თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოების და აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოების და აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 04
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/01/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/01/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.163.016583
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
04
25/01/2023
ვებგვერდი, 26/01/2023
270070000.35.163.016583
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოების და აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (26/01/2023 - 28/12/2023)

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №04

2023 წლის 25 იანვარი

ქ.თელავი

 

„თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოების და აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი  თვითმმართველობის კოდექსი“ 24–ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“,  „დ.დ“  და ,,დ.ე“   ქვეპუნქტების, ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის და  341 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე  მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად,  თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოები დამტკიცდეს დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები დამტკიცდეს დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის  №04  დადგენილება ,,თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოების და აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 30.12.2021, 270070000.35.163.016555)“.

 

მუხლი 4
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება ვრცელდება 2023  წლის 01 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთენგიზი მთვარელიშვილი



დანართი №1
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის

პირების თანამდებობრივი სარგოები

 


 

N

 

თანამდებობა

 

რაოდენობა

 

საბაზისო თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი

(ლარი)

 

თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტი

 

ერთი თვის თანამდებობრივი

სარგო

(ლარი)

 

1

საკრებულოს თავმჯდომარე

1

1210

4,1

4961

 

2

საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე

1

1210

3,1

3751

3

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

2

1210

2,7

3267

4

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

5

1210

2,2

2662

5

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

2

1210

2.0

2420

6

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე

12

1210

1,6

1936

 


დანართი №2
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის პროფესიულ

საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები

 


 

 

 

 

 

 

თანამდებობა

 

 

 

იერარქია

 

 

 

რანგი

 

შტატების რაოდენობა

 

საბაზისო თანამდებობრივი სარგოს განაკვე

თი

(ლარი)

 

თანამდე

ბობრივი სარგოს კოეფი

ციენტი

 

ერთი თვის თანამდე

ბობრივი სარგო

(ლარი)

1

საკრებულოს აპარატის უფროსი

პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

 

I

 

1

 

1210

 

2,3

 

2783

2

საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების უფროსი

მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

 

II

 

1

 

1210

 

1,6

 

1936

3

საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების უფროსი სპეციალისტი

მეორე კატეგორიიის უფროსი სპეციალისტი

 

III

 

1

 

1210

 

1,2

 

1452

4

საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების უმცროსი სპეციალისტი

პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი

 

 

IV

 

2

 

1210

 

1,0

 

1210

5

საკრებულოს აპარატის მოქალაქეთა მომსახურების და საქმის წარმოების განყოფილების

უფროსი

მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

 

II

 

1

 

1210

 

1,6

 

1936

6

საკრებულოს აპარატის მოქალაქეთა მომსახურების და საქმის წარმოების განყოფილების

უფროსი სპეციალისტი

მეორე კატეგორიიის უფროსი სპეციალისტი

 

III

 

2

 

1210

 

1,2

 

1452

7

საკრებულოს აპარატის ადამიანური რესურსების მართვის   განყოფილების

უფროსი

მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

 

II

 

1

 

1210

 

1,6

 

1936

8

საკრებულოს აპარატის ადამიანური რესურსების მართვის   განყოფილების

უფროსი

სპეციალისტი

მეორე კატეგორიიის უფროსი სპეციალისტი

 

III

 

1

 

1210

 

1,2

 

1452