დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 19 აპრილის №50 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1303 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/12/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 142, 10/12/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/11/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.000.11.106.006.219 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.000.11.106.006.219
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №1303
2003 წლის 5 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 19 აპრილის №50 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
“აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” და “საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესახებ” საქართველოს კანონების მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 19 აპრილის №50 ბრძანებით (სსმ №39, მუხ. 368, 2000წ.) დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის წესდების მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“მუხლი 13
ცენტრის დირექტორს ჰყავს პირველი მოადგილე და ორი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი. ცენტრის დირექტორის პირველი მოადგილე დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას”.
2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მინნისტრის მოვალეობის შემსრულებელი გ. წკრიალაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები