„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 30/01/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.017043
3
30/01/2023
ვებგვერდი, 31/01/2023
280120000.22.026.017043
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №3

2023 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/01/2018; სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-7 დანართის:

ა) მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5

სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დეპარტამენტის უფროსი, სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსი, სარდლის მოადგილე, ბრიგადის მეთაური, თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტის უფროსი, თავდაცვის ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი ეროვნულ უსაფრთხოების საბჭოს აპარატში, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, სსიპ – გენერალ გ. კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი

 

 

690

 

 

6

ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილე, სსიპ-ის რექტორის მოადგილე, სკოლის მეთაური (პოლკოვნიკი), ცენტრის მეთაური/უფროსი (პოლკოვნიკი), სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის პირველი მოადგილე, სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსი, სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის მეთაური, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მეთაური, შერეული საავიაციო ესკადრილიის მეთაური,  სამინისტროს თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, სარდლობის შტაბის  უფროსი, ეროვნული გვარდიის შტაბის უფროსი, სსიპ-თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორის მოადგილე/თავდაცვისა და უსაფრთხოების სასწავლო-ანალიტიკური ცენტრის უფროსი, ბაზის უფროსი (პოლკოვნიკი)

 

625

7

ბრიგადის მეთაურის მოადგილე, სამინისტროს გენერალური  ინსპექციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, ბრიგადის შტაბის უფროსი, სსიპ – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორის მოადგილე აღმზრდელობით დარგში

565

8

სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის უფროსის მოადგილე, სამხედრო მართვის ცენტრის (სამმართველო) უფროსი, სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ცალკეული სამმართველოს უფროსი, სარდლობის სერჟანტი, ბაზის უფროსი, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის სერჟანტი, ცენტრის სერჟანტი (მთავარი სერჟანტი), გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის სერჟანტი, სკოლის მეთაური/უფროსი (ვიცე-პოლკოვნიკი) (გარდა სპეციალური ოპერაციების ძალებისა), ეროვნული გვარდიის სერჟანტი, ეროვნული გვარდიის მართვის ცენტრის უფროსი, სამხედრო საჩვენებელი ორკესტრის უფროსი-მთავარი დირიჟორი, ბრიგადის სერჟანტი, ცენტრის უფროსი/მეთაური (გარდა სპეციალური ოპერაციების ძალებისა), ბატალიონის მეთაური (გარდა სპეციალური ოპერაციების ძალებისა), სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სერჟანტი, სსიპ-ის მთავარი სერჟანტი/სსიპ-ის სერჟანტი, სსიპ-ის მიმართულების უფროსი, საჰაერო ოპერაციების ცენტრის უფროსი, შერეული საავიაციო ესკადრილიის სერჟანტი, რაზმის სერჟანტი, სპეციალური ოპერაციების ძალების სერჟანტი, სპეციალური ოპერაციების ძალების ბატალიონის სერჟანტი, სპეციალური ოპერაციების ძალების სკოლის სერჟანტი, სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამმართველოს უფროსი/სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის კავშირგაბმულობისა და უზრუნველყოფის ცენტრის შტაბის უფროსი, სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სერჟანტი, სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის შტაბის მატერიალური ქონების მართვის ცენტრის უფროსი, სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატის/მაგისტრატურის ხელმძღვანელი, უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურის მოადგილე და შტაბის უფროსი, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) შტაბის უფროსი – მეთაურის მოადგილე, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის შტაბის უფროსი, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის შტაბის უფროსი, საერთო საჯარისო ცენტრის შტაბის უფროსი, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ავიაციის მთავარი ინჟინერი, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ლოჯისტიკის ცენტრის (აღმოსავლეთი, დასავლეთი) შტაბის უფროსი, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ლოჯისტიკის ცენტრის (აღმოსავლეთი, დასავლეთი) სერჟანტი, შერეული საავიაციო ესკადრილიის მეთაურის მოადგილე, აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის მეთაურის მოადგილე, შერეული საავიაციო ესკადრილიის შტაბის უფროსი

 

 

 

500

"; 

ბ) მე-10   გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

10

კურსების/კურსის უფროსი (ვიცე-პოლკოვნიკი), სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრი „კრწანისის“ შტაბის უფროსი, უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტთა საწვრთნელი ასეულის მეთაური

    425

 ".

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე