„სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №217/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №217/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 15/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 25/01/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 220010020.18.011.016675
15/04
25/01/2023
ვებგვერდი, 26/01/2023
220010020.18.011.016675
„სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №217/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №15/04

2023 წლის 25 იანვარი

ქ. თბილისი

 

„სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №217/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №217/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 28/09/2018, ს/კ: 220010020.18.011.016344) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სგს შეიძლება ფუნქციონირებდეს შეზღუდული პასუხისმგებლობის ან სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით.“.

2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მნიშვნელოვანი წილი – პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა/აქციონერთა ჯგუფის პირდაპირ ან არაპირდაპირ მფლობელობაში არსებული სესხის გამცემი სუბიექტის განაღდებული კაპიტალის ან განცხადებული კაპიტალის ან/და ხმის უფლების მქონე წილის/აქციების 10%-ზე მეტი წილი ან/და პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა/აქციონერთა ჯგუფის მიერ სესხის გამცემ სუბიექტზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, მიუხედავად კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე წილში/აქციებში წილის ოდენობისა სესხის გამცემ სუბიექტში;“.

3. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სგს-დ დასარეგისტრირებელად, პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ეროვნულ ბანკს მიმართავს განცხადებით (დანართი №1).“;

ბ) მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) იურიდიული პირის, მისი მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა, ბენეფიციარ მესაკუთრეთა და ადმინისტრატორთა შესახებ შემდეგი დოკუმენტები:“.

4. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ა1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პარტნიორთა/აქციონერთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე სგს-ს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის წერილობითი მომართვა რეგისტრაციის გაუქმების თხოვნით. მომართვას თან უნდა დაერთოს ანგარიშგების ფორმები (დანართი №4 და დანართი №5);

ა​1) განხორციელდა იურიდიული პირის ლიკვიდაცია;“.

5. წესის დანართი №1 ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად.

მუხლი 2
1. ამ ბრძანების ამოქმედების მომენტისათვის სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე, რომელსაც სურს სესხის გამცემ სუბიექტად საქმიანობის გაგრძელება ვალდებულია ხელახალი რეგისტრაციისთვის მიმართოს ეროვნულ ბანკს სამეწარმეო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით. ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირი უნდა ფლობდეს სამეწარმეო საზოგადოების ყველა წილს (100%-იან წილს).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელახალი რეგისტრაციისთვის სამეწარმეო საზოგადოების წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა განცხადებით უნდა მიმართოს ეროვნულ ბანკს და ხელახლა დააკმაყოფილოს წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული სარეგისტრაციო მოთხოვნები, გარდა იმავე მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნისა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ხელახალ რეგისტრაციაზე ეროვნული ბანკის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული სესხის გამცემი სუბიექტი უფლებამოსილია გააგრძელოს  საქმიანობა წესის შესაბამისად.

4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის 81 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, ამასთან, ამავე ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული სესხის გამცემი სუბიექტისათვის ხელახალ რეგისტრაციაზე ეროვნული ბანკის მიერ უარის შემთხვევაში, სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმეს გაუუქმდება სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაცია.

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე