დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 27 ივლისის №2-612 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-19 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/01/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/01/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020080070.22.023.016759 |
|
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 27 ივლისის №2-612 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ : |
| მუხლი 1 |
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 27 ივლისის №2-612 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 30/07/2018 წ., 020080070.22.023.016530) შეტანილი იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების შევსების ზოგადი წესის“ (დანართი №1) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას ოქმის ფორმის იმ გრაფაში, რომელშიც აღინიშნება სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი, არ აღმოჩნდება საკმარისი ადგილი სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის, დროის ან არსის სრულად გადმოსაცემად, აღნიშნულ გრაფაში მისათითებელი ინფორმაცია შესაძლებელია გაგრძელდეს ოქმის დანართზე, რომელიც წარმოადგენს A4 ფორმატის თაბახის ფურცელს/ფურცლებს და არის ოქმის განუყოფელი ნაწილი. ოქმის დანართი შესაძლებელია იყოს ბეჭდური სახის ან ხელნაწერი. ოქმის დანართში მიეთითება შესაბამისი ოქმის ნომერი. ოქმის დანართის ყველა გვერდს ხელს აწერს ოქმის შემდგენი და სამართალდამრღვევი. ოქმის დანართის ასლი გადაეცემა სამართალდამრღვევს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები