საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინადადება საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით ჩასატარებელი ხელახალი არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნის შესახებ

  • Word
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინადადება საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით ჩასატარებელი ხელახალი არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 50/2003
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 04/12/2003
დოკუმენტის ტიპი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 139, 04/12/2003
სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.218
  • Word
50/2003
04/12/2003
სსმ, 139, 04/12/2003
010.190.020.13.007.006.218
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინადადება საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით ჩასატარებელი ხელახალი არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.218

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო

კომისიის დადგენილება №50/2003

2003 წლის 2 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინადადება საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით ჩასატარებელი ხელახალი არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 29-ე მუხლის პირველი პუნქტის გ” ქვეპუნქტის საფუძველზე

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი I

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2003 წლის 2 დეკემბერს მიიღო განკარგულება №167/2003 „საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით ჩასატარებელი ხელახალი არჩევნების თარიღის განსაზღვრის თაობაზე”, რომლითაც საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის საქართველოს პარლამენტის პროპორციული სისტემით ჩასატარებელი ხელახალი არჩევნების თარიღად განისაზღვრა, 2004 წლის 25 იანვარი.

აღნიშნული არჩევნების სრულყოფილად და ობიექტურად ჩატარებას უდიდესი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა გააჩნია. 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებმა ცხადყო, რომ საქართველოს ორგანული კანონით საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილ ვადებში მთელი რიგი პროცედურების შესრულება შეუძლებელია. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ხელახალი არჩევნებისათვის საჭიროა საუბნო საარჩევნო კომისიების ხელახალი ფორმირება, რაც გარკვეულ ვადებთანაა დაკავშირებული. შეუძლებელია ასევე იმ ვადების დაცვა, რაც დადგენილია საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციისათვის.

იმის გათვალისწინებით, რომ საარჩევნო პროცედურების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელება, ერთ-ერთი უმთავრესი გარანტიაა არჩევნების სამართლიანად ჩატარებისათვის, წარედგინოს წინადადება საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს, საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით ჩასატარებელი ხელახალი არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნის თაობაზე.

    მუხლი II

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

    მუხლი III

ეს დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ზ. ჭიაბერაშვილი

კომისიის მდივანი დ. ქიტოშვილი