„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 58
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/01/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016791
58
30/01/2023
ვებგვერდი, 31/01/2023
010250050.35.160.016791
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 

  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №58

2023 წლის 30 იანვარი

ქ. რუსთავი

 

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის N22 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 08/02/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.160.016458) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1.1 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ქალაქის დაგეგმარების, განაშენიანების, რუსთავის ცალკეულ ტერიტორიათა კეთილმოწყობის, გარე გაფორმების ელემენტების (მათ შორის, მონუმენტურ-დეკორატიული), მცირე არქიტექტურის ფორმების, ძეგლების, ქანდაკებების, გარე რეკლამის მხატვრული იერსახის და განვითარების განხილვა-შეთანხმებაში, მაღალი ესთეტიკური ღირებულების განაშენიანების ჩამოყალიბებასა და საქალაქო დიზაინის საკითხთა მარეგულირებელი ნორმების და წესების დამუშავებაში მონაწილეობის მიღება;

1.2 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ე1„ ქვეპუნქტი:

„ე1) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის მიერ გადაწყვეტილებების მიღება ისეთი პროექტების, განცხადებების შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომლებიც არ საჭიროებენ კანონით განსაზღვრული ნებართვების გაცემას;“

1.3 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი და მისი ფუნქციები

1. სამსახური შედგება მეორადი სტრუქტურული ერთეულებისგან:

ა) მშენებლობის სანებართვო განყოფილება;

ბ) სივრცითი განვითარების მართვის განყოფილება;

გ) ქალაქის არქიტექტურულ-ესთეტიკური პარამეტრების რეგულირების განყოფილება.

2. მშენებლობის სანებართვო განყოფილების უფლებამოსილებებია:

ა) სამსახურის უფლებამოსილების ფარგლებში, სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენისა და მასში ცვლილებების შეტანის შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;

ბ) I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობა/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობისა და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობის წერილობითი დადასტურებისთვის შესაბამისი სამართლებრივი აქტის მომზადება;

გ) II, III, IV კლასის შენობა-ნაგებობების არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის (I, II, III სტადია) გაცემისათვის, ასევე მასში ცვლილებების შეტანის შესახებ წარმოდგენილი განცხადებების განხილვა/შესწავლა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის შესაბამისი სამართლებრივი აქტის  პროექტის მომზადება;

დ) უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ წარმოდგენილი განცხადებების განხილვა/შესწავლა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, არქიტექტურული საქმიანობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო აქტების შესრულება, განყოფილების უფლებამოსილებას მიკუთვნებული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი სამართლებრივი აქტის მომზადება;

ვ) ქალაქის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების განახლებასა და მათ შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; 

ზ) სამსახურის გამართული მუშაობის მიზნით, ქალაქის იერსახის გაუმჯობესების,  პროექტებისა და მშენებლობის ნორმების სრულყოფისათვის საჭირო წინადადებების მომზადება,  ინიციატივების გამოჩენა და რეკომენდაციების მომზადება, აგრეთვე მათი წარდგენა პროფესიული კონსულტაციის და მეთოდური მითითებების მისაღებად შესაბამის სამინისტროში;

თ) მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნებისათვის შენობების ფასადების არქიტექტურული იერსახის განსაზღვრა;  

ი) განყოფილების  ყოველთვიური, კვარტალური და წლიური სტატისტიკური მონაცემების წარმოება და მომზადება;

კ)  განყოფილებაში არსებული საპროექტო დოკუმენტაციის უსაფრთხოდ შენახვისა და დაცვის უზრუნველყოფა;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის კანონიერი ინტერესების დაცვა სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო უწყებებთან, ადგილობრივ ორგანოებთან, ფიზიკურ, იურიდიულ პირებთან და სასამართლოებში;

მ) ქალაქის მერის, კურატორი მოადგილის და სამსახურის ხელმღვანელის დავალებების შესრულება და შესრულებაზე კონტროლის უზრუნველყოფა.

3. სივრცითი განვითარების მართვის განყოფილების უფლებამოსილებებია:

ა) ურბანული ქალაქგეგმარების განვითარება, მისი ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვა. წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება ურბანული განვითარების, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე. ურბანული განვითარების და სივრცითი მოწყობის პოლიტიკის განსაზღვრა.

ბ) ქალაქის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების განახლებასა და მათ შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

გ) გეოსაინფორმაციო ბაზების განახლება -სისტემატიზაცია და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, არქიტექტურული საქმიანობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო აქტების შესრულება, განყოფილების უფლებამოსილებას მიკუთვნებული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადება;

ე) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე;

ვ) მიწის ნაკვეთის დაყოფის ან მიწის ნაკვეთების გაერთიანების პროექტის შეთანხმების მიზნით წარმოდგენილი განცხადებების განხილვა/შესწავლა და შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;

ზ) ქალაქის დაგეგმარების, განაშენიანების, კეთილმოწყობის, გამწვანების, რეკონსტრუქციის, რესტავრაციის, საქალაქო დიზაინის საკითხთა მარეგულირებელი ნორმების და წესების დამუშავებაში მონაწილეობის მიღება;

თ) განყოფილების  ყოველთვიური, კვარტალური და წლიური სტატისტიკური მონაცემების წარმოება და მომზადება;

ი)  განყოფილებაში არსებული საპროექტო დოკუმენტაციის უსაფრთხოდ შენახვისა და დაცვის უზრუნველყოფა;

კ) ქალაქის მერის, კურატორი მოადგილის და სამსახურის ხელმღვანელის დავალებების შესრულება და შესრულებაზე კონტროლის უზრუნველყოფა.

4. ქალაქის არქიტექტურულ-ესთეტიკური პარამეტრების რეგულირების განყოფილების უფლებამოსილებებია:

ა) ქალაქის არქიტექტურულ-ესთეტიკური პარამეტრების განსაზღვრის თაობაზე შესაბამისი წინადადებების  და რეკომენდაციების მომზადება;

ბ) შენობა-ნაგებობის არქიტექტურული პარამეტრები და ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის მიზნით შესაბამისი სამართლებრივი აქტის მომზადება;

გ) ქალაქის, მისი ცალკეული ტერიტორიების  არქიტექტურის, გამწვანების, გარე გაფორმების ელემენტების (მათ შორის, მონუმენტურ-დეკორატიული), ძეგლების, ქანდაკებების, გარე რეკლამის მხატვრული იერსახის და განვითარების განხილვა-შეთანხმებაში, მაღალი ესთეტიკური ღირებულების განაშენიანების ჩამოყალიბებასა და საქალაქო დიზაინის საკითხთა მარეგულირებელი ნორმების და წესების დამუშავებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების/დასკვნების წარდგენა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, არქიტექტურული საქმიანობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო აქტების შესრულება, განყოფილების უფლებამოსილებას მიკუთვნებული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადება;

ე) ქალაქის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების განახლებასა და მათ შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; 

ვ) განყოფილების  ყოველთვიური, კვარტალური და წლიური სტატისტიკური მონაცემების წარმოება და მომზადება;

ზ) განყოფილებაში არსებული საპროექტო დოკუმენტაციის უსაფრთხოდ შენახვისა და დაცვის უზრუნველყოფა;

თ) ქალაქის მერის, კურატორი მოადგილის და სამსახურის ხელმღვანელის დავალებების შესრულება და შესრულებაზე კონტროლის განხორციელება.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარი შეროზია