„თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა, ადმინისტრაციულ საქმეთა და სისხლის სამართლის საქმეთა პალატებში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 11 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 47
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
მიღების თარიღი 20/01/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 010210060.74.086.016047
47
20/01/2023
ვებგვერდი, 24/01/2023
010210060.74.086.016047
„თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა, ადმინისტრაციულ საქმეთა და სისხლის სამართლის საქმეთა პალატებში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 11 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
 
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

დადგენილება №47

2023 წლის 20 იანვარი

ქ.თბილისი

„თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა, ადმინისტრაციულ საქმეთა და სისხლის სამართლის საქმეთა პალატებში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 11 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1.    
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა, ადმინისტრაციულ საქმეთა და სისხლის სამართლის საქმეთა პალატებში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 11 აგვისტოს №10 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/09/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010210060.74.086.016010) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2.  ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობები, საჩივრები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 282-289-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებზე და სხვა კატეგორიის საქმეები, მოსამართლეთა შორის ნაწილდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 30 იანვრის №1 დადგენილების დანართი 20-ით დამტკიცებული „საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის“  შესაბამისად.“.

2. დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამართალწარმოების მიმდინარეობისას და მისი დასრულების შემდეგ სასამართლოში შემოსული შუამდგომლობები და სხვა დამატებითი საკითხები (გარდა, ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოწესრიგებისა) განიხილება საქმის განმხილველი მოსამართლის მიერ, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში შესაბამისი ვიწრო სპეციალიზაციის მოსამართლის მიერ.“.

მუხლი 2.    
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება მის ამოქმედებამდე  უკვე  განაწილებულ საქმეებზე.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანინიკოლოზ მარსაგიშვილი