებთან შესაბამისობაში მოსაყვანად და გაგზავნის წევრ სახელმწიფოში გასვლის ალტერნატიული მტკიცებულებების აღიარების გასამარტივებლად, უნდა დადგინდეს გასვლის სტანდარტული ალტერნატიული მტკიცებულებების მინიმალური სია, რომელიც დაამტკიცებს, რომ საქონელი გაიტანეს ევროკავშირის ტერიტორიიდან.

(38) წევრ სახელმწიფოებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, უზრუნველყონ სპეციალური ღონისძიებები აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმის ქვეშ გადაადგილებისთვის, რომელიც მთლიანად მათ ტერიტორიაზე ხორციელდება, ან გააფორმონ ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმებები სხვა წევრ სახელმწიფოებთან, ამ პროცედურის გამარტივებისთვის. ის წევრი სახელმწიფოები, რომლებიც არ წარმოადგენენ ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმებების მხარეს, არ არიან ვალდებულნი დაეთანხმონ იმ სპეციალური ღონისძიებების სქემას, რომელიც ხორციელდება ასეთი შეთანხმებით.

(39) მიზანშეწონილია, განიმარტოს იმ საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული საგადასახადო და პროცედურული ნორმები, რომელზეც აქციზის გადასახადი უკვე გადახდილია წევრ სახელმწიფოში მათი ზოგადი სტრუქტურის შეუცვლელად.

(40) იმ შემთხვევაში, თუ აქციზურ საქონელს იძენენ ფიზიკური პირები საკუთარი მოხმარებისთვის და მათი ტრანსპორტირება ხდება მათ მიერ ერთი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიიდან სხვა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიამდე, აქციზის გადასახადი გადახდილი უნდა იქნეს იმ წევრ სახელმწიფოში, რომელშიც ხდება აქციზური საქონლის შეძენა, შიდა ბაზარზე მოქმედი პრინციპის შესაბამისად.

(41) წევრი სახელმწიფოების მიერ თამბაქოს ნაწარმისა და ალკოჰოლური სასმელებისთვის გამოყენებული აქციზის გადასახადის განაკვეთები განსხვავდება რამდენიმე ისეთი ფაქტორის გამო, როგორიცაა ფისკალური და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკა, ასეთი სხვაობების გათვალისწინება კი ზოგ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია. ამ კონტექსტში, წევრ სახელმწიფოებს უნდა შეეძლოთ იმ რისკების შეკავება, რომლებიც ხელს უწყობს გადასახადებთან დაკავშირებულ მაქინაციებს, გადასახადის თავიდან აცილებას ან დაბეგვრის უფლების ბოროტად გამოყენებას, საფრთხეს უქმნის ან ძირს უთხრის საჯარო პოლიტიკას ან ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვას. ამიტომ, წევრს სახელმწიფოებს უნდა შეეძლოთ იმ შესაბამისი და პროპორციული ზომების მიღება, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს დაადგინონ, ერთი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიიდან მეორე წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე კერძო პირის მიერ გადატანილი აქციზური საქონელი მიიღო თუ არა ამავე კერძო პირმა საკუთარი მოხმარების მიზნით.

(42) იმ შემთხვევებში, როდესაც წევრ სახელმწიფოში მოხმარებაში გაშვების შემდეგ, აქციზური საქონლის მიწოდება ხდება კომერციული მიზნებისთვის სხვა წევრ სახელმწიფოში, აუცილებელია დადგინდეს, იბეგრება თუ არა ეს საქონელი აქციზის გადასახადით მეორე წევრ სახელმწიფოში. ამ მიზნებისთვის აუცილებელია, კერძოდ, განიმარტოს ცნება „კომერციული მიზნებისთვის მიწოდებული“.

(43) ის კომპიუტერიზებული სისტემა, რომელიც ამჟამად გამოიყენება აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმის ქვეშ საქონლის გადაადგილებისთვის, უნდა გავრცელდეს იმ აქციზური საქონლის გადაადგილებაზე, რომელიც მოხმარებაში გაშვებულია ერთი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე და გადატანილია სხვა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მისი მხოლოდ კომერციული მიზნებისთვის გამოყენებისთვის. ამ კომპიუტერიზებული სისტემის გამოყენება გაამარტივებს ამ გადაადგილებების მონიტორინგს და უზრუნველყოფს შიდა ბაზრის სათანადო ფუნქციონირებას.

(44) იმ შემთხვევაში, თუ აქციზური საქონელი გაშვებულია მოხმარებაში ერთი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე და გადატანილია სხვა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მისი მხოლოდ კომერციული მიზნებისთვის გამოსაყენებლად, მიზანშეწონილია დაზუსტდეს, თუ ვინ არის ვალდებული გადაიხადოს გადასახადი და როდის ექვემდებარება ასეთი გადასახადი გადახდას.

(45) არა აუცილებელი ინვესტიციების თავიდან ასაცილებლად, იმ აქციზური საქონლის გადაადგილებისთვის, რომელიც გაშვებულია მოხმარებაში ერთი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე და გადაადგილდება სხვა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მისი კომერციული მიზნებისთვის გამოსაყენებლად, კომპიუტერიზაციის სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმის ქვეშ გადაადგილებასთან დაკავშირებული არსებული ღონისძიებების მაქსიმალურად გამოყენებით. ამ მიზნით, ასეთი გადაადგილებების გასამარტივებლად, ამ გადაადგილებებზე მოქმედი დებულებები გარანტიის შესახებ შესაბამისობაში უნდა მოვიდეს აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმის ქვეშ გადაადგილებებზე მოქმედ დებულებებთან იმისათვის, რათა არსებობდეს გარანტორების უფრო ფართო არჩევანის შესაძლებლობა.

(46) იმ ეკონომიკური ოპერატორების არსებული რეგისტრაციის გასამარტივებლად, რომლებიც მოქმედებენ აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმის ქვეშ, აუცილებელია აქციზური საქონლის საწყობს და რეგისტრირებულ ტვირთგამგზავნს მიეცეთ შესაძლებლობა, გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოებისთვის შეტყობინების შემდეგ, იმოქმედონ, როგორც იმ აქციზური საქონლის სერტიფიცირებულმა ტვირთგამგზავნებმა, რომელიც გაშვებულია მოხმარებაში ერთი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე და გადაადგილდება სხვა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიისკენ მისი კომერციული მიზნებისთვის გამოსაყენებლად. ამავე დროს, აქციზური საქონლის საწყობს ან რეგისტრირებულ ტვირთმიმღებს უნდა შეეძლოს იმოქმედოს, როგორც ამ აქციზური საქონლის სერტიფიცირებულმა ტვირთმიმღებებმა.

(47) აუცილებელია განისაზღვროს ის პროცედურები, რომლებიც გამოიყენება კომპიუტერიზებული სისტემის არარსებობისას და როდესაც გამოყენებული უნდა იყოს სარეზერვო პროცედურის დამადასტურებელი დოკუმენტი.

(48) წევრ სახელმწიფოებს უნდა მიეცეთ საშუალება, გაითვალისწინონ იმ აქციზური საქონლის გადაადგილების სპეციალური რეჟიმი, რომელიც გაშვებულია მოხმარებაში ერთი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე და გადაადგილდება სხვა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიისკენ მისი კომერციული მიზნებისთვის გამოსაყენებლად, სხვა წევრ სახელმწიფოებთან ორმხრივი ან მრავალმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე, გამარტივების დაშვების მიზნით. ის წევრი სახელმწიფოები, რომლებიც არ წარმოადგენენ ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმებების მხარეს, არ არიან ვალდებულნი, დაეთანხმონ იმ სპეციალურ რეჟიმს, რომელიც დგება ასეთი შეთანხმების საფუძველზე.

(49) იმის უზრუნველსაყოფად, რომ ის დოკუმენტები, რომლებიც გამოიყენება იმ აქციზური საქონლის გადაადგილების კონტექსტში, რომელიც უნდა ჩაითვალოს კომერციული მიზნებისთვის მიწოდებულად, ადვილად გასაგები იყოს ყველა წევრ სახელმწიფოში და შესაძლებელი იყოს მათი დამუშავება კომპიუტერიზებული სისტემის მეშვეობით, მათ შორის, კომპიუტერიზებული სისტემის არარსებობისას, TFEU-ის 290-ე მუხლის შესაბამისად, აქტების მიღების უფლებამოსილება უნდა გადაეცეს კომისიას ამ დოკუმენტების სტრუქტურისა და შინაარსის დადგენასთან დაკავშირებით.

(50) კომერციული მიზნებისთვის მიწოდებულად მიჩნეული აქციზური საქონლის გადაადგილების კონტექსტში გამოყენებული დოკუმენტების შევსების, წარმოდგენისა და ჩაბარების ერთგვაროვანი პირობების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, კომპიუტერიზებული სისტემის არარსებობის პირობებში, განხორციელების უფლებამოსილებები უნდა მიენიჭოს კომისიას. ეს უფლებამოსილებები უნდა განხორციელდეს რეგულაციის (EC) N 182/2011 შესაბამისად.

(51) იმ შემთხვევაში, თუ აქციზურ საქონელს იძენენ ის პირები, რომლებიც არ არიან ავტორიზებული საწყობის მმართველები ან რეგისტრირებული ტვირთმიმღებები და რომლებიც არ ახორციელებენ დამოუკიდებელ ეკონომიკურ საქმიანობას და ეს საქონელი იგზავნება ან მისი ტრანსპორტირება ხორციელდება იმ ტვირთგამგზავნის მიერ, რომელიც ახორციელებს დამოუკიდებელ ეკონომიკურ საქმიანობას ან აგზავნის ან ახორციელებს საქონლის ტრანსპორტირებას თავისი სახელით, აქციზის გადასახადი გადახდილ უნდა იქნეს დანიშნულების წევრ სახელმწიფოში. აქციზის გადასახადის გადახდის ისეთი პროცედურა უნდა შემუშავდეს, რომელსაც დაიცავს ტვირთგამგზავნი. დანიშნულების წევრ სახელმწიფოში გადახდის უზრუნველსაყოფად, ტვირთგამგზავნმა ან მისმა საგადასახადო წარმომადგენელმა უნდა დააფიქსიროს საკუთარი ვინაობა და უზრუნველყოს აქციზის გადასახადის გადახდის გარანტია იმ უფლებამოსილ სამსახურში, რომელიც სპეციალურად ამ მიზნებისთვის გამოყოფილია დანიშნულების წევრი სახელმწიფოს მიერ დადგენილი პირობებით. ამ ღონისძიებების გასამარტივებლად, ტვირთგამგზავნს უნდა შეეძლოს აირჩიოს, გამოიყენოს თუ არა საგადასახადო წარმომადგენელი იმ მოთხოვნების შესასრულებლად, რომლებიც დაწესებულია რეგისტრაციისა და გარანტიის გადახდის მიმართ. თუ არც ტვირთგამგზავნი და არც საგადასახადო წარმომადგენელი ამ მოთხოვნებს არ შეასრულებს, აქციზური გადასახადების გადახდაზე პასუხისმგებლობა დანიშნულების წევრ სახელმწიფოში უნდა დაეკისროს ტვირთმიმღებს.

(52) ერთი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოხმარებაში უკვე გაშვებული აქციზური საქონლის ევროკავშირის ფარგლებში გადაადგილებისას, წევრ სახელმწიფოთა შორის ინტერესთა კონფლიქტისა და ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, გათვალისწინებული უნდა იყოს ისეთი სიტუაციები, როდესაც აქციზური საქონელი, მისი მოხმარებაში გაშვების შემდეგ, შეიძლება დაექვემდებაროს არასწორ დეკლარირებას.

(53) წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მოხმარებაში გაშვებულ საქონელს ჰქონდეს საგადასახადო მარკირება ან ეროვნული საიდენტიფიკაციო ნიშნები. ამ მარკირებების ან ნიშნების გამოყენებამ ევროკავშირის შიდა ვაჭრობას რაიმე დაბრკოლება არ უნდა შეუქმნას. ვინაიდან, ამ მარკირებების ან ნიშნების გამოყენებამ არ უნდა წარმოქმნას ორმაგი საგადასახადო ტვირთი, უნდა განიმარტოს, რომ ამ მარკირებების ან ნიშნების მისაღებად გადახდილი ან გარანტირებული ნებისმიერი თანხა უნდა ანაზღაურდეს, განულდეს ან გიცეს იმ წევრი სახელმწიფოს მიერ, რომელმაც გასცა ეს ნიშნები, თუ აქციზის გადასახადი გახდა გადასახდელი და აიკრიბა სხვა წევრ სახელმწიფოში. თუმცა, დაბეგვრის უფლების ნებისმიერი ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად, წევრმა სახელმწიფოებმა, რომლებმაც გასცეს ასეთი მარკირებები ან ნიშნები, უნდა განახორციელონ გადახდილი თანხის კომპენსირება, რემისია ან გაცემა ისეთი საბუთის წარდგენის საფუძველზე, რომელიც დაადასტურებს, რომ საქონელი ამოღებული ან განადგურებულია.

(54) აქციზური საქონლის გადაადგილებასა და მონიტორინგთან დაკავშირებული საერთო მოთხოვნების გამოყენებამ ღვინის მცირე მწარმოებლებს შეიძლება დააკისროს არათანაზომიერი ადმინისტრაციული ტვირთი. ამიტომ, წევრ სახელმწიფოებს უნდა შეეძლოთ ამ მწარმოებლების გარკვეული მოთხოვნებისგან გათავისუფლება.

(55) მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის ფაქტი, რომ იმ აქციზურ საქონელთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს გემებისა და საჰაერო ხომალდების მარაგს, შესაფერისი საერთო მიდგომა ჯერ არის მოძიებული.

(56) რაც შეეხება წევრ სახელმწიფოთა შორის ტრანსსასაზღვრო ხიდების მშენებლობისა და ტექნიკური მომსახურებისთვის გამოყენებულ აქციზურ საქონელს, ადმინისტრაციული ტვირთის შემცირების მიზნით, ამ წევრ სახელმწიფოებს უნდა მიეცეთ იმ საერთო წესებიდან და პროცედურებიდან გადახვევის უფლება, რომლებიც გამოიყენება ერთი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიიდან მეორე წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადაადგილებული აქციზური საქონლის მიმართ.

(57) საქონლის გადაადგილების ელექტრონული კონტროლის სისტემის რეგულირების მიზნით გარკვეული პერიოდის დაშვებისთვის, წევრ სახელმწიფოებს უნდა შეეძლოთ ისარგებლონ გარდამავალი პერიოდით, რომლის დროსაც ამ გადაადგილების განხორციელება შეიძლება გაგრძელდეს იმ ფორმალობების დაცვის პირობით, რომლებიც დადგენილია დირექტივით 2008/118/EC.

(58) ვინაიდან, წინამდებარე დირექტივის მიზანი, კერძოდ, აქციზის გადასახადის გარკვეულ ასპექტებთან დაკავშირებული საერთო ღონისძიებების უზრუნველყოფა ვერ იქნება ბოლომდე მიღწეული წევრი სახელმწიფოების მიერ, თუმცა, მისი მასშტაბისა და შედეგების გამო, ის უკეთ მიიღწევა ევროკავშირის დონეზე, ევროკავშირს შეუძლია დაამტკიცოს ზომები ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების მე-5 მუხლში განსაზღვრული სუბსიდიური პასუხისმგებლობის პრინციპის შესაბამისად. იმავე მუხლით განსაზღვრული პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად, წინამდებარე დირექტივა არ სცილდება ამ მიზნის მიღწევისთვის აუცილებელ ფარგლებს.

წინამდებარე დირექტივის შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში გადატანის ვალდებულება შემოიფარგლება იმ დებულებებით, რომლებიც წარმოადგენენ არსებით შესწორებებს, ადრინდელ დირექტივასთან შედარებით. იმ დებულებების გადმოტანის ვალდებულება, რომლებიც არ შეცვლილა, წარმოიქმნება ადრინდელი დირექტივიდან.

(60) წინამდებარე დირექტივით არ უნდა შეიზღუდოს წევრი სახელმწიფოების ვალდებულებები შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში გადატანის ვადებთან და I დანართის ნაწილში B მოცემული დირექტივების გამოყენების თარიღებთან დაკავშირებით.

მიიღო წინამდებარე დირექტივა:

 

თავი I

ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1

საგანი

1. წინამდებარე დირექტივა ადგენს აქციზის გადასახადის საერთო ღონისძიებებს, რომლითაც პირდაპირ ან არაპირდაპირ იბეგრება შემდეგი საქონლის („აქციზური საქონლის“) მოხმარება:

(a) ენერგო პროდუქტები და ელექტროენერგია, რომლებიც გათვალისწინებულია დირექტივაში 2003/96/EC;

(b) ალკოჰოლი და ალკოჰოლური სასმელები, რომლებიც გათვალისწინებულია დირექტივებში 92/83/EEC და 92/84/EEC;

(c) წარმოებული თამბაქო, რომელიც გათვალისწინებულია დირექტივაში 2011/64/EU.

2. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ აქციზურ საქონელზე დააწესონ სხვა არაპირდაპირი გადასახადები კონკრეტული მიზნებისთვის, იმ პირობით, თუ ეს გადასახადები შეესაბამება ევროკავშირის იმ საგადასახადო წესებს, რომლებიც გამოიყენება აქციზის გადასახადის ან დამატებული ღირებულების გადასახადის მიმართ, რამდენადაც ეს ეხება დაბეგვრის საფუძვლის დადგენას, გადასახადის გაანგარიშებას, შესაბამისი გადასახადის დაწესებას და გადახდის მონიტორინგს, თუმცა არ მოიცავენ დებულებებს გადასახადებისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

3. წევრ სახელმწიფოებს უფლება აქვთ გადასახადებით დაბეგრონ შემდეგი საქონელი:

(a) პროდუქტები გარდა აქციზური საქონლისა;

(b) მომსახურების მიწოდება, მათ შორის აქციზურ საქონელთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდება, თუ ამ მომსახურებაზე არ არის დაწესებული ბრუნვის გადასახადი.

თუმცა, წევრ სახელმწიფოებს შორის ვაჭრობისას, ასეთი გადასახადებით დაბეგვრამ არ შეიძლება წარმოშვას საზღვრების გადაკვეთასთან დაკავშირებული ფორმალობები.

 

მუხლი 2

ევროკავშირის საბაჟო კოდექსის გამოყენება აქციზური საქონლის მიმართ

1. ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შესვლის მიმართ ევროკავშირის საბაჟო დებულებებით დადგენილი ფორმალობები, შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით, გამოიყენება აქციზური საქონლის მე-4(2) მუხლში მითითებული ერთ-ერთი ტერიტორიიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის მიმართ.

2. ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გასვლის მიმართ ევროკავშირის საბაჟო დებულებებით დადგენილი ფორმალობები, შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით, გამოიყენება აქციზური საქონლის ევროკავშირის ტერიტორიიდან გასვლის და მე-4(2) მუხლში მითითებულ ერთ-ერთ ტერიტორიაზე შესვლის მიმართ.

3. 1-ლი და მე-2 პუნქტებიდან გამონაკლისის სახით, ფინეთი უფლებამოსილია, ამავე წევრი სახელმწიფოს ტერიტორიასა და 4(2)-ე მუხლის (c) ქვეპუნქტში მითითებულ ტერიტორიებს შორის აქციზური საქონლის გადაადგილებების მიმართ გამოიყენოს იგივე პროცედურები, რომლებიც გამოიყენება ასეთი გადაადგილებების მიმართ ამავე წევრი სახელმწიფოს ტერიტორიის შიგნით.

4. მე-14-46 მუხლები არ ვრცელდება იმ აქციზურ საქონელზე, რომელსაც გააჩნია არა - ევროკავშირის საქონლის საბაჟო სტატუსი, როგორც ეს განსაზღვრულია ევროპარლამენტისა და საბჭოს ([14]) რეგულაციის (EU) N 952/2013 5(24)-ე მუხლში.

 

მუხლი 3

განმარტებები

წინამდებარე დირექტივის მიზნისთვის გამოიყენება შემდეგი განმარტებები:

(1) „საწყობის ავტორიზებული მმართველი“ ნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც, საკუთარი სამეწარმეო საქმიანობის პროცესში, წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოები ანიჭებენ უფლებამოსილებას, აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმით აწარმოოს, დაამუშაოს, შეინახოს, დაასაწყობოს, მიიღოს ან გაგზავნოს აქციზური საქონლის საწყობში განთავსებული აქციზური საქონელი;

(2) „წევრი სახელმწიფოს ტერიტორია“ ნიშნავს იმ წევრი სახელმწიფოს ტერიტორიას, რომლის მიმართაც გამოიყენება ხელშეკრულებები, TFEU-ის 349-ე და 355-ე მუხლების შესაბამისად, გარდა მესამე ქვეყნის ტერიტორიებისა;

(3) „ევროკავშირის ტერიტორია“ ნიშნავს წევრი სახელმწიფოების ტერიტორიებს;

(4) „მესამე ქვეყნის ტერიტორიები“ ნიშნავს მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებულ ტერიტორიებს;

(5) „მესამე ქვეყნები“ ნიშნავს ნებისმიერ სახელმწიფოს ან ტერიტორიას, რომელზეც არ ვრცელდება ხელშეკრულებები;

(6) „აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმი“ ნიშნავს აქციზური საქონლის წარმოების, დამუშავების, შენახვის, დასაწყობების ან გადაადგილების მიმართ გამოყენებულ საგადასახადო რეჟიმს, რომლითაც აქციზის გადასახადი დროებით შეჩერებულია;

(7) „იმპორტირება“ ნიშნავს საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებას რეგულაციის (EU) N 952/2013 201-ე მუხლის შესაბამისად;

(8) „უკანონო შეტანა“ ნიშნავს ევროკავშირის ტერიტორიაზე იმ საქონლის შეტანას, რომელიც არ იყო საწყობში განთავსებული თავისუფალ მიმოქცევაში გასაშვებად რეგულაციის (EU) N 952/2013 201-ე მუხლის შესაბამისად და რომლის მიმართ საბაჟო დავალიანება, ამავე რეგულაციის 79(1)-ე მუხლის შესაბამისად, წარმოიშვა ან შესაძლოა წარმოშობილიყო, თუ საქონელი დაექვემდებარებოდა საბაჟო გადასახადს;

(9) „რეგისტრირებული ტვირთმიმღები“ ნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც დანიშნულების წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოები ანიჭებენ უფლებამოსილებას, სამეწარმეო საქმიანობის პროცესში და ამ ორგანოების მიერ დადგენილი პირობებით, სხვა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიიდან მიიღოს აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმის ქვეშ გადაადგილებული აქციზური საქონელი;

(10) „რეგისტრირებული ტვირთგამგზავნი“ ნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც იმპორტიორი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოები ანიჭებენ უფლებამოსილებას, გაგზავნოს მხოლოდ აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმის ქვეშ გადაადგილებული აქციზური საქონელი მისი თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას, რეგულაციის (EU) N 952/2013 201-ე მუხლის შესაბამისად, ამავე პირის სამეწარმეო საქმიანობის პროცესში და ამავე ორგანოების მიერ დადგენილი პირობებით;

(11) „აქციზური საქონლის საწყობი“ ნიშნავს ადგილს, სადაც საწყობის ავტორიზებული მმართველის მიერ ხდება აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმის ქვეშ გადაადგილებული აქციზური საქონლის წარმოება, დამუშავება, შენახვა, დასაწყობება, მიღება ან გაგზავნა, ამ პირის სამეწარმეო საქმიანობის პროცესში, იმ წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების მიერ დადგენილი პირობებით, სადაც მდებარეობს აქციზური საქონლის საწყობი;

(12) „სერტიფიცირებული ტვირთგამგზავნი“ ნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც, ამავე პირის სამეწარმეო საქმიანობის პროცესში, გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების მიერ რეგისტრირებულია იმ აქციზური საქონლის გამგზავნად, რომლის მოხმარებაში გაშვება მოხდა ერთი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე და შემდეგ გადაადგილდა სხვა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე;

(13) „სერტიფიცირებული ტვირთმიმღები“ ნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც, ამავე პირის სამეწარმეო საქმიანობის პროცესში, დანიშნულების წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების მიერ რეგისტრირებულია იმ აქციზური საქონლის მიმღებად, რომლის მოხმარებაში გაშვება მოხდა ერთი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე და შემდეგ გადაადგილდა სხვა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე;

(14) „დანიშნულების წევრი სახელმწიფო“ ნიშნავს იმ წევრ სახელმწიფოს, სადაც უნდა მოხდეს აქციზური საქონლის მიწოდება ან გამოყენება წინამდებარე დირექტივის დებულებების შესაბამისად;

(15) „რემისია“ ნიშნავს გადაუხდელი აქციზის გადასახადის ვალდებულებისგან გათავისუფლებას;

(16) „ანაზღაურება“ ნიშნავს გადახდილი აქციზის გადასახადის ანაზღაურებას.

 

მუხლი 4

ტერიტორიული მოქმედების სფერო

1. წინამდებარე დირექტივა და დირექტივები 92/83/EEC, 92/84/EEC, 2003/96/EC და 2011/64/EU მოქმედებს ევროკავშირის ტერიტორიაზე.

2. წინამდებარე დირექტივა და დირექტივები 92/83/EEC, 92/84/EEC, 2003/96/EC და 2011/64/EU არ მოქმედებს იმ ქვემოთ ჩამოთვლილ ტერიტორიებზე, რომლებიც შედიან ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის შემადგენლობაში:

(a) კანარის კუნძულები;

(b) საფრანგეთის ტერიტორიები, რომლებიც მითითებულია ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 349-ე და 355(1)-ე მუხლებში;

(c) ალანდის კუნძულები;

(d) ნორმანდიის კუნძულები.

3. წინამდებარე დირექტივა და დირექტივები 92/83/EEC, 92/84/EEC, 2003/96/EC და 2011/64/EU არ მოქმედებს იმ ტერიტორიებზე, რომლებიც შედის TFEU-ის 355(3)-ე მუხლის მოქმედების ფარგლებში და არც სხვა იმ ტერიტორიებზე, რომლებიც არ შედიან ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის შემადგენლობაში:

(a) კუნძული ჰელგოლანდი;

(b) ბიუზინგენის ტერიტორია;

(c) სეუტა;

(d) მელილია;

(e) ლივინიო.

4. ესპანეთს უფლება აქვს, დეკლარაციის საშუალებით გასცეს შეტყობინება, რომ წინამდებარე დირექტივა და დირექტივები 92/83/EEC, 92/84/EEC, 2003/96/EC და 2011/64/EU გამოიყენება კანარის კუნძულებზე იმ პირობით, თუ მის მიმართ გამოყენებული იქნება მის უკიდურეს სიშორეზე ადაპტირებული ზომები, 1-ელ მუხლში მითითებულ ყველა ან რამდენიმე აქციზურ საქონელთან მიმართებით, ამ დეკლარაციის განთავსებიდან მეორე თვის პირველი დღიდან.

5. საფრანგეთს უფლება აქვს, დეკლარაციის საშუალებით გასცეს შეტყობინება, რომ წინამდებარე დირექტივა და დირექტივები 92/83/EEC, 92/84/EEC, 2003/96/EC და 2011/64/EU გამოიყენება მე-2 პუნქტის (b) ქვეპუნქტში მითითებულ ტერიტორიებზე იმ პირობით, თუ მათ მიმართ გამოყენებული იქნება მათ უკიდურეს სიშორეზე ადაპტირებული ზომები, 1-ელ მუხლში მითითებულ ყველა ან რამდენიმე აქციზურ საქონელთან მიმართებით, ამ დეკლარაციის განთავსებიდან მეორე თვის პირველი დღიდან.

6. წინამდებარე დირექტივის დებულებები ხელს არ უშლის საბერძნეთს, შეინარჩუნოს ათონის მთისთვის მინიჭებული განსაკუთრებული სტატუსი, რომელიც გარანტირებულია საბერძნეთის კონსტიტუციის 105-ე მუხლით.

 

მუხლი 5

სპეციალური ტერიტორიული სტატუსი

1. საფრანგეთთან, იტალიასთან, კვიპროსთან და შესაბამისად, გაერთიანებულ სამეფოსთან გაფორმებული კონვენციებისა და ხელშეკრულებების გათვალისწინებით, მონაკოს სამთავრო, სან მარინო, აკროტირი და დეკელია, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ზღვისიქითა ტერიტორია და მენის კუნძული, წინამდებარე დირექტივის მიზნებისთვის, არ განიხილება მესამე ქვეყნებად.

2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ აუცილებელი ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ აქციზური საქონლის ის გადაადგილება, რომელიც წარმოიშვა შემდეგ ქვეყნებში ან განკუთვნილია შემდეგი ქვეყნებისთვის:

(a) მონაკოს სამთავრო, განიხილებოდეს, როგორც საფრანგეთში წარმოშობილი ან საფრანგეთისთვის განკუთვნილი საქონლის გადაადგილება;

(b) სან-მარინო, განიხილებოდეს, როგორც იტალიაში წარმოშობილი ან იტალიისთვის განკუთვნილი საქონლის გადაადგილება;

(c) აკროტირი და დეკელია, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ზღვისიქითა ტერიტორია, განიხილებოდეს, როგორც კვიპროსიდან წარმოშობილი ან კვიპროსისთვის განკუთვნილი საქონლის გადაადგილება;

(d) მენის კუნძული, განიხილებოდეს, როგორც გაერთიანებული სამეფოდან წარმოშობილი ან გაერთიანებული სამეფოსთვის განკუთვნილი საქონლის გადაადგილება.

3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ის ზომები, რომლებიც აუცილებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ აქციზური საქონლის ის გადაადგილება, რომელიც წარმოიშვა იუნგჰოლცში და მიტელბერგში (პატარა ვესტფალიაში) ან განკუთვნილია მათთვის, განიხილებოდეს, როგორც გერმანიაში წარმოშობილი ან გერმანიისთვის განკუთვნილი საქონლის გადაადგილება.

 

თავი II

ზოგადი პროცედურული დებულებები

 

ქვეთავი 1

დასაბეგრი ოპერაცია, დაბეგვრას დაქვემდებარება, დარღვევები აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმით გადაადგილებისას

 

მუხლი 6

დასაბეგრი ოპერაცია, დაბეგვრას დაქვემდებარების დრო და ადგილი, საქონლის განადგურება და სამუდამოდ დაკარგვა

1. აქციზური საქონელი იბეგრება აქციზის გადასახადით:

(a) საქონლის წარმოების, მათ შორის, სადაც აუცილებელია, ევროკავშირის ტერიტორიაზე მისი მოპოვების; და

(b) ევროკავშირის ტერიტორიაზე მისი იმპორტის ან უკანონო შეტანის დროს.

2. აქციზის გადასახადის გადახდევინება უნდა მოხდეს წევრ სახელმწიფოში მისი მოხმარებაში გაშვების დროს.

3. წინამდებარე დირექტივის მიზნებისთვის, "მოხმარებაში გაშვება" ნიშნავს ნებისმიერი შემდეგს:

(a) აქციზური საქონლის მოხსნა, მათ შორის უკანონო მოხსნა აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმიდან;

(b) აქციზური საქონლის შენახვა ან დასაწყობება, დარღვევების შემთხვევების ჩათვლით, აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმის ფარგლებს გარეთ, სადაც აქციზის გადასახადი არ წესდება ევროკავშირის კანონმდებლობისა და შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მოქმედი დებულებების თანახმად;

(c) აქციზური საქონლის წარმოება, დამუშავების ჩათვლით და უკანონო წარმოება ან დამუშავება, აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმის ფარგლებს გარეთ;

(d) აქციზური საქონლის იმპორტირება, თუ აქციზური საქონელი იმპორტირებისთანავე არ მოექცა აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმში, ან აქციზური საქონლის უკანონო შეტანა, თუ საბაჟო დავალიანება არ დაიფარა რეგულაციის (EU) N 952/2013 124(1)-ე მუხლის (e), (f), (g) ან (k) ქვეპუნქტების შესაბამისად. თუ საბაჟო დავალიანება დაიფარა რეგულაციის (EU) N 952/2013 124(1)-ე მუხლის (e) ქვეპუნქტის შესაბამისად, წევრ სახელმწიფოებს თავის შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში შეუძლიათ შეიტანონ საჯარიმო პირობა იმ საბაჟო სააქციზო ვალდებულების ოდენობის გათვალისწინებით, რომელიც შეიძლება წარმოშობილიყო.

4. აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმიდან მოხსნის დროდ, როგორც მითითებულია მე-3(a) პუნქტში, ითვლება:

(a) რეგისტრირებული ტვირთმიმღების მიერ აქციზური საქონლის მიღების დრო, მე-16(1)(a)(ii) მუხლში მითითებულ სიტუაციებში;

(b) ტვირთმიმღების მიერ აქციზური საქონლის მიღების დრო, მე-16(1) (a)(iv) მუხლში მითითებულ სიტუაციებში;

(c) აქციზური საქონლის მიღების დრო პირდაპირი მიწოდების ადგილზე, მე-16(4) მუხლში მითითებულ სიტუაციებში.

5. აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმში მოქცეული აქციზური საქონლის სრული განადგურება ან სამუდამო დაკარგვა, სრულად ან ნაწილობრივ, რაც გამოწვეულია გაუთვალისწინებელი გარემოებების ან ფორსმაჟორული ვითარების გამო, ან წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების მიერ საქონლის განადგურებასთან დაკავშირებით გაცემული უფლების შედეგად, არ ითვლება მოხმარებაში გაშვებად.

6. წინამდებარე დირექტივის მიზნებისათვის, საქონელი ითვლება მთლიანად განადგურებულად ან სამუდამოდ დაკარგულად როდესაც ის, როგორც აქციზური საქონელი, მიიჩნევა უსარგებლოდ.

7. ნაწილობრივი დაკარგვა, საქონლის სახეობის მიხედვით, რომელიც ხდება წევრ სახელმწიფოებს შორის აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმის ქვეშ საქონლის გადაადგილებისას, არ ითვლება მოხმარებაში გაშვებად, თუ დაკარგული საქონლის ოდენობა არის ამ აქციზური საქონლის საერთო ნაწილობრივი დანაკარგის ზღვრულ მნიშვნელობაზე ქვემოთ, თუკი წევრ სახელმწიფოს არ აქვს გონივრული მიზეზი, ეჭვი შეიტანოს თაღლითობასა თუ დარღვევაზე. ნაწილობრივი დანაკარგის ის ნაწილი, რომელიც აღემატება ამ აქციზური საქონლის საერთო ნაწილობრივი დანაკარგის ზღვრულ მნიშვნელობას, განიხილება, როგორც მოხმარებაში გაშვება.

8. წევრ სახელმწიფოს შეუძლიათ დააწესონ საკუთარი წესები აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმში მოქცეული იმ ნაწილობრივ დაკარგული საქონლის საკითხების მოგვარებასთან დაკავშირებით , რომელიც არ არის გათვალისწინებული მე-7 პუნქტით.

9. აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმში მოქცეული აქციზური საქონლის სრული განადგურება ან სამუდამო დაკარგვა, სრულად ან ნაწილობრივ, როგორც ეს მითითებულია მე-5 პუნქტში, უნდა დასაბუთდეს იმ წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების მოთხოვნების შესაბამისად, სადაც მოხდა საქონლის სრული განადგურება ან სამუდამო დაკარგვა, სრულად ან ნაწილობრივ, ან თუ შეუძლებელია იმის დადგენა, თუ სად მოხდა საქონლის დაკარგვა, იმ წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების მოთხოვნების შესაბამისად, სადაც აღმოჩნდა საქონლის დაკარგვა.

იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა აქციზური საქონლის სრული განადგურება ან სამუდამო დაკარგვა, სრულად ან ნაწილობრივ, მე-17 მუხლის შესაბამისად წარდგენილი გარანტია წყვეტს მოქმედებას, სრულად ან ნაწილობრივ, საჭიროების მიხედვით, დამაკმაყოფილებელი მტკიცებულების წარდგენის საფუძველზე.

10. კომისიამ დელეგირებული აქტები უნდა დაამტკიცოს 51-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც აწესებს ამ მუხლის მე-7 პუნქტში და 45(2) -ე მუხლში მითითებულ ნაწილობრივ დაკარგული საქონლის საერთო ზღვრულ მნიშვნელობებს, მათ შორის, საქონლის სახეობის, ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლების, გადაადგილებისას გარემოს ტემპერატურის, გადაადგილების მანძილის ან გადაადგილების დროს დახარჯული დროის გათვალისწინებით, სადაც დაკონკრეტებულია აქციზური საქონელი, ნაწილობრივ დაკარგული საქონლის შესაბამისი საერთო ზღვრული მნიშვნელობის პროცენტი საქონლის საერთო რაოდენობასთან მიმართებით და საქონლის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული სხვა სათანადო ასპექტები.

ნაწილობრივ დაკარგული საქონლის საერთო ზღვრული მნიშვნელობების არარსებობის შემთხვევაში, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გააგრძელონ ეროვნული სამართლის ნორმების გამოყენება.

 

მუხლი 7

აქციზის გადასახადის გადახდაზე პასუხისმგებელი პირი

1. აქციზის გადასახადის გადახდაზე პასუხისმგებელი პირია:

(a) აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმიდან აქციზური საქონლის მოხსნასთან მიმართებით, როგორც ეს მითითებულია მე-6(3) (a) მუხლში:

(i) საწყობის ავტორიზებული მმართველი, რეგისტრირებული ტვირთმიმღები ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც ხსნის აქციზურ საქონელს ან რომლის სახელითაც ხდება აქციზური საქონლის მოხსნა აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმიდან, ხოლო აქციზური საქონლის საწყობიდან უკანონო გასვლის შემთხვევაში, ამ გასვლაში ჩართული ნებისმიერი სხვა პირი;

(ii) აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმით აქციზური საქონლის გადაადგილებისას აღმოჩენილი დარღვევის შემთხვევაში, როგორც ეს განსაზღვრულია მე-9 (1), (2) (4) მუხლში: საწყობის ავტორიზებული მმართველი, რეგისტრირებული ტვირთგამგზავნი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელმაც გასცა გადახდის გარანტია მე-17 (1) (3) მუხლის შესაბამისად და ნებისმიერი პირი, რომელიც მონაწილეობდა უკანონო გასვლაში და რომელმაც იცოდა ან რომელსაც უნდა სცოდნოდა უკანონო გასვლის შესახებ;

(b) აქციზური საქონლის შენახვასთან ან დასაწყობებასთან დაკავშირებით, როგორც ეს მითითებულია მე-6(3) (b) მუხლში: პირი, რომელიც ინახავს ან ასაწყობებს აქციზურ საქონელს, ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც მონაწილეობს აქციზური საქონლის შენახვაში ან დასაწყობებაში, ან ამ პირების ნებისმიერი გაერთიანება სოლიდარული პასუხისმგებლობის პრინციპის შესაბამისად;

(c) აქციზური საქონლის წარმოებასთან, მათ შორის დამუშავებასთან დაკავშირებით, როგორც ეს მითითებულია მე-6(3) (c) მუხლში: აქციზური საქონლის მწარმოებელი პირი, ხოლო უკანონო წარმოების შემთხვევაში, მის წარმოებაში მონაწილე ნებისმიერი სხვა პირი;

(d) აქციზური საქონლის იმპორტირებასთან ან უკანონო შეტანასთან დაკავშირებით, როგორც ეს მითითებულია მე-6(3) d) მუხლში: დეკლარანტი, როგორც ეს განსაზღვრულია რეგულაციის (EU) N 952/2013 მე-5 (15) მუხლში. („დეკლარანტი“) ან ნებისმიერი სხვა პირი, როგორც ეს მითითებულია ამავე რეგულაციის 77(3)-ე მუხლში, ხოლო უკანონო შეტანის შემთხვევაში, ამ უკანონო შეტანაში მონაწილე ნებისმიერი სხვა პირი.

2. იმ შემთხვევაში, თუ ერთი და იგივე აქციზის გადახდაზე პასუხისმგებელია რამდენიმე პირი, ისინი სოლიდარულად აგებენ პასუხს ასეთ ვალზე.

 

მუხლი 8

დაბეგვრას დაქვემდებარების პირობები და გამოსაყენებელი აქციზის გადასახადის განაკვეთები

დაბეგვრას დაქვემდებარების პირობები და გამოსაყენებელი აქციზის გადასახადის განაკვეთი არის განაკვეთი, რომელიც მოქმედია იმ თარიღისთვის, როდესაც გადასახადი ხდება გადასახდელი იმ წევრ სახელმწიფოში, სადაც ხდება საქონლის მოხმარებაში გაშვება.

აქციზის გადასახადის დაწესება და აკრება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ანაზღაურება ან გადასახადისგან გათავისუფლება ხდება თითოეული წევრი სახელმწიფოს მიერ დადგენილი პროცედურის შესაბამისად. წევრმა სახელმწიფოებმა ადგილობრივი და სხვა წევრი სახელმწიფოების საქონლის მიმართ უნდა გამოიყენონ მსგავსი პროცედურები.

პირველი პუნქტიდან გამონაკლისის სახით, როდესაც აქციზის გადასახადის განაკვეთი იცვლება, მოხმარებაში უკვე გაშვებული სააქციზო საქონლის მარაგი, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება დაექვემდებაროს აქციზის გადასახადის გაზრდას ან შემცირებას.

 

მუხლი 9

აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმის ქვეშ მოქცეული აქციზური საქონლის გადაადგილებებისას წარმოშობილი დარღვევები

1. იმ შემთხვევაში, თუ აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმში მოქცეული საქონლის გადაადგილებისას მოხდა დარღვევა, რაც იწვევს საქონლის მოხმარებაში გაშვებას მე-6(3) (a) მუხლის შესაბამისად, მოხმარებაში გაშვება უნდა განხორციელდეს იმ წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც მოხდა დარღვევა.

2. იმ შემთხვევაში, თუ აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმით აქციზური საქონლის გადაადგილებისას გამოვლინდა დარღვევა, რაც იწვევს საქონლის მოხმარებაში გაშვებას მე-6(3) (a) მუხლის შესაბამისად და თუ შეუძლებელია იმის დადგენა, თუ სად მოხდა დარღვევა, ასეთი დარღვევის ადგილად ითვლება იმ წევრი სახელმწიფოს ტერიტორია, სადაც და როდესაც მოხდა დარღვევის აღმოჩენა.

3. 1-ელ და მე-2 პუნქტებში მითითებულ სიტუაციებში, იმ წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილმა ორგანოებმა, სადაც საქონელი გაეშვა მოხმარებაში ან ითვლება მოხმარებაში გაშვებულად, ამის შესახებ უნდა აცნობონ გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს.

4. იმ შემთხვევაში, თუ აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმით გადაადგილებული აქციზური საქონელი თავისი დანიშნულების ადგილზე არ მივიდა და ამ გადაადგილების დროს არ გამოვლინდა რაიმე დარღვევა, რომელიც იწვევს საქონლის მოხმარებაში გაშვებას მე-6(3) (a) მუხლის შესაბამისად, ჩაითვლება, რომ დარღვევა მოხდა გაგზავნის წევრ სახელმწიფოში იმ დროს, როდესაც დაიწყო საქონლის გადაადგილება, თუკი მე-19(1) მუხლის შესაბამისად გადაადგილების დაწყებიდან ოთხი თვის განმავლობაში გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების მოთხოვნის შესაბამისად არ იქნება წარდგენილი მტკიცებულება იმისა, რომ საქონლის გადაადგილება დასრულებულია მე-19(2) მუხლის შესაბამისად, ან მტიკებულება იმ ადგილისა, სადაც დარღვევას ჰქონდა ადგილი.

იმ შემთხვევაში, თუ იმ პირს, რომელმაც გასცა გადახდის გარანტია მე-17 მუხლის შესაბამისად, არ ან ვერ აცნობეს იმის შესახებ, რომ საქონელი არ მისულა თავისი დანიშნულების ადგილზე, გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების მიერ ამ ინფორმაციის გადაცემის თარიღიდან უნდა დაწესდეს ერთთვიანი ვადა, რათა ამ პირს მიეცეს შესაძლებლობა, წარმოადგინოს საქონლის გადაადგილების დასრულების მტკიცებულება მე-19(2) მუხლის შესაბამისად, ან იმ ადგილის მტკიცებულება, სადაც დარღვევას ჰქონდა ადგილი.

5. მე-2 და მე-4 პუნქტებში მითითებულ სიტუაციებში, თუ გადაადგილების დაწყების თარიღიდან სამი წლის ვადის გასვლამდე, მე-19(1) მუხლის შესაბამისად, დადგინდება, თუ რომელ წევრ სახელმწიფოში მოხდა ფაქტიური დარღვევა, გამოიყენება 1-ლი პუნქტი.

იმ წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანოებმა, სადაც დარღვევა მოხდა, უნდა აცნობონ იმ წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს, სადაც მოხდა აქციზის გადასახადის დაწესება, რომლებმაც უნდა მოახდინონ ანაზღაურება და გადასახადის გადახდისგან გათავისუფლება მას შემდეგ, რაც წარმოდგენილი იქნება მეორე წევრ სახელმწიფოში აქციზის გადასახადის დაწესების მტკიცებულება.

6. ამ მუხლის მიზნებისათვის, „დარღვევა“ ნიშნავს სიტუაციას, რომელსაც ადგილი აქვს აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმით აქციზური საქონლის გადაადგილებისას, გარდა მე-6 (5) (6) მუხლში მითითებული სიტუაციისა, რის გამოც აქციზური საქონლის გადაადგილება ან გადაადგილების რომელიმე ნაწილი არ დასრულებულა მე-19(2) მუხლის შესაბამისად.

 

ქვეთავი 2

კომპენსირება და რემისია

 

მუხლი 10

კომპენსირება და რემისია

37(4)-ე, 44(5)-ე და 46(3)-ე მუხლში მითითებული შემთხვევის, ასევე დირექტივებით 92/83/EEC, 92/84/EEC, 2003/96/EC და 2011/64/EU გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, იმ აქციზური საქონლის აქციზის გადასახადი, რომელიც გაშვებულია მოხმარებაში, დაინტერესებული პირის მოთხოვნით შეიძლება დაექვემდებაროს კომპენსირებას ან რემისიას იმ წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების მიერ, სადაც საქონელი გაშვებულია მოხმარებაში წევრი სახელმწიფოს მიერ დადგენილ სიტუაციებში და იმ პირობების შესაბამისად, რომლებიც წევრმა სახელმწიფომ უნდა დააწესოს გადასახადებისთვის ნებისმიერი შესაძლო თავის არიდების ან გადასახადების დაწესების უფლების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების მიზნით.

ასეთმა კომპენსირებამ ან რემისიამ არ შეიძლება გამოიწვიოს გადასახადისგან გათავისუფლების შემთხვევები, გარდა მე-11 მუხლით ან დირექტივებით 92/83/EEC, 92/84/EEC, 2003/96/EC ან 2011/64/EU გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

ქვეთავი 3

გადასახადისგან გათავისუფლება

 

მუხლი 11

აქციზის გადასახადის გადახდისგან გათავისუფლება

1. აქციზური საქონელი თავისუფლდება აქციზის გადასახადის გადახდისგან იმ შემთხვევაში, თუ ის განკუთვნილია შემდეგი გამოყენებისთვის:

(a) დიპლომატიური ან საკონსულო ურთიერთობების კონტექსტში;

(b) იმ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, რომლებიც ასეთად აღიარებულია მასპინძელი წევრი სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოების და ამ ორგანიზაციების წევრების მიერ, იმ საერთაშორისო კონვენციებით დადგენილ ფარგლებში და პირობებით, რომელთა საფუძველზეც იქმნება ეს ორგანიზაციები, ან შტაბებს შორის შეთანხმებების საფუძველზე;

(c) ნებისმიერი წევრი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მიერ, გარდა იმ წევრი სახელმწიფოსი, რომელშიც აქციზის გადასახადი ექვემდებარება გადახდას, ამ ძალების, მათი თანმხლები სამოქალაქო საშტატო პერსონალის მიერ გამოსაყენებლად, ან მათი ბუფეტების ან სასადილო ოთახების მომარაგებისთვის, როდესაც ეს ძალები მონაწილეობენ ისეთ სამხედრო-ეკონომიკურ საქმიანობაში, რომელიც სრულდება ევროკავშირის საქმიანობის მიზნების განსახორციელებლად უსაფრთხოებისა და თავდაცვის საერთო პოლიტიკის ფარგლებში;

(d) ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ხელშეკრულების მონაწილე ნებისმიერი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მიერ, გარდა იმ წევრი სახელმწიფოსი, რომელშიც აქციზის გადასახადი ექვემდებარება გადახდას, ამ ძალების, მათი თანმხლები სამოქალაქო საშტატო პერსონალის მიერ გამოსაყენებლად, ან მათი ბუფეტების ან სასადილო ოთახების მომარაგებისთვის;

(e) კვიპროსში დისლოცირებული გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების მიერ, კვიპროსის რესპუბლიკის შექმნის შესახებ 1960 წლის 16 აგვისტოს ხელშეკრულების შესაბამისად, ამ ძალების, მათი თანმხლები სამოქალაქო საშტატო პერსონალის მიერ გამოსაყენებლად ან მათი ბუფეტების ან სასადილო ოთახების მომარაგებისთვის;

(f) მოხმარებისთვის მესამე ქვეყნებთან ან საერთაშორისო ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში იმ პირობით, თუ ასეთი შეთანხმება დაშვებულია ან ამ შეთანხმებით ნებადართულია დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლება.

2. გადასახადისგან გათავისუფლება ექვემდებარება მასპინძელი წევრი სახელმწიფოს მიერ დადგენილ პირობებსა და შეზღუდვებს. წევრი სახელმწიფოების მიერ გადასახადებისგან გათავისუფლება შესაძლებელია განხორციელდეს აქციზის გადასახადის დაბრუნების ხარჯზე.

 

მუხლი 12

გადასახადისგან გათავისუფლების მოწმობა

1. აქციზურ საქონელს, რომელიც გადაადგილდება ერთი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიიდან მეორე წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმით და ექვემდებარება მე-11(1) მუხლში მითითებულ გათავისუფლებას, თან უნდა ახლდეს გადასახადისგან გათავისუფლების მოწმობა. გადასახადისგან გათავისუფლების მოწმობაში უნდა მიეთითოს მისაწოდებელი აქციზური საქონლის ტიპი და რაოდენობა, საქონლის ღირებულება, გადასახადისგან გათავისუფლებული ტვირთმიმღების ვინაობა და ის მასპინძელი წევრი სახელმწიფო, რომელიც გასცემს გადასახადისგან გათავისუფლების მოწმობას.

2. წევრ სახელმწიფოებს, 1-ელ პუნქტში მითითებული გადასახადისგან გათავისუფლების მოწმობა შეუძლიათ გამოიყენონ არაპირდაპირი დაბეგვრის სხვა მიმართულებებისთვისაც და იმის უზრუნველსაყოფად, რომ გადასახადისგან გათავისუფლების მოწმობა შეესაბამებოდეს იმ პირობებსა და შეზღუდვებს, რომლებიც მათ შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში გამოიყენება გადასახადისგან გათავისუფლების მისანიჭებლად.

3. კომისიამ უნდა მიიღოს ის განმახორციელებელი აქტები, რომლებითაც დგინდება გადასახადისგან გათავისუფლების მოწმობის ფორმა. ეს განმახორციელებელი აქტები მიღებული უნდა იქნეს 52(2)-ე მუხლში მითითებული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.

4. მე-20-27 მუხლებით დადგენილი პროცედურა არ ვრცელდება აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმით ისეთი აქციზური საქონლის გადაადგილებაზე, რომელიც განკუთვნილია მე-11(1)(d) მუხლში მითითებული შეიარაღებული ძალებისთვის, თუ მათზე ვრცელდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელშეკრულებით პირდაპირ განსაზღვრული პროცედურა.

თუმცა, წევრ სახელმწიფოებს უფლება აქვთ დაადგინონ, რომ მე-20-27 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურა გამოყენებული იქნეს იმ გადაადგილებების მიმართ, რომლებიც ხდება მათი ტერიტორიის შიგნით, ან, შესაბამის წევრ სახელმწიფოებს შორის შეთანხმების საფუძველზე, მათ ტერიტორიებს შორის.

 

მუხლი 13

იმ მგზავრების აქციზის გადასახადისგან გათავისუფლება, რომლებიც მიემგზავრებიან მესამე ქვეყნებისკენ ან მესამე ქვეყნების ტერიტორიებისკენ

1. წევრ სახელმწიფოებს უფლება აქვთ, აქციზის გადასახადის გადახდისგან გაათავისუფლონ უბაჟო ვაჭრობის მაღაზიების მიერ მიწოდებული ის აქციზური საქონელი, რომელთა გადატანა ხდება მგზავრების პირადი ბარგით მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე ან მესამე ქვეყანაში, საჰაერო ხომალდით ან ზღვით მგზავრობისას.

2. საქონელი, რომელიც მიეწოდება საჰაერო ხომალდზე ან გემზე მესამე ქვეყნის ტერიტორიისკენ ან მესამე ქვეყნისკენ საჰაერო ხომალდით ან ზღვით მგზავრობისას განიხილება, როგორც უბაჟო ვაჭრობის მაღაზიების მიერ მიწოდებული საქონელი.

3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ის ზომები, რომლებიც აუცილებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ 1-ლი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული გადასახადისგან გათავისუფლება განხორციელდეს ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული გადასახადისთვის ნებისმიერი შესაძლო თავის არიდება, მისი თავიდან აცილება ან დაბეგვრის უფლების ბოროტად გამოყენება.

4. წინამდებარე მუხლის მიზნებისათვის, გამოიყენება შემდეგი განმარტებები:

(a) „უბაჟო ვაჭრობის მაღაზია“ ნიშნავს ნებისმიერ დაწესებულებას, რომელიც მდებარეობს იმ აეროპორტში ან პორტში, რომელიც აკმაყოფილებს წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოების მიერ დადგენილ, ხოლო კერძოდ, მე-3 პუნქტში გათვალისწინებულ პირობებს;

(b) „მესამე ქვეყნის ტერიტორიისკენ ან მესამე ქვეყნისკენ მიმავალი მგზავრი“ ნიშნავს ნებისმიერ მგზავრს, რომელსაც აქვს სატრანსპორტო დოკუმენტი საჰაერო ან საზღვაო მგზავრობისთვის, რომელშიც აღნიშნულია, რომ საბოლოო დანიშნულების ადგილი არის მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე ან მესამე ქვეყანაში მდებარე აეროპორტი ან პორტი.

 

თავი III

წარმოება, დამუშავება, შენახვა და დასაწყობება

 

მუხლი 14

ზოგადი დებულება

1. თითოეული წევრი სახელმწიფო განსაზღვრავს საკუთარ წესებს აქციზური საქონლის წარმოებასთან, დამუშავებასთან, შენახვასთან და დასაწყობებასთან დაკავშირებით, წინამდებარე დირექტივის შესაბამისად.

2. აქციზური საქონლის წარმოება, დამუშავება, შენახვა და დასაწყობება იმ შემთხვევაში, თუ აქციზის გადასახადი არ არის გადახდილი, უნდა განხორციელდეს აქციზური საქონლის საწყობში.

 

მუხლი 15

საწყობის ავტორიზებული მმართველის ავტორიზაციის პირობები

1. საწყობის ავტორიზებული მმართველის მიერ აქციზური საქონლის საწყობის გახსნა და მისი ამუშავება ექვემდებარება იმ წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების მიერ ავტორიზაციას, სადაც მდებარეობს აღნიშნული აქციზური საქონლის საწყობი.

ასეთი ავტორიზაცია ექვემდებარება იმ პირობებს, რომელთა დადგენის უფლებამოსილებაც აქვთ უფლებამოსილ ორგანოებს გადასახადების ნებისმიერი შესაძლო თავის არიდების ან დაბეგვრის უფლების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების მიზნებისთვის.

2. საწყობის ავტორიზებულ მმართველს მოეთხოვება შემდეგი:

(a) აუცილებლობის შემთხვევაში, გარანტიის უზრუნველყოფა აქციზური საქონლის წარმოებასთან, დამუშავებასთან, შენახვასთან და დასაწყობებასთან დაკავშირებული რისკისგან დასაცავად;

(b) იმ წევრი სახელმწიფოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შესრულება, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს აქციზური საქონლის საწყობი;

(c) აქციზური საქონლის თითოეული საწყობისთვის აქციზური საქონლის მარაგისა და გადაადგილებების შესახებ ანგარიშის წარმოება;

(d) გადაადგილების დასასრულს, მისი აქციზური საქონლის საწყობში და მის ანგარიშებში ყველა იმ აქციზური საქონლის შეტანა, რომელიც გადაადგილდება აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამოიყენება მე-16(4) მუხლი.

(e) თანხმობა ყველა მონიტორინგსა და მარაგის შემოწმებაზე.

პირველი ქვეპარაგრაფის (a) ქვეპუნქტში მითითებული გარანტიის პირობები დგინდება იმ წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების მიერ, რომელშიც განხორციელდა აქციზური საქონლის საწყობის ავტორიზაცია.

 

თავი IV

აქციზური საქონლის გადაადგილდება აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმით

 

ქვეთავი 1

ზოგადი დებულებები

 

მუხლი 16

გაგზავნის ადგილსა და გადაადგილების დანიშნულების ადგილთან დაკავშირებული ზოგადი დებულებები

1. აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმით აქციზური საქონელი შეიძ₾ლება გადაადგილდეს ევროკავშირის ტერიტორიაზე შემდეგ ადგილებს შორის (მათ შორის, მესამე ქვეყნის ან მესამე ქვეყნის ტერიტორიის გავლით):

(a) აქციზური საქონლის საწყობიდან;

(i) სხვა აქციზური საქონლის საწყობამდე;

(ii) რეგისტრირებულ ტვირთმიმღებამდე;

(iii) იმ ადგილამდე, სადაც აქციზური საქონელი ტოვებს ევროკავშირის ტერიტორიას, როგორც ეს მითითებულია 25(1)-ე მუხლში;

(iv) მე-11(1) მუხლში მითითებულ ტვირთმიმღებამდე იმ შემთხვევაში, თუ საქონელი იგზავნება სხვა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიიდან;

(v) საბაჟო გამშვებ პუნქტამდე იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია განმახორციელებელი რეგულაციის (EU) 2015/2447 329(5)-ე მუხლით, რომელიც ამავე დროს არის გასვლის საბაჟო გამშვები პუნქტი გარე ტრანზიტის პროცედურისთვის იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია დელეგირებული რეგულაციის (EU) 2015/2446 189(4)-ე მუხლით;

(b) იმპორტირების ადგილიდან (a) პუნქტში მითითებულ დანიშნულების ერთ-ერთ ადგილამდე იმ შემთხვევაში, თუ საქონელს აგზავნის რეგისტრირებული ტვირთგამგზავნი.

ამ მუხლის მიზნებისათვის, „იმპორტირების ადგილი“ ნიშნავს ადგილს, სადაც ხდება საქონლის გაშვება თავისუფალ მიმოქცევაში რეგულაციის (EU) N 952/2013 201-ე მუხლის შესაბამისად.

2. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იმპორტირება ხდება აქციზური საქონლის საწყობის შიგნით, აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმით აქციზური საქონლის გადაადგილება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იმპორტირების წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოებისთვის, დეკლარანტის ან ნებისმიერი პირის მიერ, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად მონაწილეობს საბაჟო ფორმალობების შესრულებაში რეგულაციის (EU) N 952/2013 მე-15 მუხლის შესაბამისად, უზრუნველყოფილია შემდეგი:

(a) აქციზის უნიკალური ნომერი, საბჭოს რეგულაციის (EU) N 389/2012 ([15]) მე-19(2) (a) მუხლის შესაბამისად, რომელიც ახდენს გადაადგილებისთვის რეგისტრირებული ტვირთგამგზავნის იდენტიფიცირებას;

(b) რეგულაციის (EU) N 389/2012 მე-19(2) (a) მუხლის მიხედვით აქციზის უნიკალური ნომერი, რომელიც ახდენს იმ ტვირთმიმღების იდენტიფიცირებას, ვისაც ეგზავნება საქონელი;

(c) საჭიროების შემთხვევაში, იმის მტკიცებულება, რომ იმპორტირებული საქონელი განკუთვნილია იმპორტირების წევრი სახელმწიფოს ტერიტორიიდან სხვა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე გასაგზავნად.

3. წევრ სახელმწიფოებს უფლება აქვთ დაადგინონ, რომ მე-2 პუნქტის (c) ქვეპუნქტში მითითებული მტკიცებულება უფლებამოსილ ორგანოებს მიეცეს მხოლოდ მოთხოვნის შემთხვევაში.

4. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის (a) ქვეპუნქტის (i) და (ii) ქვე-ქვეპუნქტებიდან და (b) ქვეპუნქტიდან გამონაკლისის სახით, დანიშნულების წევრ სახელმწიფოს შეუძლია, მის მიერ დადგენილი პირობებით, აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმით აქციზური საქონლის გადაადგილება დაუშვას მის ტერიტორიაზე მდებარე პირდაპირი მიწოდების ადგილზე იმ შემთხვევაში, თუ ეს ადგილი გამოყოფილია საწყობის ავტორიზებული მმართველის მიერ დანიშნულების წევრ სახელმწიფოში, ან რეგისტრირებული ტვირთმიმღების მიერ, გარდა იმ რეგისტრირებული ტვირთმიმღებისა, რომელსაც გააჩნია შეზღუდული ავტორიზაცია მე-18(3) მუხლის შესაბამისად.

საწყობის ავტორიზებული მმართველი ან რეგისტრირებული ტვირთმიმღები პასუხისმგებელია 24(1)-ე მუხლში მითითებული მიღების აქტის წარდგენაზე.

5. პუნქტები 1, 2 და 4 ასევე გამოიყენება იმ აქციზური საქონლის ნულოვანი განაკვეთით გადაადგილებების მიმართ, რომელიც არ იქნა მოხმარებაში გაშვებული.

 

მუხლი 17

გარანტია

1. გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანოებმა, მათ მიერ დადგენილი პირობებით, უნდა მოითხოვონ, რომ აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმის ქვეშ გადაადგილებისთვის დამახასიათებელი რისკები დაზღვეულ იქნეს გაგზავნის სახელმწიფოს საწყობის ავტორიზებული მმართველის ან რეგისტრირებული ტვირთგამგზავნის მიერ უზრუნველყოფილი გარანტიით.

2. გარანტია არ მოითხოვება ენერგო პროდუქტების ფიქსირებული მილსადენით გადაადგილებებისთვის, გარდა სათანადოდ დასაბუთებული გარემოებებისა.

3. 1-ლი პუნქტიდან გამონაკლისის სახით, გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს, მათ მიერ დადგენილი პირობებით, შეუძლიათ დაუშვან 1-ელ პუნქტში მითითებული გარანტიის უზრუნველყოფა გადამზიდის ან გადამტანის, აქციზური საქონლის მფლობელის, ტვირთმიმღების ან ერთობლივად ორი ან მეტი პირის და 1-ელ პუნქტში მითითებული პირების მიერ.

4. გარანტია ძალაშია მთელს ევროკავშირში.

5. გაგზავნის წევრ სახელმწიფოს შეუძლია უარი თქვას აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმით აქციზური საქონლის ქვემოთ მოცემული გადაადგილების შესახებ გარანტიის უზრუნველყოფის ვალდებულებაზე:

(a) გადაადგილებები, რომლებსაც მთლიანად ადგილი ჰქონდა მის ტერიტორიაზე;

(b) დანარჩენი წევრი სახელმწიფოების თანხმობით, ევროკავშირის ტერიტორიაზე ენერგო პროდუქტების ზღვით გადაადგილებები.

6. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაადგინონ დეტალური წესები, რომლებიც ვრცელდება გარანტიის უზრუნველყოფასა და მის მოქმედებაზე.

 

მუხლი 18

რეგისტრირებული ტვირთმიმღები

1. რეგისტრირებულ ტვირთმიმღებს შეუძლია არ აწარმოოს, დაამუშავოს, შეინახოს ან დაასაწყობოს აქციზური საქონელი აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმით.

2. რეგისტრირებულმა ტვირთმიმღებმა უნდა შეასრულოს შემდეგი მოთხოვნები:

(a) აქციზური საქონლის გაგზავნამდე, გასცეს აქციზის გადასახადის გადახდის გარანტია დანიშნულების წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების მიერ დადგენილი პირობებით;

(b) გადაადგილების დასასრულს თავის ანგარიშებში შეიტანოს აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმით მიღებული აქციზური საქონელი;

(c) დაეთანხმოს ნებისმიერ იმ შემოწმებას, რომელიც დანიშნულების წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს საშუალებას მისცემს დარწმუნდნენ, რომ საქონელი ფაქტიურად იქნა მიღებული.

3. რეგისტრირებული ტვირთმიმღებისთვის, რომელიც იშვიათად იღებს აქციზურ საქონელს, მე-3 მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული ავტორიზაცია უნდა შემოიფარგლებოდეს აქციზური საქონლის განსაზღვრული რაოდენობით, ერთი ტვირთგამგზავნით და განსაზღვრული ვადით. წევრი სახელმწიფოები შესაძლებელია შემოიფარგლონ მხოლოდ ერთ გადაადგილებასთან დაკავშირებული ავტორიზაციით.

 

 

მუხლი 19

აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმით აქციზური საქონლის გადაადგილების დასაწყისი და დასასრული

1. აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმით აქციზური საქონლის გადაადგილება იწყება:

(a) მე-16(1) (a) მუხლში მითითებულ შემთხვევებში, როდესაც აქციზური საქონელი ტოვებს გაგზავნის ტერიტორიის აქციზური საქონლის საწყობს;

(b) მე-16(1) (b) მუხლში მითითებულ შემთხვევებში, საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას, რეგულაციის (EU) N 952/2013 201-ე მუხლის შესაბამისად.

2. აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმით აქციზური საქონლის გადაადგილება მთავრდება:

(a) მე-16(1) (a)(i), (ii) (iv) მუხლში და მე-16(1) (b) მუხლში მითითებულ შემთხვევებში, როდესაც ტვირთმიმღები მიიღებს აქციზურ საქონელს;

(b) მე-16(1) (a)(iii) მუხლში მითითებულ შემთხვევებში, როდესაც საქონელი დატოვებს ევროკავშირის ტერიტორიას;

(c) მე-16(1) (a)(v) მუხლში მითითებულ შემთხვევებში, როდესაც საქონელი ექცევა გარე ტრანზიტის პროცედურაში.

 

ქვეთავი 2

აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმით გადაადგილებების დროს შესასრულებელი პროცედურა

 

მუხლი 20

ელექტრონული ადმინისტრაციული დოკუმენტი

1. აქციზის გადასახადის დროებით შეჩერების რეჟიმით გადაადგილებულად აქციზური საქონელი ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი გადაადგილდება მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად დამუშავებული ელექტრონული ადმინისტრაციული დოკუმენტის საფუძველზე.

2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის მიზნებისათვის, ტვირთგამგზავნი ელექტრონული ადმინისტრაციული დოკუმენტის წინასწარ ვერსიას უგზავნის გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს გადაწყვეტილების (EU) 2020/263 1-ელ მუხლში მითითებული კომპიუტერიზებული სისტემის („კომპიუტერიზებული სისტემა") გამოყენებით.

3. გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოები ახდენენ ელექტრონული ადმინისტრაციული დოკუმენტის წინასწარ ვერსიაში მოცემული მონაცემების ელექტრონულ ვერიფიკაციას.

იმ შემთხვევაში, თუ ეს მონაცემები არ არის სწორი, ისინი დაუყოვნებლივ აცნობებენ ამის შესახებ ტვირთგამგზავნს.

იმ შემთხვევაში, თუ ეს მონაცემები სწორია, გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოები დოკუმენტს ანიჭებენ უნიკალურ ადმინისტრაციულ საცნობარო კოდს და აცნობებენ მას ტვირთგამგზავნს.

4. მე-16(1) (a)(i), (ii) (iv), მე-16(1) (b) და მე-16(4) მუხლებში მითითებულ შემთხვევებში, უფლებამოსილი ორგანოები ელექტრონულ ადმინისტრაციულ დოკუმენტს დაუყოვნებლივ უგზავნიან დანიშნულების წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს, რომლებიც მას გადაუგზავნიან ტვირთმიმღებს იმ შემთხვევაში, თუ ეს ტვირთმიმღები არის საწყობის ავტორიზებული მმართველი ან რეგისტრირებული ტვირთმიმღები.

იმ შემთხვევაში, თუ აქციზური საქონელი განკუთვნილია გაგზავნის წევრ სახელმწიფოში საწყობის ავტორიზებული მმართველისთვის, ამ წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანოებმა ელექტრონული ადმინისტრაციული დოკუმენტი პირდაპირ უნდა გაუგზავნონ საწყობის ავტორიზებულ მმართველს.

5. ტვირთგამგზავნი, აქციზური საქონლის თანმხლებ პირს, ან საქონლის თანმხლები პირის არარსებობის შემთხვევაში, გადამზიდავს ან გადამტანს გადასცემს უნიკალურ ადმინისტრაციულ საცნობარო კოდს. აქციზური საქონლის თანმხლები პირი, გადამზიდავი ან გადამტანი ვალდებულია ეს კოდი გადასცეს უფლებამოსილ ორგანოებს მათი მოთხოვნის საფუძველზე, აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმით საქონლის გადაადგილების მთელ პერიოდში. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილ ორგანოებს შეუძლიათ მოითხოვონ ელექტრონული ადმინისტრაციული დოკუმენტის ან ნებისმიერი სხვა კომერციული დოკუმენტის ამობეჭდილი ასლი.

6. ტვირთგამგზავნს შეუძლია გააუქმოს ელექტრონული ადმინისტრაციული დოკუმენტი კომპიუტერიზებული სისტემის გამოყენებით მანამ, სანამ გადაადგილება არ დაიწყება მე-19(1) მუხლის შესაბამისად.

7. აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმით გადაადგილებისას, ტვირთგამგზავნს შეუძლია, კომპიუტერიზებული სისტემის გამოყენებით, შეცვალოს აქციზური საქონლის დანიშნულების ადგილი ან აქციზური საქონლის მიმღები, მე-16(1) (a)(i), (ii), (iii) (v) მუხლში, ან საჭიროების შემთხვევაში, მე-16(4) მუხლში მითითებული ერთ-ერთი დანიშნულების ადგილით. ამ მიზნით ტვირთგამგზავნმა, კომპიუტერიზებული სისტემის გამოყენებით, გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს უნდა გაუგზავნოს დანიშნულების ადგილის ცვლილების შესახებ წინასწარი ელექტრონული დოკუმენტი.

 

მუხლი 21

ელექტრონული ადმინისტრაციული დოკუმენტის დამუშავება ექსპორტის პროცესში მყოფი საქონლისთვის

1. მე-16(1) (a)(iii) (v) მუხლში მითითებულ შემთხვევებში, გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოები ელექტრონულ ადმინისტრაციულ დოკუმენტს უგზავნიან იმ წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს, სადაც ხდება ექსპორტის დეკლარაციის შეტანა, განმახორციელებელი რეგულაციის (EU) 2015/2447 221(2)-ე მუხლის („ექსპორტიორი წევრი სახელმწიფო“) შესაბამისად, თუ ეს წევრი სახელმწიფო განსხვავდება გაგზავნის წევრი სახელმწიფოსგან.

2. დეკლარანტი, ექსპორტიორი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს, აწვდის უნიკალურ ადმინისტრაციულ საცნობარო კოდს, სადაც მითითებულია ექსპორტის დეკლარაციაში მითითებული აქციზური საქონელი.

3. საქონლის ექსპორტზე გაშვებამდე, ექსპორტიორი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოები ამოწმებენ, ელექტრონული ადმინისტრაციული დოკუმენტის მონაცემები შეესაბამება თუ არა ექსპორტის დეკლარაციაში შეტანილ მონაცემებს.

4. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს რაიმე შეუსაბამობა ელექტრონულ ადმინისტრაციულ დოკუმენტსა და ექსპორტის დეკლარაციას შორის, ექსპორტიორი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოები ამის შესახებ აცნობებენ გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს კომპიუტერიზებული სისტემის გამოყენებით.

5. იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანა აღარ ხდება, ექსპორტიორი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოები გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს დაუყოვნებლივ აცნობებენ ამის შესახებ კომპიუტერიზებული სისტემის გამოყენებით მას შემდეგ, რაც მათთვის ცნობილი გახდება, რომ საქონელი აღარ იქნება გატანილი ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან. გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოები შეტყობინებას დაუყოვნებლივ უგზავნიან ტვირთმიმღებს. შეტყობინების მიღებისას, ტვირთგამგზავნი აუქმებს ელექტრონულ ადმინისტრაციულ დოკუმენტს, როგორც ეს გათვალისწინებულია 20(6)-ე მუხლით, ან ცვლის საქონლის დანიშნულების ადგილს, როგორც ეს გათვალისწინებულია 20(7)-ე მუხლით, გარემოებებიდან გამომდინარე.

 

მუხლი 22

სპეციალური ღონისძიებები ენერგო პროდუქტების გადაადგილებისთვის

1. აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმით ენერგო პროდუქტების საზღვაო ან შიდასაწყლოსნო ტრანსპორტით გადაადგილებისას იმ ტვირთმიმღების მისამართით, რომელიც არ არის დაზუსტებული იმ დროისთვის, როდესაც ტვირთგამგზავნმა წარადგინა მე-20(2) მუხლში მითითებულ წინასწარი ელექტრონული ადმინისტრაციული დოკუმენტი, გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს შეუძლიათ უფლება მისცენ ტვირთგამგზავნს, აღნიშნულ დოკუმენტში არ შეიტანოს ტვირთმიმღების შესახებ მონაცემები.

2. როგორც კი ტვირთმიმღებთან დაკავშირებული მონაცემები ცნობილი გახდება, მაგრამ ყველაზე გვიან, გადაადგილების დასრულებისას, ტვირთგამგზავნი, 20(7)-ე მუხლში მითითებული პროცედურის გამოყენებით, ამ მონაცემებს უგზავნის გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს.

3. ეს მუხლი არ გამოიყენება იმ გადაადგილებების მიმართ, რომლებიც მითითებულია მე-16(1) (a)(iii) (v) მუხლში.

 

მუხლი 23

საქონლის პარტიების გაყოფა

1. გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს შეუძლიათ ამავე წევრი სახელმწიფოს მიერ დადგენილი პირობებით დაუშვან, რომ ტვირთგამგზავნმა აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმით გადაადგილება გაყოს ორ ან მეტ გადაადგილებად იმ პირობით, თუ შესრულდება შემდეგი პირობები:

(a) აქციზური საქონლის საერთო რაოდენობა არ შეიცვლება;

(b) გაყოფა განხორციელდება იმ წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც დაიშვება ეს პროცედურა;

(c) ამ წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოებისთვის ცნობილი გახდება იმ ადგილის შესახებ, სადაც ხორციელდება გაყოფა.

2. წევრი სახელმწიფოები კომისიას აცნობებენ, უშვებენ თუ არა ისინი გადაადგილებების გაყოფას მათ ტერიტორიაზე და რა პირობებით ხორციელდება ეს პროცედურა. კომისია ამ ინფორმაციას გადასცემს დანარჩენ წევრ სახელმწიფოებს.

 

მუხლი 24

ფორმალობები დანიშნულების ადგილზე

1. აქციზური საქონლის მე-16(1) (a)(i), (ii) (iv) პუნქტებში, ან მე-16(4) მუხლებში მითითებულ რომელიმე დანიშნულების ადგილზე მიღებისას, ტვირთმიმღები, დაუყოვნებლივ და გადაადგილების დასრულებიდან არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა (გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც სათანადოდ არის დასაბუთებული უფლებამოსილი ორგანოებისთვის მისაღები ფორმით), დანიშნულების წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს, კომპიუტერიზებული სისტემის გამოყენებით, წარუდგენს აქციზური საქონლის მიღების აქტს.

2. დანიშნულების წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოები განსაზღვრავენ მე-11 (1) მუხლში მითითებული ტვირთმიმღებების მიერ მიღების აქტის წარდგენის პროცედურებს.

3. დანიშნულების წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოები ახდენენ მიღების აქტში მოცემული მონაცემების ელექტრონულ ვერიფიკაციას.

იმ შემთხვევაში, თუ ეს მონაცემები არ არის სწორი, ისინი დაუყოვნებლივ აცნობებენ ამის შესახებ ტვირთმიმღებს.

იმ შემთხვევაში, თუ ეს მონაცემები სწორია, დანიშნულების წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოები ტვირთმიმღებს უგზავნიან მიღების აქტის რეგისტრაციის დასტურს, რომელიც ეგზავნება წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს.

4. გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოები ტვირთგამგზავნს უგზავნიან მიღების აქტს. იმ შემთხვევაში, თუ გაგზავნის და დანიშნულების ადგილები მდებარეობს ერთსა და იმავე წევრ სახელმწიფოში, ამ წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოები მიღების აქტს პირდაპირ უგზავნის ტვირთგამგზავნს.

 

მუხლი 25

ფორმალობები ექსპორტის პროცესში მყოფი საქონლის გადაადგილების დასრულებისას

1. წინამდებარე დირექტივის მე-16(1) (a)(iii), ხოლო საჭიროების შემთხვევაში, მე-16(1) (b) მუხლებში მითითებულ შემთხვევებში, ექსპორტიორი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოები ადგენენ ექსპორტის ოქმს საბაჟო გამშვები პუნქტისგან მიღებული საქონლის გასვლის შესახებ ინფორმაციის საფუძველზე, განმახორციელებელი რეგულაციის (EU) 2015/2447 329-ე მუხლის საფუძველზე, ან აღნიშნული ოქმს, კომპიუტერიზებული სისტემის გამოყენებით, ადგენს ის სამსახური, სადაც ხორციელდება საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გასვლასთან დაკავშირებული ფორმალობები, როგორც ეს მითითებულია წინამდებარე დირექტივის მე-2(2) მუხლში, რაც ადასტურებს, რომ აქციზურმა საქონელმა დატოვა ევროკავშირის ტერიტორია.

2. მე-16(1) (a)(v) მუხლში მითითებულ შემთხვევებში, ექსპორტის აქტი დგება ექსპორტის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების მიერ იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მათ მიიღეს საბაჟო გამშვები პუნქტისგან განმახორციელებელი რეგულაციის (EU) 2015/2447 329(5)-ე მუხლის შესაბამისად.

3. ექსპორტიორი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოები ახორციელებენ იმ მონაცემების ელექტრონულ ვერიფიკაციას, რომელთა საფუძველზე უნდა შედგეს ექსპორტის აქტი 1-ლი და მე-2 აბზაცების შესაბამისად. ამ მონაცემების ვერიფიკაციის დასრულებისთანავე და იმ შემთხვევაში, თუ გაგზავნის წევრი სახელმწიფო განსხვავდება ექსპორტის წევრი სახელმწიფოსგან, ექსპორტის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოები წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს უგზავნიან ექსპორტის ოქმს.

გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოები ექსპორტის ოქმს უგზავნიან ტვირთგამგზავნს.

 

მუხლი 26

კომპიუტერიზებული სისტემის არარსებობა

1. მე-20(1) მუხლიდან გამონაკლისის სახით, გაგზავნის წევრ სახელმწიფოში კომპიუტერიზებული სისტემის არარსებობის შემთხვევაში ტვირთგამგზავნს შეუძლია დაიწყოს აქციზური საქონლის გადაადგილება აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმით იმ პირობით, თუ:

(a) საქონელს ახლავს სარეზერვო პროცედურის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს იგივე მონაცემებს, რომლებსაც მე-20(2) მუხლში მითითებული წინასწარი ელექტრონული ადმინისტრაციული დოკუმენტი;

(b) ტვირთმიმღები აცნობებს გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს გადაადგილების დაწყებამდე.

გადაადგილების დაწყებამდე, გაგზავნის წევრმა სახელმწიფომ ტვირთგამგზავნს ასევე შეიძლება მოსთხოვოს 1-ლი ქვეპარაგრაფის (a) ქვეპუნქტში მითითებული დოკუმენტის ასლი, ამ ასლში შესული მონაცემების გაგზავნის წევრი სახელმწიფოს მიერ ვერიფიკაცია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ტვირთგამგზავნი პასუხისმგებელია კომპიუტერიზებული სისტემის არარსებობაზე, შესაბამისი ინფორმაცია არარსებობის მიზეზების შესახებ.

2. კომპიუტერიზებული სისტემის აღდგენისთანავე, ტვირთგამგზავნმა უნდა წარადგინოს წინასწარი ელექტრონული ადმინისტრაციული დოკუმენტი მე-20(2) მუხლის შესაბამისად.

მე-20(3) მუხლის შესაბამისად წინასწარ ელექტრონულ ადმინისტრაციულ დოკუმენტში არსებული მონაცემების გადამოწმებისთანავე თუ აღმოჩნდა, რომ მონაცემები სწორია, ამ დოკუმენტმა უნდა ჩაანაცვლოს ამ მუხლის 1-ლი პუნქტის პირველი ქვეპარაგრაფის (a) პუნქტში მითითებული სარეზერვო პროცედურის დამადასტურებელი დოკუმენტი. მე-20(4) მუხლი, 21(1)-ე მუხლი და 24-ე და 25-ე მუხლები გამოიყენება შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით.

3. 1-ლი პუნქტის პირველი ქვეპარაგრაფის (a) პუნქტში მითითებული სარეზერვო პროცედურის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი უნდა შეინახოს ტვირთგამგზავნმა თავის ჩანაწერებში.

4. იმ შემთხვევაში, თუ გაგზავნის წევრ სახელმწიფოში კომპიუტერიზებული სისტემა არ ფუნქციონირებს, ტვირთგამგზავნს შეუძლია შეცვალოს საქონლის დანიშნულების ადგილი, როგორც ეს მითითებულია მე-20(7) მუხლში, ან გაყოს ენერგო პროდუქტების გადაადგილება, როგორც ეს მითითებულია 23-ე მუხლში და ეს ინფორმაცია მიაწოდოს გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს კომუნიკაციის ალტერნატიული საშუალებების გამოყენებით. ამ მიზნით, ტვირთგამგზავნმა გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს უნდა აცნობოს დანიშნულების ადგილის შეცვლამდე ან გადაადგილების გაყოფის დაწყებამდე. მე-2 და მე-3 პუნქტები გამოიყენება შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით.

5. იმ შემთხვევაში, თუ გაგზავნის წევრ სახელმწიფოში კომპიუტერიზებული სისტემა არ ფუნქციონირებს მე-16(1) (a)(iii) (v) მუხლში მითითებულ შემთხვევებში, ტვირთგამგზავნმა დეკლარანტს უნდა მიაწოდოს 1-ლი პუნქტის პირველი ქვეპარაგრაფის (a) პუნქტში მითითებული სარეზერვო პროცედურის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

დეკლარანტმა ექსპორტის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს უნდა მიაწოდოს ამ სარეზერვო პროცედურის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რომლის შინაარსი შეესაბამება ექსპორტის დეკლარაციაში დეკლარირებულ აქციზურ საქონელს, ან სარეზერვო პროცედურის დამადასტურებელი დოკუმენტის უნიკალური იდენტიფიკატორი.

 

მუხლი 27

სარეზერვო პროცედურის დამადასტურებელი დოკუმენტები დანიშნულების ადგილზე ან ექსპორტის შემთხვევაში

1. თუ მე-16(1) (a)(i), (II) (iv), მე- 16(1) (b) და მე-16(4) მუხლებში მითითებულ შემთხვევებში, 24(1)-ე მუხლით გათვალისწინებული მიღების აქტში ვერ იქნება წარდგენილი აქციზური საქონლის გადაადგილების დასრულების მომენტში, ამ მუხლით გათვალისწინებულ ვადაში დანიშნულების წევრ სახელმწიფოში კომპიუტერიზებული სისტემის არარსებობის გამო, ან იმის გამო, რომ 26(1)-ე მუხლში მითითებულ სიტუაციაში, 26(2)-ე მუხლში მითითებული პროცედურები ჯერ არ განხორციელებულა, ტვირთმიმღებმა დანიშნულების წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს, გარდა სათანადოდ დასაბუთებული შემთხვევებისა, უნდა წარუდგინოს სარეზერვო პროცედურის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს იგივე მონაცემებს, რასაც შეიცავს მიღების აქტი და რომელშიც აღნიშნულია, რომ გადაადგილება დასრულებულია.

გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტვირთმიმღებს შეუძლია მიღების აქტის დაუყოვნებლივ გაგზავნა კომპიუტერიზებული სისტემის მეშვეობით, როგორც ეს გათვალისწინებულია 24(1)-ე მუხლით, ან სათანადოდ დასაბუთებული შემთხვევების გარდა, დანიშნულების წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანოებმა გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს უნდა გაუგზავნონ პირველ ქვეპარაგრაფში მითითებული სარეზერვო პროცედურის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რომლებმაც ის უნდა მიაწოდონ ტვირთგამგზავნს ან შეინახონ ტვირთგამგზავნისთვის. დანიშნულების წევრ სახელმწიფოში კომპიუტერიზებული სისტემის აღდგენისთანავე ან როცა განხორციელდება 26(2)-ე მუხლში მითითებული პროცედურები, ტვირთმიმღებმა მიღების აქტი უნდა წარადგინოს 24(1)-ე მუხლის შესაბამისად. 24-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები გამოიყენება შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით.

2. როდესაც, მე-16(1) (a)(iii) (v) მუხლში მითითებულ შემთხვევაში, 25-ე მუხლის (1) და (2) პუნქტებით გათვალისწინებული ექსპორტის აქტი ან შეტყობინება იმის შესახებ, რომ საქონელს აღარ გაიტანენ ევროკავშირის ტერიტორიიდან, რაც გათვალისწინებულია 21(5)-ე მუხლით, ვერ შედგება აქციზური საქონლის გადაადგილების დასრულებისას ექსპორტის წევრ სახელმწიფოში კომპიუტერიზებული სისტემის არარსებობის გამო, ან იმის გამო, რომ 26(1)-ე მუხლში მითითებულ სიტუაციაში, 26(2)-ე მუხლში მითითებული პროცედურები ჯერ არ განხორციელებულა, ექსპორტის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანოებმა გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს უნდა გაუგზავნონ დოკუმენტი, რომელიც შეიცავს იგივე მონაცემებს, რომელსაც შეიცავს ექსპორტის აქტი ან შეტყობინება და რომელიც ადასტურებს, რომ გადაადგილება დასრულებულია ან რომ საქონელს არ გაიტანენ ევროკავშირის ტერიტორიიდან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ექსპორტის აქტი ან შეტყობინება შეიძლება შედგეს დაუყონებლივ, კომპიუტერიზებული სისტემის მეშვეობით, ან სათანადოდ დასაბუთებულ შემთხვევებში.

გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანოებმა პირველ ქვეპარაგრაფში მითითებული დოკუმენტის ასლი უნდა მიაწოდონ ტვირთგამგზავნს ან შეინახონ ტვირთმიმღებისთვის.

ექსპორტის წევრ სახელმწიფოში კომპიუტერიზებული სისტემის აღდგენისთანავე ან 26(2)-ე მუხლში მითითებული პროცედურების განხორციელებისთანავე, ექსპორტის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანოებმა ექსპორტის აქტი უნდა გააგზავნონ 25(1)(2)-ე მუხლის შესაბამისად, ან შეტყობინება 21(5)-ე მუხლის შესაბამისად. 25(3)-ე მუხლი გამოიყენება შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით.

 

მუხლი 28

მიღების ალტერნატიული მტკიცებულებები და გასვლის მტკიცებულება

1. 27-ე მუხლის მიუხედავად, 24(1)-ე მუხლით გათვალისწინებული მიღების აქტი ან 25(1) (2) -ე მუხლით გათვალისწინებული ექსპორტის აქტი უნდა წარმოადგენდეს იმის მტკიცებულებას, რომ აქციზური საქონლის გადაადგილება დასრულდა მე-19(2) მუხლის შესაბამისად.

2. 1-ლი პუნქტიდან გამონაკლისის სახით, მიღების აქტის ან ექსპორტის აქტის არარსებობისას იმ მიზეზებით, რომლებიც განსხვავდება 27-ე მუხლში აღნიშნული მიზეზებისგან, შეიძლება მოწოდებულ იქნეს ალტერნატიული მტკიცებულება აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმის ქვეშ აქციზური საქონლის გადაადგილების დასრულების შესახებ, მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად.

3. მე-16(1) (a)(i), (ii) (iv), მე-16(1) (b) და მე-16(4) მუხლებში მითითებულ შემთხვევებში, გადაადგილების დასრულების ალტერნატიული მტკიცებულება შეიძლება წარმოდგენილი იყოს დანიშნულების წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების ინდოსამენტის მეშვეობით, შესაბამისი მტკიცებულების საფუძველზე, რომ აქციზურმა საქონელმა მიაღწია თავის დანიშნულების ადგილს.

26(1)(a)-ე მუხლში მითითებული სარეზერვო პროცედურის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარმოადგენდეს შესაბამის მტკიცებულებას.

4. მე-16(1) (a)(iii) (v) მუხლში მითითებულ შემთხვევებში, იმის დასადგენად, აქციზური საქონელი მე-2 პუნქტში მოცემულ გარემოებებში გატანილია თუ არა ევროკავშირის ტერიტორიიდან, გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანოებმა:

(a) უნდა მიიღონ დამოწმება იმ წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოებისგან, სადაც მდებარეობს საბაჟო გამშვები პუნქტი, რომელიც ადასტურებს, რომ აქციზურმა საქონელმა დატოვა ევროკავშირის ტერიტორია, ან რომ აქციზური საქონელი მოექცა გარე ტრანზიტის რეჟიმში მე-16(1) (a)(v) მუხლის შესაბამისად, როგორც შესაბამისი მტკიცებულება, რომ საქონელი გაიტანეს ევროკავშირის ტერიტორიიდან.

(b) შეიძლება გაითვალისწინონ შემდეგი მტკიცებულებების ნებისმიერი კომბინაცია:

(i) სატრანსპორტო ზედნადები;

(ii) ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან ეკონომიკური ოპერატორის მიერ ხელმოწერილი ან დამოწმებული საქონლის გატანის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საქონლის გატანას;

(iii) დოკუმენტი, რომლითაც წევრი სახელმწიფოს ან მესამე ქვეყნის საბაჟო ორგანო ადასტურებს საქონლის მიწოდებას ამ სახელმწიფოში ან ქვეყანაში დადასტურების მიმართ მოქმედი წესებისა და პროცედურების შესაბამისად;

(iv) იმ საქონლის შესახებ ჩანაწერები, რომელიც მიეწოდება გემებს, საჰაერო ხომალდებს ან საზღვაო ობიექტებს, რომლებსაც ფლობენ ეკონომიკური ოპერატორები;

(v) გაგზავნის წევრი სახელმწიფოს ორგანოებისთვის მისაღები სხვა მტკიცებულება.

5. გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების მიერ შესაბამისი მტკიცებულებების მიღების შემთხვევაში, გადაადგილება უნდა დასრულდეს კომპიუტერიზებულ სისტემაში.

 

მუხლი 29

უფლებამოსილების დელეგირება და განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება იმ დოკუმენტებთან მიმართებით, რომელთა გაცვლა უნდა მოხდეს აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმის ფარგლებში

1. კომისიამ უნდა მიიღოს დელეგირებული აქტები 51-ე მუხლის შესაბამისად, რომლებიც 20-25-ე მუხლების მიზნებისთვის განსაზღვრავენ კომპიუტერიზებული სისტემის მეშვეობით გაცვლილი ელექტრონული ადმინისტრაციული დოკუმენტების სტრუქტურასა და შინაარსს და 26-ე და 27-ე მუხლებში მითითებული სარეზერვო პროცედურების დამადასტურებელი დოკუმენტების სტრუქტურასა და შინაარსს აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმი ქვეშ აქციზური საქონლის გადაადგილების კონტექსტში.

2. კომისიამ უნდა დაამტკიცოს განმახორციელებელი აქტები, რომლებიც აწესებენ კომპიუტერიზებული სისტემის მეშვეობით ელექტრონული ადმინისტრაციული დოკუმენტების გაცვლის წესებსა და პროცედურებს აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმის ქვეშ აქციზური საქონლის გადაადგილების კონტექსტში და 26-ე და 27-ე მუხლებში მითითებული სარეზერვო პროცედურების დამადასტურებელი დოკუმენტების გამოყენების წესებსა და პროცედურებს. ეს განმახორციელებელი აქტები მიღებული უნდა იქნეს 52(2)-ე მუხლში მითითებული კონტროლის პროცედურის შესაბამისად.

3. თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს ის სიტუაციები, რომლებშიც კომპიუტერიზებული სისტემა შეიძლება ჩაითვალოს არარსებულად და უნდა დაადგინოს ამ სიტუაციებში შესასრულებელი წესები და პროცედურები, 26-ე და 27-ე მუხლების მიზნებისთვის და ამავე მუხლების შესაბამისად.

 

ქვეთავი 3

გამარტივებული პროცედურები

 

მუხლი 30

გამარტივებული პროცედურები ერთ წევრ სახელმწიფოში

წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ დააწესონ გამარტივებული პროცედურები აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმის ქვეშ აქციზური საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით, რომელიც ხორციელდება მთლიანად მათ ტერიტორიაზე, იმ შესაძლებლობის ჩათვლით, რომლითაც შესაძლებელია ასეთი მოძრაობის ელექტრონული ზედამხედველობის მიმართ მოთხოვნის გაუქმება.

 

მუხლი 31

გამარტივებული პროცედურები ორ ან მეტ წევრ სახელმწიფოში

ყველა შესაბამისი წევრი სახელმწიფოს შეთანხმებითა და მათ მიერ დადგენილი პირობებით, გამარტივებული პროცედურები შეიძლება დაწესდეს აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმის ქვეშ აქციზური საქონლის ხშირი და რეგულარული გადაადგილებების მიზნებისთვის, რომელიც ხორციელდება ორი ან მეტი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიებს შორის.

ეს დებულება მოიცავს ფიქსირებული მილსადენების მეშვეობით საქონლის გადაადგილებას.

 

თავი V

აქციზური საქონლის გადაადგილება და დაბეგვრა მოხმარებაში გაშვების შემდეგ

ქვეთავი 1

შეძენა კერძო პირების მიერ

 

მუხლი 32

შეძენა კერძო პირის მიერ

1. კერძო პირის მიერ საკუთარი მოხმარებისთვის შეძენილ სააქციზო საქონელზე, რომელიც ტრანსპორტირებულია ერთი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიიდან მეორე წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, აქციზის გადასახადი შეიძლება დაწესდეს მხოლოდ იმ წევრ სახელმწიფოში, სადაც მოხდა ამ აქციზური საქონლის შეძენა.

2. იმის დასადგენად, 1-ელ პუნქტში მითითებული აქციზური საქონელი არის თუ არა განკუთვნილი კერძო პირის საკუთარი მოხმარებისთვის, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გაითვალისწინონ მინიმუმ შემდეგი:

(a) აქციზური საქონლის მფლობელის კომერციული სტატუსი და მისი ფლობის მიზეზები;

(b) ის ადგილი, სადაც აქციზური საქონელი მდებარეობს, ან, საჭიროების შემთხვევაში, ტრანსპორტირების გამოყენებული ტიპი;

(c) აქციზურ საქონელთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი;

(d) აქციზური საქონლის სახეობა;

(e) აქციზური საქონლის რაოდენობა.

3. მე-2 პუნქტის (e) ქვე-ქვეპუნქტის მიზნებისთვის, წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება დააწესონ ზღვრული დონეები, მხოლოდ მტკიცებულების ფორმის სახით. ეს ზღვრული დონეები არ შეიძლება იყოს შემდეგზე ნაკლები:

(a) თამბაქოს პროდუქტებისთვის:

– სიგარეტები; 800 ცალი,

– სიგარილა (სიგარები, რომელთაგან თითოეულის წონა არ აღემატება 3 გ.-ს): 400 ცალი,

– სიგარა: 200 ცალი,

– ხელით შესახვევი და ჩიბუხის თუთუნი: 1,0 კგ;

(b) ალკოჰოლური სასმელებისთვის:

– ალკოჰოლური სასმელები: 10 ლ,

– შუალედური პროდუქტები: 20 ლ,

– ღვინოები: 90 ლ (ცქრიალა ღვინოები მაქსიმუმ 60 ლ),

– ლუდი: 110 ლ.

4. წევრ სახელმწიფოებს ასევე შეუძლიათ დაადგინონ, რომ აქციზის გადასახადი გადახდას ექვემდებარება მოხმარების წევრ სახელმწიფოში იმ მინერალური საპოხი მასალის შეძენისას, რომელიც უკვე გაშვებულია მოხმარებაში სხვა წევრ სახელმწიფოში, თუ ასეთი პროდუქტები, კერძო პირის მიერ ან ამ კერძო პირის სახელით, ტრანსპორტირდება ტრანსპორტის ატიპიური სახეობის გამოყენებით.

ამ პუნქტის მიზნებისათვის, „ტრანსპორტირების ატიპიური სახეობა“ ნიშნავს საწვავის ტრანსპორტირებას ავტოცისტერნებისგან ან სათანადო სარეზერვო საწვავისთვის განკუთვნილ კანისტრებისგან განსხვავებული სახეობის გამოყენებით და გათბობის თხევადი პროდუქტების ტრანსპორტირებას ეკონომიკური ოპერატორების სახელით გამოყენებული ტანკერებისგან განსხვავებული ტრანსპორტირების სახეობის გამოყენებით.

 

ქვეთავი 2

იმ აქციზური საქონლის გადაადგილებისთვის შესასრულებელი პროცედურა, რომელიც გაშვებულია მოხმარებაში ერთი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე და გადაადგილდება სხვა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ამ საქონლის კომერციული მიზნებისთვის მიწოდების მიზნით

 

მუხლი 33

ზოგადი ნაწილი

1. იმ შემთხვევაში, თუ აქციზური საქონელი, რომელიც გაშვებულია მოხმარებისთვის ერთი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, გადაადგილდება სხვა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე კომერციული მიზნებისთვის მისაწოდებლად ან გამოსაყენებლად, ასეთი საქონელი უნდა დაექვემდებაროს აქციზის გადასახადს დანიშნულების წევრ სახელმწიფოში.

ამ ქვეთავში მოცემული ღონისძიებების ფარგლებში, აქციზური საქონელი შეიძლება გადაადგილდეს სერტიფიცირებული ტვირთგამგზავნისგან სერტიფიცირებულ ტვირთმიმღებამდე.

2. ამ მუხლის მიზნებისათვის, აქციზური საქონელი შეიძლება ჩაითვალოს, როგორც „კომერციული მიზნებისთვის მიწოდებულად“ იმ შემთხვევაში, თუ ის გაშვებულია მოხმარებაში ერთი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, გადატანილია ამ წევრი სახელმწიფოდან სხვა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე და გადაეცემა სხვა პირს, გარდა კერძო პირისა, ან კერძო პირს, თუ გადაადგილება არ ექცევა 32-ე ან 44-ე მუხლის ფარგლებში. თუმცა, აქციზური საქონელი არ უნდა ჩაითვალოს კომერციული მიზნებისთვის მიწოდებულად იმ შემთხვევაში, თუ მის ტრანსპორტირებას ახდენს აღნიშნული კერძო პირი საკუთარი მოხმარებისთვის, მეორე წევრი სახელმწიფოს ტერიტორიიდან გატანისას.

3. ამ მუხლის მიხედვით, აქციზური საქონლის გადაადგილება უნდა დაიწყოს მაშინ, როდესაც აქციზური საქონელი ტოვებს სერტიფიცირებული ტვირთგამგზავნის შენობა-ნაგებობებს ან გაგზავნის წევრ სახელმწიფოში არსებულ ნებისმიერ ადგილს, რაც გადაადგილების დაწყებამდე უნდა ეცნობოს გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს.

4. ამ მუხლის შესაბამისად აქციზური საქონლის გადაადგილება უნდა დასრულდეს მაშინ, როდესაც სერტიფიცირებული ტვირთმიმღები აქციზურ საქონელს მიიღებს თავის შენობა-ნაგებობაში ან დანიშნულების წევრ სახელმწიფოში არსებულ ნებისმიერ ადგილას, რაც გადაადგილების დაწყებამდე უნდა ეცნობოს დანიშნულების წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს.

5. დაბეგვრის პირობები და გამოსაყენებელი აქციზის განაკვეთი არის დანიშნულების წევრ სახელმწიფოში დაბეგვრის დაწესების თარიღისთვის მოქმედი დაბეგვრის პირობები და გამოსაყენებელი აქციზის განაკვეთი.

 

მუხლი 34

დასაბეგრი ოპერაცია

1. სერტიფიცირებული ტვირთმიმღები ვალდებულია გადაიხადოს აქციზის გადასახადი, რომელიც ხდება გადასახდელი მაშინ, როდესაც საქონელი მიეწოდება დანიშნულების წევრ სახელმწიფოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც 46-ე მუხლის მიხედვით დარღვევა ხდება გადაადგილების დროს.

2. გადაადგილებაში ჩართული ერთი ან ყველა პირის რეგისტრაციის ან სერტიფიცირების არარსებობის შემთხვევაში, ეს პირები ასევე უნდა დაექვემდებარონ აქციზის გადასახადის გადახდას.

3. აქციზური საქონელი, რომელიც ინახება გემზე ან საჰაერო ხომალდზე, რომელიც ასრულებს საზღვაო გადაკვეთას ან ფრენას ორი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიებს შორის, მაგრამ რომელიც არ იყიდება, როდესაც გემი ან საჰაერო ხომალდი იმყოფება ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, არ ექვემდებარება აქციზის გადასახადის გადახდას ამ წევრ სახელმწიფოში.

 

მუხლი 35

ამ ქვეთავის მიხედვით აქციზური საქონლის გადაადგილების პირობები

1. აქციზური საქონლის გადაადგილება ამ ქვეთავის მოთხოვნებთან შესაბამისად მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვლება, თუ ეს ხორციელდება 36-ე მუხლის შესაბამისად დამუშავებული გამარტივებული ელექტრონული ადმინისტრაციული დოკუმენტის თანხლებით.

2. სერტიფიცირებულმა ტვირთმიმღებმა, 34(1)-ე მუხლის შესაბამისად, უნდა შეასრულოს ყველა შემდეგი მოთხოვნა:

(a) საქონლის გაგზავნამდე უზრუნველყოს გარანტია, რომელშიც გათვალისწინებულია რისკები, რომლებიც თან ახლავს აქციზის გადასახადების გადაუხდელობას, რასაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს ტრანზიტული წევრი სახელმწიფოების ტერიტორიების გავლით და დანიშნულების წევრ სახელმწიფოში საქონლის გადაადგილებების დროს;

(b) საქონლის გადაადგილების დასრულებისას გადაიხადოს დანიშნულების წევრ სახელმწიფოში გადასახდელი აქციზის გადასახადი ამ წევრი სახელმწიფოს მიერ დადგენილი პროცედურის შესაბამისად;

(c) დაეთანხმოს ნებისმიერ შემოწმებას, რომელიც დანიშნულების წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს საშუალებას აძლევს თავად დარწმუნდნენ იმაში, რომ აქციზური საქონელი ნამდვილად იქნა მიღებული და რომ მასზე დაწესებული აქციზის გადასახადი გადახდილია.

3. მე-2 პუნქტის (a) ქვეპუნქტიდან გამონაკლისის სახით, დანიშნულების წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს შეუძლიათ, მათ მიერ დადგენილი პირობებით, დაუშვან გარანტიის გაცემა გადამზიდავის ან გადამტანის, აქციზური საქონლის მფლობელის, სერტიფიცირებული ტვირთგამგზავნის მიერ, ან ერთობლივად ამ ორი ან მეტი პირის მიერ ერთობლივად, სერტიფიცირებულ ტვირთმიმღებთან ერთად ან მის გარეშე.

4. მე-2 პუნქტის (a) ქვეპუნქტში მითითებული გარანტია ვრცელდება მთელს ევროკავშირში.

5. წევრი სახელმწიფოები ადგენენ იმ დეტალურ წესებს, რომლებიც არეგულირებს გარანტიის უზრუნველყოფას და სისწორეს.

6. საწყობის ავტორიზებულმა მმართველმა ან რეგისტრირებულმა ტვირთგამგზავნმა შეიძლება იმოქმედოს, როგორც სერტიფიცირებულმა ტვირთგამგზავნმა ამ ქვეთავის მიზნებისთვის მას შემდეგ, რაც ამის შესახებ შეატყობინებს გაუგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს.

7. თავისუფალი საწყობის საწარმოს უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ან რეგისტრირებულმა ტვირთმიმღებმა შეიძლება იმოქმედოს, როგორც სერტიფიცირებულმა ტვირთმიმღებმა ამ ქვეთავის მიზნებისთვის მას შემდეგ, რაც ამის შესახებ შეატყობინებს დანიშნულების წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს.

8. სერტიფიცირებული ტვირთგამგზავნისთვის ან სერტიფიცირებული ტვირთმიმღებისთვის, რომელიც მხოლოდ დროდადრო აგზავნის ან იღებს აქციზურ საქონელს, მე-3 მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტებში მითითებული სერტიფიცირება უნდა შემოიფარგლებოდეს აქციზური საქონლის განსაზღვრული რაოდენობით, ერთი ტვირთმიმღებით ან ტვირთგამგზავნით და განსაზღვრული დროის მონაკვეთით. წევრმა სახელმწიფოებმა შესაძლებელია შეზღუდონ სერტიფიცირება მხოლოდ ერთი გადაადგილებით. მიუხედავად მე-3 მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტების მოთხოვნებისა, ასეთი დროებითი სერტიფიცირება შეიძლება ასევე მიენიჭოს იმ კერძო პირებს, რომლებიც მოქმედებენ, როგორც ტვირთგამგზავნები ან ტვირთმიმღებები, როდესაც 33(2) მუხლის შესაბამისად, აქციზური საქონლის მიწოდება ხდება კომერციული მიზნებისთვის.

 

მუხლი 36

ელექტრონული გამარტივებული ადმინისტრაციული დოკუმენტი

1. თუ აქციზური საქონლის გადაადგილება ამ ქვეთავის მიხედვით ხორციელდება, სერტიფიცირებულმა ტვირთგამგზავნმა გაგზანის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს უნდა წარუდგინოს წინასწარი ელექტრონული გამარტივებული ადმინისტრაციული დოკუმენტი კომპიუტერიზებული სისტემის გამოყენებით.

2. გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა განახორციელონ წინასწარ, ელექტრონულ, გამარტივებულ ადმინისტრაციულ დოკუმენტში მოცემული მონაცემების ელექტრონული ვერიფიკაცია.

იმ შემთხვევაში, თუ ეს მონაცემები არ არის სწორი, სერტიფიცირებულ ტვირთგამგზავნს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ამის შესახებ.

იმ შემთხვევაში, თუ ეს მონაცემები სწორია, გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანოებმა დოკუმენტს უნდა მიანიჭონ უნიკალური გამარტივებული ადმინისტრაციული საცნობარო კოდი და ეს კოდი აცნობონ სერტიფიცირებულ ტვირთგამგზავნს.

3. გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანოებმა ელექტრონული გამარტივებული ადმინისტრაციული დოკუმენტი დაუყოვნებლივ უნდა გადაუგზავნონ დანიშნულების წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს, რომლებმაც ის უნდა მიაწოდონ სერტიფიცირებულ ტვირთმიმღებს.

4. სერტიფიცირებულმა ტვირთგამგზავნმა, აქციზური საქონლის თანმხლებ პირს, ან იმ შემთხვევაში, თუ საქონელს პირი არ ახლავს, მის გადამზიდავს ან გადამტანს, უნდა მიაწოდოს უნიკალური გამარტივებული ადმინისტრაციული საცნობარო კოდი. მოთხოვნის შემთხვევაში, აქციზური საქონლის თანმხლებმა პირმა, გადამზიდავმა ან გადამტანმა აღნიშნული კოდი გადაადგილების დროს უნდა მიწოდოს უფლებამოსილ ორგანოებს.

5. ამ ქვეთავის მიხედვით აქციზური საქონლის გადაადგილებისას, სერტიფიცირებულ ტვირთგამგზავნს შეუძლია, კომპიუტერიზებული სისტემის გამოყენებით, დანიშნულების ადგილი შეცვალოს იმავე წევრ სახელმწიფოში იგივე სერტიფიცირებული ტვირთმიმღების მიერ მართული მიწოდების სხვა ადგილით, ან გაგზავნის ადგილით. ამ მიზნით, სერტიფიცირებულმა ტვირთგამგზავნმა, კომპიუტერიზებული სისტემის გამოყენებით, გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს უნდა გაუგზავნოს დანიშნულების ადგილის ცვლილების წინასწარი ელექტრონული დოკუმენტი.

 

მუხლი 37

მიღების აქტი

1. აქციზური საქონლის მიღებისას სერტიფიცირებულმა ტვირთმიმღებმა, დაუყოვნებლივ და გადაადგილების დასრულებიდან არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა (გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც სათანადოდ არის დასაბუთებული უფლებამოსილი ორგანოებისთვის მისაღები ფორმით), დანიშნულების წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს, კომპიუტერიზებული სისტემის გამოყენებით, უნდა წარუდგინოს აქციზური საქონლის მიღების აქტი.

2. დანიშნულების წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოები ახდენენ მიღების აქტში მოცემული მონაცემების ელექტრონულ ვერიფიკაციას.

იმ შემთხვევაში, თუ ეს მონაცემები არ არის სწორი, სერტიფიცირებულ ტვირთმიმღებს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ამის შესახებ.

იმ შემთხვევაში, თუ ეს მონაცემები სწორია, დანიშნულების წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანოებმა სერტიფიცირებულ ტვირთმიმღებს უნდა მიაწოდონ მიღების აქტის რეგისტრაციის დასტური და გაუგზავნონ იგი გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს.

მიღების აქტი ითვლება იმის საკმარის მტკიცებულებად, რომ სერტიფიცირებულმა ტვირთმიმღებმა შეასრულა ყველა საჭირო ფორმალობა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აქციზური საქონელი გათავისუფლებულია აქციზის გადასახადისგან, დანიშნულების წევრი სახელმწიფოსთვის გადასახდელი ნებისმიერი აქციზური გადასახადი ან აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმით გათვალისწინებული ნებისმიერი გადასახადი გადახდილია III თავის შესაბამისად.

3. გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანოებმა სერტიფიცირებულ ტვირთგამგზავნს უნდა გაუგზავნონ მიღების აქტი.

4. გაგზავნის წევრ სახელმწიფოში გადახდილი აქციზის გადასახადი ექვემდებარება ანაზღაურებას მოთხოვნის შემთხვევაში და 1-ელ პუნქტში მითითებული მიღების აქტის საფუძველზე.

 

მუხლი 38

სარეზერვო პროცედურა და აღდგენა გაგზავნისას

1. 36-ე მუხლიდან გამონაკლისის სახით, გაგზავნის წევრ სახელმწიფოში კომპიუტერიზებული სისტემის არარსებობის შემთხვევაში, სერტიფიცირებულ ტვირთგამგზავნს შეუძლია დაიწყოს აქციზური საქონლის გადაადგილება იმ პირობით, თუ:

(a) საქონელს თან ახლავს სარეზერვო პროცედურის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს იგივე მონაცემებს, რასაც შეიცავს 35(1)-ე მუხლში მითითებული წინასწარი გამარტივებული ელექტრონული ადმინისტრაციული დოკუმენტი;

(b) სერტიფიცირებული ტვირთგამგზავნი აცნობებს გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს გადაადგილების დაწყებამდე.

გადაადგილების დაწყებამდე, გაგზავნის წევრმა სახელმწიფომ ტვირთგამგზავნს შეიძლება მოსთხოვოს 1-ლი პუნქტის პირველი ქვეპარაგრაფის (a) პუნქტში მითითებული დოკუმენტის ასლი, ამ ასლში შესული მონაცემების გაგზავნის წევრი სახელმწიფოს მიერ ვერიფიკაცია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სერტიფიცირებული ტვირთგამგზავნი პასუხისმგებელია კომპიუტერიზებული სისტემის არარსებობაზე, შესაბამისი ინფორმაცია არარსებობის მიზეზების შესახებ.

2. კომპიუტერიზებული სისტემის აღდგენისთანავე, ტვირთგამგზავნმა უნდა წარადგინოს წინასწარი გამარტივებული ელექტრონული ადმინისტრაციული დოკუმენტი 36(1) -ე მუხლის შესაბამისად.

36 (2)-ე მუხლის შესაბამისად წინასწარ გამარტივებულ ელექტრონულ ადმინისტრაციულ დოკუმენტში არსებული მონაცემების გადამოწმებისთანავე თუ აღმოჩნდა, რომ მონაცემები სწორია, ამ დოკუმენტმა უნდა ჩაანაცვლოს ამ მუხლის 1-ლი პუნქტის პირველი ქვეპარაგრაფის (a) პუნქტში მითითებული სარეზერვო პროცედურის დამადასტურებელი დოკუმენტი. 36(3)-ე მუხლი და 37-ე მუხლი გამოიყენება შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით.

3. 1-ლი პუნქტის პირველი ქვეპარაგრაფის (a) ქვე-ქვეპუნქტში მითითებული სარეზერვო პროცედურის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი უნდა შეინახოს სერტიფიცირებულმა ტვირთგამგზავნმა თავის ჩანაწერებში.

4. იმ შემთხვევაში, თუ გაგზავნის წევრ სახელმწიფოში კომპიუტერიზებული სისტემა არ არსებობს, სერტიფიცირებულ ტვირთგამგზავნს შეუძლია შეცვალოს საქონლის დანიშნულების ადგილი, როგორც ეს მითითებულია 36(5)-ე მუხლში და ეს ინფორმაცია მიაწოდოს გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს კომუნიკაციის ალტერნატიული საშუალებების გამოყენებით. სერტიფიცირებულმა ტვირთგამგზავნმა გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს ამის შესახებ უნდა აცნობოს დანიშნულების ადგილის ცვლილების დაწყებამდე. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები გამოიყენება შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით.

 

მუხლი 39

სარეზერვო პროცედურის დამადასტურებელი დოკუმენტები და მონაცემთა აღდგენა-მიღების აქტი

იმ შემთხვევაში, თუ აქციზური საქონელი უნდა გადაადგილდეს ამ ქვეთავის მიხედვით და მიღების აქტი ვერ იქნება წარდგენილი აქციზური საქონლის გადაადგილების დასრულებისთვის 37(1)-ე მუხლის შესაბამისად, ან დანიშნულების წევრ სახელმწიფოში კომპიუტერიზებული სისტემის არარსებობის გამო ან იმის გამო, რომ 38(2)-ე მუხლში მითითებული პროცედურები ჯერ არ განხორციელებულა, სერტიფიცირებულმა ტვირთმიმღებმა, სათანადოდ დასაბუთებული შემთხვევების გარდა, დანიშნულების წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს უნდა წარუდგინოს სარეზერვო პროცედურების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს იმავე მონაცემებს, რომლებსაც შეიცავს მიღების აქტი და სადაც აღნიშნულია, რომ გადაადგილება დასრულებულია.

გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სერტიფიცირებულ ტვირთმიმღებს შეუძლია მიღების აქტის დაუყოვნებლივ გაგზავნა კომპიუტერიზებული სისტემის მეშვეობით, როგორც ეს გათვალისწინებულია 37(1)-ე მუხლით, ან სათანადოდ დასაბუთებული შემთხვევების გარდა, დანიშნულების წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანოებმა გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს უნდა გაუგზავნონ პირველ ქვეპარაგრაფში მითითებული სარეზერვო პროცედურის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანოებმა აღნიშნული ასლი უნდა გადაუგზავნონ სერტიფიცირებულ ტვირთგამგზავნს ან შეინახონ სერტიფიცირებული ტვირთგამგზავნისთვის.

დანიშნულების წევრ სახელმწიფოში კომპიუტერიზებული სისტემის აღდგენისთანავე ან როცა განხორციელდება 38(2)-ე მუხლში მითითებული პროცედურები, სერტიფიცირებულმა ტვირთმიმღებმა მიღების აქტში უნდა წარადგინოს 37(1)-ე მუხლის შესაბამისად. 37-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები გამოიყენება შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით.

 

მუხლი 40

მიღების ალტერნატიული მტკიცებულებები

1. 39-ე მუხლში გათვალისწინებული დებულებების მიუხედავად, 37(1)-ე მუხლით მოთხოვნილი მიღების აქტში წარმოადგენს მტკიცებულებას, რომ აქციზური საქონელი მიეწოდა სერტიფიცირებულ ტვირთმიმღებს.

2. 1-ლი პუნქტიდან გამონაკლისის სახით, მიღების აქტის არარსებობისას, თუ ეს გამოწვეულია 39-ე მუხლში აღნიშნულის გარდა სხვა მიზეზებით, დანიშნულების წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების მხრიდან დასტურის შემთხვევაში, შეიძლება მიწოდებულ იქნეს აქციზური საქონლის მიწოდების დამადასტურებელი ალტერნატიული მტკიცებულება იმ შესაბამისი სამხილის საფუძველზე, რომლითაც დასტურდება, რომ გაგზავნილმა აქციზურმა საქონელმა მიაღწია თავისი დანიშნულების ადგილს.

39-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სარეზერვო პროცედურის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარმოადგენდეს შესაბამის მტკიცებულებას ამ პუნქტის პირველი ქვეპარაგრაფის მიზნებისათვის.

3. იმ შემთხვევაში, თუ გაგზავნის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოები დაეთანხმებიან დანიშნულების წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების მხრიდან დასტურს, ეს ითვლება იმის საკმარის მტკიცებულებად, რომ სერტიფიცირებულმა ტვირთმიმღებმა შეასრულა ყველა საჭირო ფორმალობა და გადაიხადა დანიშნულების წევრი სახელმწიფოსთვის გადასახდელი ყველა აქციზური გადასახადი.

 

მუხლი 41

კომპიუტერიზებული სისტემის გამოყენების ვალდებულებისგან გადახვევა - გამარტივებული პროცედურები ორ ან მეტ წევრ სახელმწიფოში

ყველა შესაბამისი წევრი სახელმწიფოს შეთანხმებითა და მათ მიერ დადგენილი პირობებით, გამარტივებული პროცედურები შეიძლება დაწესდეს ამ ქვე-თავით გათვალისწინებული აქციზური საქონლის ორი ან მეტი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიებს შორის გადაადგილებების შემთხვევაში.

 

მუხლი 42

მოხმარებაში გაშვებული საქონლის გადაადგილება ერთი და იგივე წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებულ ორ ადგილს შორის, სხვა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიის გავლით

1. იმ შემთხვევაში, თუ წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოხმარებაში უკვე გაშვებული აქციზური საქონელი გადაადგილდება ამ წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებული დანიშნულების ადგილისკენ სხვა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიის გავლით, გამოიყენება შემდეგი მოთხოვნები:

(a) ასეთი გადაადგილება უნდა განხორციელდეს 35(1)-ე მუხლში მითითებული გამარტივებული ელექტრონული ადმინისტრაციული დოკუმენტის თანხლებით, შესაბამისი მარშრუტის მიხედვით;

(b) სერტიფიცირებულმა ტვირთმიმღებმა უნდა დაადასტუროს საქონლის მიღება დანიშნულების ადგილის უფლებამოსილი ორგანოების მიერ დადგენილი წესების შესაბამისად;

(c) სერტიფიცირებული ტვირთგამგზავნი და სერტიფიცირებული ტვირთმიმღები უნდა დათანხმდნენ იმ ნებისმიერ შემოწმებას, რომელიც საშუალებას მისცემს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებს დარწმუნდნენ, რომ საქონელი რეალურად იქნა მიღებული.

2. იმ შემთხვევაში, თუ აქციზური საქონელი ხშირად და რეგულარულად გადაადგილდება 1-ელ პუნქტში მითითებული პირობებით, შესაბამის წევრ სახელმწიფოებს, შეთანხმების საფუძველზე, შეუძლიათ გაამარტივონ 1-ელ პუნქტში მითითებული მოთხოვნები მათ მიერ განსაზღვრული პირობებით.

 

მუხლი 43

კომერციული მიზნებისთვის მისაწოდებელი საქონლის გადაადგილების უფლებამოსილების დელეგირება და განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება

1. კომისიამ უნდა მიიღოს დელეგირებული აქტები 51-ე მუხლის შესაბამისად, რომლებიც 36 და 37-ე მუხლების მიზნებისთვის, განსაზღვრავენ კომპიუტერიზებული სისტემის მეშვეობით გაცვლილი ელექტრონული ადმინისტრაციული დოკუმენტების სტრუქტურასა და შინაარსს და 38-ე, 39-ე და 41-ე მუხლებში მითითებული სარეზერვო პროცედურების დამადასტურებელი დოკუმენტების სტრუქტურასა და შინაარსს, ამ ქვეთავის მიხედვით აქციზური საქონლის გადაადგილების კონტექსტში.

2. კომისიამ უნდა მიიღოს განმახორციელებელი აქტები, რომლებიც ადგენს კომპიუტერიზებული სისტემის მეშვეობით ელექტრონული ადმინისტრაციული დოკუმენტების გაცვლის წესებსა და პროცედურებს 36-ე და 37-ე მუხლების მიზნებისათვის და 38-ე, 39-ე და მე-40 მუხლებში მითითებული სარეზერვო პროცედურის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოყენების წესებსა და პროცედურებს, ამ ქვეთავის მიხედვით აქციზური საქონლის გადაადგილების კონტექსტში. ეს განმახორციელებელი აქტები მიღებული უნდა იქნეს 52-ე მუხლში მითითებული კონტროლის პროცედურის შესაბამისად.

 

ქვეთავი 3

დისტანციური ვაჭრობა

 

მუხლი 44

დისტანციური ვაჭრობა

1. დანიშნულების წევრ სახელმწიფოში აქციზის გადასახადის გადახდას ექვემდებარება ერთი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოხმარებაში უკვე გაშვებული აქციზური საქონელი, რომლის შესყიდვა ხდება პირის მიერ, რომელიც დაფუძნებულია სხვა წევრ სახელმწიფოში და რომელიც არ ახორციელებს დამოუკიდებელ ეკონომიკურ საქმიანობას, გარდა საწყობის ავტორიზებული მმართველის, რეგისტრირებული ტვირთმიმღების ან სერტიფიცირებული ტვირთმიმღებისა, თუ ასეთი საქონლის გაგზავნა ან ტრანსპორტირება სხვა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე პირდაპირ ან ირიბად ხდება იმ ტვირთგამგზავნის მიერ, რომელიც, ან მისი სახელით სხვა პირი, ახორციელებს დამოუკიდებელ ეკონომიკურ საქმიანობას.

2. 1-ელ პუნქტში მითითებულ შემთხვევაში, აქციზის გადასახადი ექვემდებარება გადახდას დანიშნულების წევრ სახელმწიფოში აქციზური საქონლის მიწოდებისას. დაბეგვრის პირობები და გამოსაყენებელი აქციზის განაკვეთი არის დაბეგვრის დაწესების თარიღისთვის მოქმედი დაბეგვრის პირობები და გამოსაყენებელი აქციზის განაკვეთი.

აქციზის გადასახადის გადახდა უნდა მოხდეს დანიშნულების წევრი სახელმწიფოს მიერ დადგენილი პროცედურის შესაბამისად.

3. პირი, რომელიც პასუხისმგებელია აქციზის გადასახადის გადახდაზე დანიშნულების წევრ სახელმწიფოში, წარმოადგენს ტვირთგამგზავნს.

თუმცა, დანიშნულების წევრ სახელმწიფოს შეუძლია ნება დართოს ტვირთგამგზავნს, აქციზის გადასახადის გადახდაზე პასუხისმგებელ პირად დანიშნოს დანიშნულების წევრ სახელმწიფოში დაფუძნებული საგადასახადო წარმომადგენელი. საგადასახადო წარმომადგენელი უნდა დაამტკიცონ ამ წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანოებმა. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ უზრუნველყონ, რომ იმ შემთხვევებში, თუ ტვირთგამგზავნი ან საგადასახადო წარმომადგენელი არ დაიცავენ მე-4 პუნქტის (a) ქვეპუნქტის დებულებას, აქციზის გადასახადის გადახდაზე პასუხისმგებელ პირად ჩაითვალოს აქციზური საქონლის ტვირთმიმღები.

4. ტვირთგამგზავნმა ან საგადასახადო წარმომადგენელმა უნდა შეასრულონ შემდეგი მოთხოვნები:

(a) აქციზური საქონლის გაგზავნამდე დააფიქსირონ საკუთარი ვინაობა და აქციზის გადასახადის გადახდის გარანტია სპეციალურად გამოყოფილ უფლებამოსილ სამსახურში, დანიშნულების წევრი სახელმწიფოს მიერ დადგენილი პირობებით;

(b) აქციზური საქონლის მიღების შემდეგ გადაიხადონ აქციზის გადასახადი (a) პუნქტში მითითებულ სამსახურში;

(c) აწარმოონ მიღებული აქციზური საქონლის აღრიცხვა.

შესაბამის წევრ სახელმწიფებს, მათ მიერ განსაზღვრული პირობებით, შეუძლიათ ამ მოთხოვნების გამარტივება ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმებების საფუძველზე.

5. 1-ელ ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევაში, პირველ წევრ სახელმწიფოში დაწესებული აქციზის გადასახადი, ტვირთგამგზავნის მოთხოვნით, ანაზღაურდება იმ შემთხვევაში, თუ ტვირთგამგზავნი ან საგადასახადო წარმომადგენელი დაიცავს მე-4 პუნქტით დაწესებულ პროცედურებს.

6. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ დააწესონ სპეციალური წესები 1-ლი მე-5 ქვეპუნქტების გამოყენებასთან დაკავშირებით იმ აქციზური საქონლის მიმართ, რომელიც გათვალისწინებულია ადგილობრივ დონეზე სპეციალური განაწილების შესახებ პროცედურებით.

 

ქვეთავი 4

განადგურება და დანაკარგი

 

მუხლი 45

განადგურება და დანაკარგი

1. 33(1)-ე და 44(1)-ე მუხლებში მითითებულ სიტუაციებში, წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირებისას, გარდა იმ წევრი სახელმწიფოს ტერიტორიისა, სადაც მოხდა საქონლის მოხმარებაში გაშვება, გაუთვალისწინებელი გარემოებების ან ფორს-მაჟორული ვითარებების გამო აქციზური საქონლის სრული განადგურების ან სამუდამო დაკარგვის შემთხვევაში, ან ამ წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების მიერ საქონლის განადგურებასთან დაკავშირებით უფლებამოსილების გაცემის შედეგად აქციზური საქონლის სრული განადგურების ან სამუდამო დაკარგვის შემთხვევაში, ამ წევრ სახელმწიფოში აქციზის გადასახადი არ ექვემდებარება გადახდას.

წინამდებარე დირექტივის მიზნებისათვის, საქონელი ითვლება მთლიანად განადგურებულად ან სამუდამოდ დაკარგულად, როდესაც ის, როგორც აქციზური საქონელი, მიიჩნევა უსარგებლოდ.

2. საქონლის სახეობიდან გამომდინარე, იმ ნაწილობრივი დანაკარგის შემთხვევაში, რომელიც ხდება სხვა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე (გარდა იმ წევრი სახელმწიფოსი, სადაც საქონლის გაშვება მოხდა მოხმარებაში) მისი ტრანსპორტირებისას, ამ წევრ სახელმწიფოში აქციზის გადასახადი არ ექვემდებარება გადახდას იმ შემთხვევაში, თუ დაკარგული საქონლის ოდენობა ექცევა მე-6(9) მუხლის შესაბამისად აქციზური საქონლისთვის დადგენილი საერთო ნაწილობრივი ზარალის ზღვრული მაჩვენებლების ფარგლებში, თუკი წევრ სახელმწიფოს არ აქვს თაღლითობაზე ან დარღვევაზე ეჭვის მიტანის გონივრული მიზეზი.

3. აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმში მოქცეული აქციზური საქონლის სრული განადგურება ან სამუდამო დაკარგვა, სრულად ან ნაწილობრივ, როგორც ეს მითითებულია 1-ელ პუნქტში, უნდა დასაბუთდეს იმ წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების მოთხოვნების შესაბამისად, სადაც მოხდა საქონლის სრული განადგურება ან სამუდამო დაკარგვა, სრულად ან ნაწილობრივ, ან თუ შეუძლებელია იმის დადგენა, თუ სად მოხდა საქონლის დაკარგვა, იმ წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების მოთხოვნების შესაბამისად, სადაც აღმოჩნდა საქონლის დაკარგვა.

იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა აქციზური საქონლის სრული განადგურება ან სამუდამო დაკარგვა, სრულად ან ნაწილობრივ, 35(2)(a)-ე ან 44(4) (a)-ე მუხლების შესაბამისად წარდგენილი გარანტია, სრულად ან ნაწილობრივ (გარემოებებიდან გამომდინარე), უნდა გაიცეს დამაკმაყოფილებელი მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში.

 

ქვეთავი 5

დარღვევები აქციზური საქონლის გადაადგილების დროს

 

მუხლი 46

დარღვევები აქციზური საქონლის გადაადგილების დროს

1. იმ შემთხვევაში, თუ დარღვევა მოხდა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე (იმ წევრი სახელმწიფოს ტერიტორიის გარდა, რომელშიც მოხდა საქონლის მოხმარებაში გაშვება) აქციზური საქონლის გადაადგილების დროს 33 (1)-ე ან 44 (1)-ე მუხლების შესაბამისად, საქონელი უნდა დაექვემდებაროს აქციზის გადასახადს და აქციზის გადასახადით დაბეგვრა უნდა მოხდეს იმ წევრ სახელმწიფოში, სადაც მოხდა დარღვევა.

2. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა დარღვევა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე (იმ წევრი სახელმწიფოს ტერიტორიის გარდა, რომელშიც მოხდა საქონლის მოხმარებაში გაშვება) 33 (1)-ე ან 44 (1)-ე მუხლების შესაბამისად აქციზური საქონლის გადაადგილების დროს და შეუძლებელია დარღვევის ადგილის დადგენა, ასეთი დარღვევა ითვლება მომხდარად და აქციზის გადასახადით საქონელი უნდა დაიბეგროს იმ წევრ სახელმწიფოში, სადაც დარღვევა გამოვლინდა.

თუმცა, თუ აქციზური საქონლის შეძენის თარიღიდან სამი წლის გასვლამდე დადგინდება, თუ რომელი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოხდა რეალურად ეს დარღვევა, გამოიყენება 1-ლი პუნქტის დებულებები.

3. აქციზის გადასახადი უნდა გადაიხადოს იმ პირმა, რომელმაც უზრუნველყო მისი გადახდის გარანტია 35(2)(a) ან 44(4) (a) მუხლების შესაბამისად და ამ დარღვევის მონაწილე ნებისმიერმა პირმა. იმ შემთხვევაში, თუ ერთი და იგივე აქციზის გადახდაზე პასუხისმგებელია რამდენიმე პირი, ისინი სოლიდარულად აგებენ პასუხს ამ ვალზე.

მოთხოვნის შემთხვევაში, იმ წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანოებმა, სადაც აქციზური საქონელი გაიშვა მოხმარებაში, უნდა აანაზღაურონ ან გააუქმონ აქციზის გადასახადი იმ შემთხვევაში, თუ ის დაწესდა იმ წევრ სახელმწიფოში, სადაც დარღვევა მოხდა ან გამოვლინდა დარღვევა. დანიშნულების წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა გამოისყიდონ გარანტია, რომელიც წარდგენილია 35(2) (a) ან 44(4)(a) -ე მუხლის შესაბამისად.

4. ამ მუხლის მიზნებისთვის, „დარღვევა“ ნიშნავს სიტუაციას, რომელიც ხდება აქციზური საქონლის გადაადგილების დროს 33(1)-ე ან 44(1)-ე მუხლების შესაბამისად, რომელიც არ არის გათვალისწინებული 45-ე მუხლით, რის გამოც აქციზური საქონლის გადაადგილება ან გადაადგილების ნაწილი სათანადოდ არ დასრულებულა.

5. გადაადგილებაში მონაწილე ერთი ან ყველა პირის რეგისტრაციის ან სერტიფიცირების არარსებობა, რომელიც ეწინააღმდეგება 33(1)-ე ან 44 (4) (a) -ე მუხლებს, ან 35(1)-ე მუხლით გათვალისწინებული დებულებების ნებისმიერი დაუცველობა ითვლება დარღვევად. შესაბამისად, გამოიყენება 1-4-ე პუნქტები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტვირთმიმღები ვალდებულია გადაიხადოს აქციზის გადასახადი 44(3)-ე მუხლის ბოლო წინადადების შესაბამისად.

 

თავი VI

სხვადასხვა

 

ქვეთავი 1

მარკირება

 

მუხლი 47

მარკირება

1. 6(2)-ე მუხლის შეუზღუდავად, წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება მოითხოვონ აქციზურ საქონელზე საგადასახადო მარკირებების ან ეროვნული საიდენტიფიკაციო ნიშნების დატანა, რომლებიც გამოიყენება ფისკალური მიზნებისთვის იმ დროს, როდესაც ხდება საქონლის მოხმარებაში გაშვება წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე, ან, 33(1)-ე მუხლით ან 44(1)-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც საქონელი შედის მათ ტერიტორიაზე.

2. იმ ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს, რომელიც მოითხოვს 1-ელ პუნქტში მოცემული საგადასახადო მარკირებების ან ეროვნული საიდენტიფიკაციო ნიშნების გამოყენებას, მოეთხოვება, ხელმისაწვდომი გახადოს ისინი დანარჩენი წევრი სახელმწიფოების საწყობის ავტორიზებული მმართველებისთვის. თუმცა, თითოეულ წევრ სახელმწიფოს შეუძლია მოითხოვოს, ეს მარკირებები ან ნიშნები ხელმისაწვდომი გახდეს ამ წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების მიერ ავტორიზებული საგადასახადო წარმომადგენლისთვის.

3. იმ ნებისმიერი დებულების შეუზღუდავად, რომლებიც შეიძლება დაწესდეს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ მუხლის პირობები სათანადოდ შესრულდეს და აღიკვეთოს გადასახადისთვის ნებისმიერი თავის არიდება, თავიდან აცილება ან დაბეგვრის უფლების ბოროტად გამოყენება, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ საგადასახადო მარკირებები ან ეროვნული საიდენტიფიკაციო ნიშნები, რომლებიც მოცემულია 1-ელ პუნქტში, დაბრკოლებას არ უქმნიდეს აქციზური საქონლის თავისუფალ გადაადგილებას.

იმ შემთხვევაში, თუ ასეთი მარკირება ან ნიშნები დამაგრებულია აქციზურ საქონელზე, ამ მარკირების ან ნიშნების მისაღებად ნებისმიერი გადახდილი ან გარანტირებული თანხა, გარდა მათი გაცემის საფასურისა, უნდა ანაზღაურდეს, გაუქმდეს ან დაბრუნდეს იმ წევრი სახელმწიფოს მიერ, ვინც ისინი გასცა, თუ აქციზის გადასახადი დაექვემდებარა დაბეგვრას და აიკრიბა სხვა წევრ სახელმწიფოში.

იმ წევრ სახელმწიფოს, რომელმაც გასცა ეს მარკირებები ან ნიშნები, გადახდილი ან გარანტირებული თანხის კომპენსირების, რემისიის ან გაცემისთვის შეიძლება დააწესოს მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომ ეს მარკირებები ან ნიშნები მოხსნილი ან განადგურებულ იქნა მისი უფლებამოსილი ორგანოებისთვის მისაღები ფორმით.

4. 1-ელ პუნქტში განსაზღვრული საგადასახადო მარკირებები ან ეროვნული საიდენტიფიკაციო ნიშნები უნდა მოქმედებდეს მათ გამომშვებ წევრ სახელმწიფოში. თუმცა, წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება ორმხრივად აღიარონ აღნიშნული მარკირებები ან ნიშნები.

 

ქვეთავი 2

ღვინის მცირე მწარმოებლები

 

მუხლი 48

ღვინის მცირე მწარმოებლები

1. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ ღვინის მცირე მწარმოებლები გაათავისუფლონ 14-31-ე მუხლების მოთხოვნების და გადაადგილებასა და მონიტორინგთან დაკავშირებული დანარჩენი მოთხოვნების შესრულების ვალდებულებისგან. იმ შემთხვევაში, თუ ღვინის მცირე მწარმოებლები თავად ახორციელებენ ევროკავშირის შიგნით გარიგებებს, მათ თავის შესაბამის ორგანოებს უნდა აცნობონ და შეასრულონ კომისიის დელეგირებული რეგულაციით (EU) 2018/273 დადგენილი მოთხოვნები ([16]).

2. იმ შემთხვევაში, თუ ღვინის მცირე მწარმოებლები გათავისუფლებულები არიან მოთხოვნებისგან 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ტვირთმიმღებმა დელეგირებული რეგულაციით (EU) 2018/273 მოთხოვნილი დოკუმენტის ან მასზე მითითების მეშვეობით, დანიშნულების წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს უნდა აცნობოს მიღებული ღვინის შესახებ.

3. ამ მუხლის მიზნებისათვის, „მცირე მწარმოებელი“ ნიშნავს მწარმოებელს, რომელიც აწარმოებს საშუალოდ 1000 ჰლ-ზე ნაკლებ ღვინოს წელიწადში, საშუალო წლიური წარმოების მაჩვენებლის მიხედვით, როგორც მინიმუმ, ზედიზედ სამი წლის განმავლობაში, დელეგირებული რეგულაციის (EU) 2018/273 2(3)-ე მუხლის შესაბამისად.

 

ქვეთავი 3

მარაგები გემებისა და საჰაერო ხომალდებისთვის

 

მუხლი 49

მარაგები გემებისა და საჰაერო ხომალდებისთვის

გემებისა და საჰაერო ხომალდების მარაგების შესახებ საბჭოს მიერ ევროკავშირის დებულებების მიღებამდე, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ იქონიონ საკუთარი ეროვნული ნორმები ასეთი მარაგების გადასახადისგან გათავისუფლების შესახებ.

 

ქვეთავი 4

სპეციალური ღონისძიებები

 

მუხლი 50

სპეციალური ღონისძიებები

იმ წევრ სახელმწიფოებს, რომლებმაც გააფორმეს შეთანხმება ტრანსსასაზღვრო ხიდის მშენებლობასთან ან ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებული საკუთარი პასუხისმგებლობის შესახებ, შეუძლიათ მიიღონ ის ზომები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე დირექტივის დებულებებით, რათა გამარტივდეს იმ აქციზურ საქონელზე აქციზის გადასახადის აკრების პროცედურა, რომელიც გამოიყენება აღნიშნული ხიდის ასაშენებლად და მისი ტექნიკური მომსახურებისთვის.

ამ ზომების მიზნებისთვის, შეთანხმებაში მითითებული ხიდი და სამშენებლო მოედნები ითვლება იმ წევრი სახელმწიფოს ტერიტორიის შემადგენელ ნაწილად, რომელიც შეთანხმების შესაბამისად პასუხისმგებელია ხიდის მშენებლობაზე ან მის ტექნიკურ მომსახურებაზე.

შესაბამისმა წევრმა სახელმწიფოებმა ეს ზომები უნდა აცნობონ კომისიას, რომელმაც ისინი უნდა შეატყობინოს დანარჩენ წევრ სახელმწიფოებს.

 

თავი VII

დელეგირების განხორციელება და საკომიტეტო პროცედურა

 

მუხლი 51

დელეგირების განხორციელება

1. დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილება ენიჭება კომისიას ამ მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისად.

2. 6(10)-ე მუხლში, 29(1)-ე მუხლში და 43(1)-ე მუხლში მითითებული დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილება უნდა გადაეცეს კომისიას განუსაზღვრელი ვადით, 2020 წლის 20 თებერვლიდან.

3. 6(10)-ე მუხლში, 29(1)-ე მუხლში და 43(1)-ე მუხლში მითითებული უფლებამოსილების დელეგირება ევროსაბჭოს მიერ შეიძლება გაუქმდეს ნებისმიერ დროს. გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებამ უნდა დაასრულოს ამ გადაწყვეტილებაში განსაზღვრული უფლებამოსილების დელეგირება. ის ძალაში უნდა შევიდეს გადაწყვეტილების ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების მომდევნო დღეს, ან მასში განსაზღვრულ თარიღზე გვიან. ეს არ იმოქმედებს უკვე ძალაში შესული რომელიმე დელეგირებული აქტის მოქმედებაზე.

4. დელეგირებული აქტის მიღებამდე, კომისიამ კონსულტაცია უნდა გაიაროს თითოეული წევრი სახელმწიფოს მიერ დანიშნულ ექსპერტებთან საკანონმდებლო მოღვაწეობის გაუმჯობესების შესახებ 2016 წლის 13 აპრილის უწყებათაშორის შეთანხმებაში მოცემული პრინციპების შესაბამისად.

5. კომისიამ დელეგირებული აქტის მიღებისთანავე უნდა აცნობოს ევროპარლამენტსა და საბჭოს.

6. დელეგირებული აქტი, რომელიც მიღებულია 6(10)-ე, 29(1)-ე და 43(1)-ე მუხლების შესაბამისად, ძალაში უნდა შევიდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არც ევროპარლამენტი და არც საბჭო არ იქნება წინააღმდეგი ამ აქტის შესახებ საბჭოს ინფორმირებიდან ორი თვის ვადაში, ან თუ ამ ვადის ამოწურვამდე, საბჭო კომისიას აცნობებს, რომ ის არ არის წინააღმდეგი. საბჭოს ინიციატივით, აღნიშნული ვადა უნდა გაიზარდოს ორი თვით.

 

მუხლი 52

საკომიტეტო პროცედურა

1. კომისიას დახმარებას უწევს კომიტეტი აქციზის გადასახადის საკითხებში. ეს კომიტეტი არის კომიტეტი რეგულაციის (EU) N 182/2011 ფარგლებში.

2. იმ შემთხვევაში, თუ მითითება კეთდება ამ პუნქტზე, გამოიყენება რეგულაციის (EU) N 182/2011 მე-5 მუხლი.

 

თავი VIII

ანგარიშგება და გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

 

მუხლი 53

ანგარიშგება წინამდებარე დირექტივის განხორციელებაზე

ყოველ 5 წელიწადში ერთხელ, კომისიამ ევროპარლამენტსა და საბჭოს უნდა წარუდგინოს ანგარიში წინამდებარე დირექტივის განხორციელების შესახებ. პირველი ანგარიში წარდგენილ უნდა იქნეს, ყველაზე გვიან, წინამდებარე დირექტივის გამოყენების თარიღიდან სამი წლის შემდეგ.

კერძოდ, პირველ ანგარიშში უნდა შეფასდეს 32-ე მუხლის შესაბამისად მიღებული და გამოყენებული ეროვნული სამართლებრივი ნორმების გამოყენება და ზემოქმედება, ამ ნორმების ზემოქმედების შედეგების სათანადო დასაბუთების გათვალისწინებით ისეთ სფეროებთან მიმართებით, როგორიცაა ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება, თაღლითობა, გადასახადების თავიდან აცილება, გადასახადებისთვის თავის არიდება ან დაბეგვრის უფლების ბოროტად გამოყენება და შიდა ბაზრის შეუფერხებელ ფუნქციონირებასა და საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ზემოქმედება.

მოთხოვნის შემთხვევაში, წევრმა სახელმწიფოებმა კომისიას უნდა წარუდგინონ ხელმისაწვდომი შესაბამისი ინფორმაცია, რომელიც საჭიროა ანგარიშის შესადგენად.

საჭიროების შემთხვევაში, ანგარიშს თან უნდა ახლდეს საკანონმდებლო წინადადებები.

 

მუხლი 54

გარდამავალი დებულებები

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაუშვან აქციზური საქონლის მიღება იმ ფორმალობების მიხედვით, რომლებიც დადგენილია დირექტივის 2008/118/EC 33-ე, 34-ე და 35-ე მუხლებით, 2023 წლის 31 დეკემბრამდე.

წინამდებარე დირექტივის 21(5)-ე მუხლში მითითებული შეტყობინებები შეიძლება გაკეთდეს კომპიუტერიზებული სისტემისგან განსხვავებული საშუალებებით, 2024 წლის 13 თებერვლამდე.

 

მუხლი 55

ეროვნულ კანონმდებლობაში გადმოტანა

1. 2021 წლის 31 დეკემბრისთვის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ და გამოაქვეყნონ ის კანონები, რეგულაციები და ადმინისტრაციული დებულებები, რომლებიც საჭიროა მე-2, მე-3, მე-6, მე-12, მე-16, მე-17, 19-22-ე, 25-29-ე, 33-46-ე, და 54-ე და 55-ე და 57-ე მუხლებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. მათ ამ ზომების ტექსტი დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ კომისიას.

54-ე მუხლის მიხედვით, მათ ეს ზომები უნდა გამოიყენონ 2023 წლის 13 თებერვლიდან.

წევრი სახელმწიფოების მიერ ამ ზომების მიღებისას, ისინი უნდა შეიცავდნენ მითითებას წინამდებარე დირექტივაზე ან მათ თან უნდა ახლდეს ასეთი მითითება მათი ოფიციალური გამოქვეყნების შემთხვევაში. ისინი ასევე უნდა შეიცავდეს განაცხადს იმის შესახებ, რომ არსებულ კანონებში, რეგულაციებსა და ადმინისტრაციულ დებულებებში მითითებები წინამდებარე დირექტივით გაუქმებულ დირექტივაზე უნდა განიმარტებოდეს, როგორც მითითებები წინამდებარე დირექტივაზე. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განსაზღვრონ, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ასეთი მითითება და როგორ უნდა იქნეს ფორმულირებული აღნიშნული განაცხადი.

2. წევრმა სახელმწიფოებმა ევროკომისიას უნდა გააცნონ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის იმ ძირითად დებულებათა ტექსტი, რომელსაც ისინი იღებენ წინამდებარე დირექტივით გათვალისწინებულ სფეროში.

 

მუხლი 56

გაუქმება

დირექტივა 2008/118/EC, რომელშიც შესულია შესწორებები I დანართის ნაწილში A ჩამოთვლილი აქტებით, გაუქმებულია, რაც ძალაში შედის 2023 წლის 13 თებერვლიდან, წევრი სახელმწიფოების იმ ვალდებულებებისთვის ზიანის მიყენების გარეშე, რომლებიც უკავშირდება შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში გადმოტანის და გამოყენების ვადებს, რომლებიც მოცემულია I დანართის ნაწილში B.

მითითებები გაუქმებულ დირექტივაზე განიმარტება, როგორც მითითებები წინამდებარე დირექტივაზე და მათი გაცნობა უნდა მოხდეს II დანართში მოცემული კორელაციის ცხრილის მიხედვით.

 

მუხლი 57

ძალაში შესვლა და გამოყენება

წინამდებარე დირექტივა ძალაში შედის მისი ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან მეოცე დღეს.

მუხლები 1, 4, 5, 7-11, 13-15, 18, 23, 24, 30-32, 47-53, 56 და 58 უნდა ამოქმედდეს 2023 წლის 13 თებერვლიდან.

 

მუხლი 58

ადრესატები

წინამდებარე დირექტივა ვრცელდება წევრ სახელმწიფოებზე.

შედგენილია ბრიუსელში 2019 წლის 19 დეკემბერს.

საბჭოს სახელით

თავმჯდომარე

კ. მიკონენი


 

 

დანართი I

ნაწილი A

გაუქმებული დირექტივა მასში შესული შემდგომი შესწორებების ნუსხით

(მოხსენიებული 56-ე მუხლში)

ევროსაბჭოს დირექტივა 2008/118/EC

(ოფიციალური ჟურნალი, L 9, 14.01.2009, გვ. 12.).

ევროსაბჭოს დირექტივა 2010/12/EU

(ოფიციალური ჟურნალი L 50, 27.02.2010, გვ. 1)

ხორვატიის მიერთების შესახებ ხელშეკრულება

(ოფიციალური ჟურნალი L 112, 24.04.2012, გვ. 10).

ევროსაბჭოს დირექტივა 2013/61/EU

(ოფიციალური ჟურნალი, L 353, 28.12.2013, გვ. 5.).

ევროსაბჭოს დირექტივა (EU) 2019/2235

(ოფიციალური ჟურნალი L 336, 30.12.2019, გვ. 10)

 

ნაწილი B

ეროვნულ კანონმდებლობაში გადმოტანის ვადები და გამოყენების თარიღები

(მოხსენიებული 56-ე მუხლში)

დირექტივა

შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში გადმოტანის ვადა

გამოყენების თარიღი

2008/118/EC

2010 წლის 1 იანვარი

2010 წლის 1 აპრილი

2010/12/EU

2011 წლის 1 იანვარი

 

2013/61/EU

2014 წლის 1 იანვარი

 

(EU) 2019/2235

2022 წლის 30 ივნისი

2022 წლის 1 ივლისი

 

დანართი II

კორელაციის ცხრილი

დირექტივა 2008/118/EC

წინამდებარე დირექტივა

მუხლი 1

მუხლი 1

მუხლი 2

მუხლი 6(1)

მუხლი 3(1), (2) და (3)

მუხლი 2(1), (2) და (3)

მუხლი 3(4)

მუხლი 2(4)

მუხლი 4, შესავალი ნაწილის ტექსტი

მუხლი 3, შესავალი ნაწილის ტექსტი

მუხლი 4, (1)-(5)-ე პუნქტები

მუხლი 3, (1)-(5)-ე პუნქტები

მუხლი 4, პუნქტი (6)

მუხლი 4, პუნქტი (7)

მუხლი 3, პუნქტი (6)

მუხლი 4, პუნქტი (8)

მუხლი 3, პუნქტი (7)

მუხლი 3, პუნქტი (8)

მუხლი 4, (9)-(11)-ე პუნქტები

მუხლი 3, (9)-(11)-ე პუნქტები

მე-3 მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტები

მუხლი 36(1), მეორე ქვეპარაგრაფი

მუხლი 3, პუნქტი (14)

მე-3 მუხლის მე-15 და მე-16 პუნქტები

მუხლი 5(1)-(2)

მუხლი 4(1)-(2)

მუხლი 5(3), შესავალი ნაწილის ტექსტი

მუხლი 4(3), შესავალი ნაწილის ტექსტი

მუხლი 5(3)(a)-(e)

მუხლი 4(3)(a)-(e)

მუხლი 5(3)(f) და (g)

მუხლი 5(4), (5) და (6)

მუხლი 4(4), (5) და (6)

მუხლი 6

მუხლი 5

მუხლი 7, 1-ლი-მე-3 პუნქტები

მე-6 მუხლის მე-2-4 პუნქტები

მუხლი 7(4), პირველი ქვეპარაგრაფი

მუხლი 6(5)

მუხლი 7(4), მეორე ქვეპარაგრაფი

მუხლი 6(6)

მუხლი 7(4), მე-3 ქვეპარაგრაფი

მუხლი 6(9), პირველი ქვეპარაგრაფი

მუხლი 7(5)

მუხლი 6(7)

მუხლი 6(8)

მუხლი 6(9), მეორე ქვეპარაგრაფი

მუხლი 6(10)

მუხლი 8

მუხლი 7

მუხლი 9

მუხლი 8, პირველი და მეორე ქვეპარაგრაფი

მუხლი 8, მესამე ქვეპარაგრაფი

10-დან 12-მდე მუხლები

მე-9-11 მუხლები

მუხლი 13(1)

მუხლი 12(1)

მუხლი 13(2)

მუხლი 12(2)-(3)

მუხლი 13(3)

მუხლი 12(4)

მუხლი 14(1), (2) და (3)

მუხლი 13(1), (2) და (3)

მუხლი 14(4)

მუხლი 14(5)

მუხლი 13(4)

მუხლები 15 და 16

მუხლები 14 და 15

მუხლი 17(1), შესავალი ნაწილის ტექსტი

მუხლი 16(1), შესავალი ნაწილის ტექსტი

მუხლი 17(1)(a), შესავალი ნაწილის ტექსტი

მუხლი 16(1)(a), შესავალი ნაწილის ტექსტი

მუხლი 17(1)(a)(i)-(iv)

მუხლი 16(1)(a)(i)-(iv)

მუხლი 16(1)(a)(v)

მუხლი 17(1)(b)

მუხლი 16(1)(b)

მუხლი 16(2)-(3)

მუხლი 17(2)

მუხლი 16(4)

მუხლი 17(3)

მუხლი 16(5)

მუხლი 18(1)

მუხლი 17(1)

მუხლი 17(2)

მუხლი 18(2)

მუხლი 17(3)

მუხლი 18(3), პირველი წინადადება

მუხლი 17(4)

მუხლი 18(4)

მუხლი 17(5)

მუხლი 18(3), მეორე წინადადება

მუხლი 17(6)

მუხლი 19

მუხლი 18

მუხლი 20(1)

მუხლი 19(1)

მუხლი 20(2)

მუხლი 19(2)(a) და (b)

მუხლი 19(2)(c)

21-ე მუხლის 1-4-ე პუნქტები

მე-20 მუხლის 1-4-ე პუნქტები

მუხლი 21(5)

მუხლი 21(1)

მუხლი 21(6)

მუხლი 20(5)

მუხლი 21(7)

მუხლი 20(6)

მუხლი 21(8)

მუხლი 20(7), პირველი წინადადება

მუხლი 20(7), მეორე წინადადება

მუხლი 21(2)-(5)

მუხლი 22

მუხლი 22(1)-(2)

მუხლი 22(3)

მუხლი 23, პირველი პარაგრაფი, შესავალი ნაწილის ტექსტი

მუხლი 23(1), შესავალი ნაწილის ტექსტი

მუხლი 23, პირველი პარაგრაფი, (1) პუნქტი

მუხლი 23(1)(a)

მუხლი 23, პირველი პარაგრაფი, (2) პუნქტი

მუხლი 23(1)(b)

მუხლი 23, პირველი პარაგრაფი, (3) პუნქტი

მუხლი 23(1)(c)

მუხლი 23, მეორე პარაგრაფი

მუხლი 23(2)

მუხლი 24

მუხლი 24

მუხლი 25(1)

მუხლი 25(1)

მუხლი 25(2)

მუხლი 25(2)

მუხლი 25(3), პირველი ქვეპარაგრაფი

მუხლი 25(3)

მუხლი 25(3), მეორე ქვეპარაგრაფი

მუხლი 26(1)-(2)

მუხლი 26(1)-(2)

მუხლი 26(3)

მუხლი 26(4)-(5)

მუხლი 26(3)-(4)

მუხლი 26(5)

მუხლი 27

მუხლი 27

მუხლი 28(1)

მუხლი 28(1)

მუხლი 28(2), პირველი და მეორე ქვეპარაგრაფები

მუხლი 28(2)-(3)

მუხლი 28(4)

მუხლი 28(2), მესამე ქვეპარაგრაფი

მუხლი 28(5)

მუხლი 29

მუხლი 29

მუხლი 30

მუხლი 30

მუხლი 31

მუხლი 31

მუხლი 32

მუხლი 32

მუხლი 33(1)

მუხლი 33(1)-(2)

მუხლი 33(3)-(4)

მუხლი 33(2)

მუხლი 33(5)

მუხლი 33(3)-(4)

მუხლი 34(1)-(2)

მუხლი 33(5)

მუხლი 34(3)

მუხლი 33(6)

მუხლი 37(4)

მუხლი 34(1)

მუხლი 35(1)

მუხლი 34(2)(a), (b) და (c)

მუხლი 35(2)(a), (b) და (c)

მუხლი 34(2), მეორე ქვეპარაგრაფი

მუხლი 35(3)-(8)

36-დან 41-მდე მუხლები

მუხლი 35

მუხლი 42

მუხლი 43

მუხლი 36(1), პირველი ქვეპარაგრაფი

მუხლი 44(1)

მუხლი 36(1), მეორე ქვეპარაგრაფი

მუხლი 3, პუნქტი (14)

36-ე მუხლის 2-6-ე პუნქტები

44-ე მუხლის 2-6-ე პუნქტები

მუხლი 37(1), პირველი ქვეპარაგრაფი

მუხლი 45(1), პირველი ქვეპარაგრაფი

მუხლი 45(1), მეორე ქვეპარაგრაფი

მუხლი 45(2)

მუხლი 37(1), მეორე ქვეპარაგრაფი

მუხლი 45(3), პირველი ქვეპარაგრაფი

მუხლი 37(1), მე-3 ქვეპარაგრაფი

მუხლი 45(3), მეორე ქვეპარაგრაფი

მუხლი 37(2)

მუხლი 38

46-ე მუხლის 1-4-ე პუნქტები

მუხლი 46(3), პირველი ქვეპარაგრაფი, მეორე წინადადება

მუხლი 46(5)

მუხლი 39

მუხლი 47

მუხლი 40

მუხლი 48

მუხლი 41

მუხლი 49

მუხლი 42

მუხლი 50

მუხლი 51

მუხლი 43

მუხლი 52

მუხლი 44

53-ე და 54-ე მუხლები

მუხლები 45 და 46

მუხლი 47

მუხლი 56

მუხლი 48

მუხლი 55

მუხლი 49

მუხლი 57

მუხლი 50

მუხლი 58

დანართი I

დანართი II

 


[1] 2019 წლის 27 მარტის მოსაზრება (რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა ოფიციალურ ჟურნალში)

[2] 2018 წლის 17 ოქტომბრის მოსაზრება (ოფიციალური ჟურნალი, C 62, 15.02.2019, გვ. 108).

[3] აქციზის გადასახადის ზოგადი ღონისძიებების შესახებ საბჭოს 2008 წლის 16 დეკემბრის დირექტივა 2008/118/EC, რომლითაც უქმდება დირექტივა 92/12/EEC (ოფიციალური ჟურნალი L 9, 14.01.2009, გვ. 12).

[4] ალკოჰოლსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის გადასახადების სქემების ჰარმონიზაციის შესახებ საბჭოს 1992 წლის 19 ოქტომბრის დირექტივა 92/83/EEC (ოფიციალური ჟურნალი L 316, 31.10.1992, გვ. 21).

[5] ალკოჰოლსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის გადასახადის განაკვეთების დაახლოების შესახებ საბჭოს 1992 წლის 19 ოქტომბრის დირექტივა 92/84/EEC (ოფიციალური ჟურნალი L 316, 31.10.1992, გვ. 29).

[6] ენერგოპროდუქტებისა და ელექტროენერგიის დაბეგვრისთვის გაერთიანების სტრუქტურული ჩარჩოს რესტრუქტურიზაციის შესახებ საბჭოს 2003 წლის 27 ოქტომბრის დირექტივა 2003/96/EC (ოფიციალური ჟურნალი L 283, 31.10.2003, გვ. 51).

[7] წარმოებული თამბაქოს მიმართ გამოყენებული აქციზის გადასახადის სქემისა და ტარიფების შესახებ საბჭოს 2011 წლის 21 ივნისის დირექტივა 2011/64/EU (ოფიციალური ჟურნალი L 176, 05.07.2011, გვ. 24).

[8] ოფიციალური ჟურნალი L 123, 12.05.2016, გვ. 1.

[9] ევროპარლამენტისა და საბჭოს 2011 წლის 16 თებერვლის რეგულაცია (EU) N 182/2011, რომელიც ადგენს იმ წესებსა და ზოგად პრინციპებს, რომლებიც ეხება კომისიის განხორციელების უფლებამოსილებათა შესრულებაზე წევრი სახელმწიფოების მიერ კონტროლის მექანიზმებს (ოფიციალური ჟურნალი L 55, 28.02.2011, გვ. 13).

[10] კომისიის 2015 წლის 28 ივლისის დელეგირებული რეგულაცია (EU) 2015/2446, რომელიც ემატება ევროკავშირის საბაჟო კოდექსის გარკვეული დებულებების შესახებ დეტალური წესების თაობაზე ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაციას (EU) 952/2013 (ოფიციალური ჟურნალი L 343, 29.12.2015, გვ. 1).

[11]კომისიის 2018 წლის 16 მაისის დელეგირებული რეგულაცია (EU) 2018/1063, რომლითაც ცვლილებები და შესწორებები შედის ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაციაში (EU) N 2015/2446, რომელიც ემატება ევროკავშირის საბაჟო კოდექსის გარკვეული დებულებების შესახებ დეტალური წესების თაობაზე ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაციას (EU) 952/2013 (ოფიციალური ჟურნალი L 192, 30.07.2018, გვ. 1).

[12] ევროპარლამენტისა და საბჭოს 2020 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილება (EU) 2020/263 აქციზური საქონლის გადაადგილებისა და ზედამხედველობის კომპიუტერიზაციის შესახებ (იხილეთ ამ ოფიციალური ჟურნალის გვერდი 43).

[13] 2015 წლის 24 ნოემბრის კომისიის განმახორციელებელი რეგულაცია (EU) 2015/2447, რომელიც ადგენს დეტალურ წესებს ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაციის (EU) N 952/2013 გარკვეული დებულებების განხორციელებასთან დაკავშირებით, რომლებიც ადგენენ ევროკავშირის საბაჟო კოდექსის პირობებს (ოფიციალური ჟურნალი L 343, 29.12.2015, გვ. 558).

[14] ევროპარლამენტისა და საბჭოს 2013 წლის 9 ოქტომბრის რეგულაცია (EU) N 952/2013, რომელიც ადგენს ევროკავშირის საბაჟო კოდექსის (ოფიციალური ჟურნალი L 269, 10.10.2013, გვ.1) დებულებებს და რომელიც შესწორებულია ევროპარლამენტისა და საბჭოს 2016 წლის 14 დეკემბრის რეგულაციით (EU) 2016/2339, რომელსაც შესწორება შეაქვს რეგულაციაში (EU) N 952/2013, რომელიც, თავის მხრივ, ადგენს ევროკავშირის საბაჟო კოდექსის დებულებებს იმ საქონელთან დაკავშირებით, რომელმაც საზღვაო ან საჰაერო გზით დროებით დატოვა ევროკავშირის საბაჟო ტერიტორია (ოფიციალური ჟურნალი L 354, 23.12.2016, გვ. 32).

[15] საბჭოს 2012 წლის 2 მაისის რეგულაცია (EU) N 389/2012 აქციზის გადასახადების სფეროში ადმინისტრაციული თანამშრომლობის შესახებ, რომლითაც უქმდება რეგულაცია (EC) N 2073/2004 (ოფიციალური ჟურნალი L 121, 08.05.2012, გვ. 1).

[16]კომისიის 2017 წლის 11 დეკემბრის დელეგირებული რეგულაცია (EU) 2018/273, რომელიც ემატება ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაციას (EU) N 1308/2013 ვაზის ნერგების ავტორიზაციების სქემასთან, ვენახის რეესტრთან, თანმხლებ დოკუმენტებთან და სერტიფიცირებასთან, შიდა და გარე რეესტრთან, სავალდებულო დეკლარაციებთან, შეტყობინებებთან და შეტყობინებული ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით და ემატება ევროპარლამენტის და საბჭოს რეგულაციას (EU) N 1306/2013 შესაბამის შემოწმებებთან და ჯარიმებთან დაკავშირებით, შესწორება შეაქვს კომისიის რეგულაციებში (EC) N 555/2008, (EC) N 606/2009 და (EC) N 607/2009 და აუქმებს კომისიის რეგულაციას (EC) N 436/2009 და კომისიის დელეგირებულ რეგულაციას (EU) 2015/560 (ოფიციალური ჟურნალი L 58, 28.02.2018, გვ. 1).