„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების და სახელმწიფო სპეციალური წოდებების დანამატების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 12 დეკემბრის №387 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/01/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.017653
23
26/01/2023
ვებგვერდი, 27/01/2023
190040000.22.033.017653
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების და სახელმწიფო სპეციალური წოდებების დანამატების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 12 დეკემბრის №387 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №23

2023 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების და სახელმწიფო სპეციალური წოდებების დანამატების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 12 დეკემბრის №387 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების და სახელმწიფო სპეციალური წოდებების დანამატების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 12 დეკემბრის №387 ბრძანებით (ვებგვერდი, 13/12/2019, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.22.033.017266) დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ“ დებულებაში (დანართი №1) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. ზღვრული სპეციალური წოდებების დადგენის წესი

საგამოძიებო სამსახურის სისტემაში დადგინდეს დაკავებული თანამდებობის შესაბამისი შემდეგი ზღვრული სპეციალური წოდებები:

ა) გენერალ-მაიორი – სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსის მოადგილე, დეპარტამენტის უფროსი;

ბ) პოლკოვნიკი – ადმინისტრაციის უფროსი, კანცელარიის უფროსი, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მთავარი სამმართველოს უფროსი/მოადგილე, სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე (გარდა ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამმართველოების უფროსის მოადგილეებისა), სპეციალური დანიშნულების რაზმის უფროსი/მოადგილე;

გ) ვიცე-პოლკოვნიკი – ადმინისტრაციის სამმართველოს უფროსის მოადგილე, სპეციალური დანიშნულების რაზმის სამმართველოს უფროსის მოადგილე,  ანალიტიკის, დაყადაღებული აქტივების მართვისა და სტატისტიკის სამმართველოს უფროსის მოადგილე, ოპერატიული აღრიცხვის სამმართველოს უფროსის მოადგილე, უფროსი გამომძიებელი, უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი (გარდა ამ მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამმართველოების უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლებისა), უფროსი ოპერატიული თანამშრომელი;

დ) მაიორი – გამომძიებელი, ანალიტიკის, დაყადაღებული აქტივების მართვისა და სტატისტიკის სამმართველოს უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი, ოპერატიული აღრიცხვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი, ინსპექტორ-გამომძიებელი (გარდა ამ მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლისა), ოპერატიული თანამშრომელი, მთავარი ინსპექტორი, მთავარი სპეციალისტი;

ე) კაპიტანი – ინსპექტორი, უფროსი ინსპექტორი, ანალიტიკის, დაყადაღებული აქტივების მართვისა და სტატისტიკის სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი, უფროსი სპეციალისტი;

ვ) უფროსი ლეიტენანტი – სპეციალისტი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი