დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის №118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 35 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 24/01/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/01/2023 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.023868 |
|
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის №118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის №118 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/03/2021, 010240030.10.003.022663) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის:
1. „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების თაობაზე ინფორმაციის შემცველი განცხადებებისა და წერილების შესწავლის შედეგად ინსპექტირების დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა;“. 3. „რ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და დაწესებულების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმების შედეგად გამოვლენილ ფაქტებზე სამინისტროსათვის წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ინსპექტირების დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა;“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები