დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 34 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/01/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/01/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.10.003.023867 |
|
„საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №163 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/03/2019, 190040000.10.003.021178) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „სახელმწიფო პროგრამაში – „საკრედიტო საგარანტიო სქემაში“:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. სახელმწიფო პროგრამის − საკრედიტო საგარანტიო სქემის (შემდგომში − პროგრამა) მიზანია ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება იმ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა, დააკმაყოფილონ სესხის უზრუნველყოფაზე არსებული მოთხოვნები (სრულად ან ნაწილობრივ), ეკონომიკის დაკრედიტების ხელშეწყობა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა და ეკონომიკური გაჯანსაღების ხელშეწყობა.“. 2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჭ“ ქვეპუნქტი: „ჭ) საკრედიტო ხაზი – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის“ მე-2 მუხლის „ჰ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული საკრედიტო ხაზი.“. 3. მე-3 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. პროგრამის ფარგლებში საკრედიტო გარანტია არ გაიცემა კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საკრედიტო ხაზის ქვეშ დამტკიცებულ სესხებზე.“. 4. მე-4 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პროგრამაში მონაწილე თითოეული კომერციული ბანკისთვის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის საკრედიტო გარანტია გაიცემა შემდეგი ლიმიტების შესაბამისად: ა) პროგრამის ფარგლებში დროის ნებისმიერი მომენტისთვის არსებული ფაქტობრივი პორტფელის არაუმეტეს 35 პროცენტის ოდენობაზე; ბ) პროგრამის ფარგლებში კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემულ თითოეულ სესხზე სესხის ძირი თანხის კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ მეწარმე სუბიექტთან შეთანხმებით მოთხოვნილ, თუმცა არა უმეტეს სესხის ძირი თანხის 80 პროცენტის ოდენობაზე.“; ბ) მე-3 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სააგენტო ვალდებულია, პროგრამით განსაზღვრული წესის დაცვით, სახელმწიფო ხაზინაში მის ანგარიშზე, ან/და ამ მუხლის 81 პუნქტის შესაბამისად გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე, პროგრამის ფარგლებში ჩარიცხული თანხა განათავსოს კომერციულ ბანკში, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე. ამასთანავე, პირველ რიგში დეპოზიტზე განთავსდება სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებით სააგენტოსათვის ამ მიზნით გამოყოფილი თანხა. ამ ანგარიშზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი კომერციული ბანკის მიერ ირიცხება სახელმწიფო ხაზინაში სააგენტოს არასაბიუჯეტო შემოსულობების ანგარიშზე და სააგენტოს მიერ მიიმართება მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ფორმირებულ საერთო სახსრებში; დ) ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით სააგენტოს მიერ მიღებული შემოსავალი, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ჩაითვალოს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებულად და ამ პროგრამის ფარგლებში მიღებული სახსრები აისახება სსიპ-ის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგებაში.“; გ) მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სააგენტო ვალდებულია, სახელმწიფო ხაზინაში მის ანგარიშზე, ან ამ მუხლის 81 პუნქტის შესაბამისად გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე, პროგრამის ფარგლებში ჩარიცხული თანხა პროგრამის შესაბამისად განათავსოს კომერციულ ბანკში, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე. ამასთანავე, პირველ რიგში, დეპოზიტზე განთავსდება სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებით სააგენტოსათვის ამ მიზნით გამოყოფილი თანხა. ამ ანგარიშზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი კომერციული ბანკის მიერ ირიცხება სახელმწიფო ხაზინაში სააგენტოს არასაბიუჯეტო შემოსულობების ანგარიშზე და სააგენტოს მიერ მიიმართება მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ფორმირებულ საერთო სახსრებში.“; დ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით სააგენტოს მიერ მიღებული შემოსავალი, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ჩაითვალოს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებულად და ამ პროგრამის ფარგლებში მიღებული სახსრები აისახება სსიპ-ის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგებაში.“; ე) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ამ პროგრამის მე-7 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების საფუძველზე, კომერციული ბანკებიდან/მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან ან/და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი სხვა გზით სახელმწიფო ხაზინაში არსებული სააგენტოს სხვა შემოსავლების ანგარიშზე დაბრუნებული/მოზიდული სახსრები, მათ შორის, ამ მუხლის 102 პუნქტის შესაბამისად, ასევე სქემის მომსახურების საკომისიო, სადეპოზიტო და სხვა სადეპოზიტო ანგარიშზე დარიცხული სარგებელი, მე-7 მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად ამოღებული თანხა, ასევე მიმდინარე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად თითოეული საბიუჯეტო წლისათვის გამოყოფილი ასიგნებების ის მოცულობა, რომელიც არ იქნა განაწილებული კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის კვალიფიციური პორტფელის პროპორციულად, წარმოადგენს ამ პროგრამის ფარგლებში კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის დამატებითი საკრედიტო გარანტიების უზრუნველყოფისათვის გათვალისწინებულ საერთო სახსრებს, რომელთა გამოყენების უფლება პროგრამაში ჩართულ ფინანსურ ინსტიტუტებს აქვთ მხოლოდ მაშინ, როდესაც მათი მხრიდან სრულად მოხდება კვალიფიციური პორტფელის შესაბამისად თითოეულისათვის გამოყოფილი საგარანტიო თანხის ლიმიტის ამოწურვა.“; ვ) 81 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „81. სააგენტო, ყოველი თვის ბოლო სამუშაო დღეს ხაზინაში მის არასაბიუჯეტო შემოსულობების ანგარიშზე არსებულ თანხას (მათ შორის, ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ფორმირებული), თუ იგი ამ დადგენილების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ ვადაში არ გადაირიცხა სადეპოზიტო ანგარიშებზე, განათავსებს მის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად შერჩეულ კომერციულ ბანკში გახსნილ სხვა სადეპოზიტო ანგარიშზე, რომელსაც დაერიცხება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთის ტოლი ან მეტი სარგებელი. ამ ანგარიშზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი კომერციული ბანკის მიერ ირიცხება სახელმწიფო ხაზინაში სააგენტოს არასაბიუჯეტო შემოსულობების ანგარიშზე და სააგენტოს მიერ მიიმართება მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ფორმირებულ საერთო სახსრებში. აღნიშნული სადეპოზიტო ანგარიში არ არის მიმდინარე მუხლის მე-3 ან/და მე-4 პუნქტების შესაბამისად გახსნილი ანგარიში).“; ზ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. პროგრამის ფარგლებში გაცემულ/რეფინანსირებულ (მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ მხოლოდ სესხის ნამეტი თანხის (ახალი სესხის) ნაწილში) სესხ(ებ)ზე კომერციული ბანკი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ხოლო კომერციული ბანკი ასევე რესტრუქტურიზებულ სესხებზე ყოველთვიურად უზრუნველყოფს (სამინისტროსთან შეთანხმებით, სააგენტოს მიერ დადგენილი ოდენობით) საკრედიტო გარანტიით სარგებლობის საკომისიოს ჩარიცხვას სააგენტოს არასაბიუჯეტო შემოსულობების ანგარიშზე საკრედიტო გარანტიის მოქმედების ვადის განმავლობაში, კომერციულ ბანკსა/მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. უცხოურ ვალუტაში რესტრუქტურიზებული/რეფინანსირებული სესხების შემთხვევაში, თითოეული სესხის ნაშთის ოდენობა დაითვლება სესხის რესტრუქტურიზაციის/რეფინანსირების დღეს არსებული ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის შესაბამისად. ამასთანავე, საკრედიტო გარანტიით სარგებლობის საკომისიოს მოცულობის დადგენისას იმ სესხების შემთხვევაში, რომლებიც ჩართულია, როგორც საკრედიტო სქემაში, ასევე „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულების შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში, სააგენტო, სესხის გარანტირებული ნაწილის მოცულობის გათვალისწინებით, იყენებს დიფერენცირებულ მიდგომას სესხის ძირი თანხის 60%-ის ჩათვლით მოცულობაზე და სესხის ძირი თანხის 60%-ის ზემოთ ოდენობაზე. ამ პუნქტით სააგენტოს მიერ მიღებული შემოსავალი, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ჩაითვალოს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებულად და ამ პროგრამის ფარგლებში მიღებული სახსრები აისახება სსიპ-ის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგებაში.“; თ) 91 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „91. ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული სქემის მომსახურების საკომისიოს გადახდის ვალდებულება კომერციულ ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას არ ეკისრება მხოლოდ იმ სესხებზე (სესხის პროგრამაში ჩართვის სრული პერიოდის მანძილზე), რომელთა მსესხებელი მეწარმე სუბიექტები ახდენენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არანაკლებ სამი პირის დასაქმებას დანართი №1-ით განსაზღვრული მიზნობრივი საქმიანობის განხორციელებისას. აღნიშნული სამი თანამშრომლიდან არანაკლებ ერთი დასაქმებული უნდა იყოს მეწარმე სუბიექტთან პროგრამაში ჩართვამდე არანაკლებ 1 წლის განმავლობაში, ხოლო არანაკლებ ერთის დასაქმება უნდა მოხდეს პროგრამაში ჩართვის ეტაპზე. ამასთანავე, მეწარმე სუბიექტის მიერ კომერციული ბანკისათვის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის წარდგენილი უნდა იქნეს შშმ პირებთან საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ შესაბამისად პროგრამაში ჩართვიდან არანაკლებ მომდევნო სამწლიანი შრომითი ურთიერთობის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტებით. ამ პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული სქემის მომსახურების საკომისიოსგან გათავისუფლების სურვილის მქონე მეწარმე სუბიექტმა მასა და შშმ პირს შორის შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად კომერციულ ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, სააგენტოში მიმართვის ფორმის გამოგზავნამდე, უნდა წარუდგინოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული, მასთან დასაქმებული შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთანავე, თუ ბენეფიციარის მხრიდან ადგილი ექნება ამ პუნქტში მოცემული პირობების დარღვევას, მას მოუწევს სქემის მომსახურების საკომისიოს გადახდა პროგრამით დადგენილი წესითა და ოდენობით (მათ შორის იმ პერიოდზეც, როდესაც გათავისუფლებული იყო საკომისიოს გადახდის ვალდებულებისგან).“; ი) 102 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „102. წინამდებარე პუნქტში დასახელებული სესხის ფარგლებში, ამ პროგრამის მე-7 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების საფუძველზე, კომერციული ბანკებიდან/მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან სახელმწიფო ხაზინაში არსებული სააგენტოს სხვა შემოსავლების ანგარიშზე დაბრუნებული სახსრები, ასევე სქემის მომსახურების საკომისიო და სადეპოზიტო და სხვა სადეპოზიტო ანგარიშზე დარიცხული სარგებელი, წარმოადგენს ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ საერთო სახსრებს, რომლებიც მიმდინარე მუხლის მე-8 და 82 პუნქტებით დადგენილი წესის დაცვით ხელმისაწვდომია პროგრამაში მონაწილე ნებისმიერი ფინანსური ინსტიტუტისათვის, მათ მიერ დამატებითი საკრედიტო გარანტიების უზრუნველყოფისათვის, განურჩევლად, სესხი გაცემული იქნება სასესხო შეთანხმების პროექტის ფარგლებში, თუ მის გარეთ.“; კ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. კონკრეტულ სესხზე საკრედიტო გარანტიის გაცემის შემთხვევაში, ბენეფიციარს იმავე სესხზე შეუძლია ისარგებლოს „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულების შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით, თუ ბენეფიციარის საქმიანობა თავსდება დადგენილების დანართი №1-ით განსაზღვრულ ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალში. ამასთანავე, თუ კონკრეტული სესხი ჩართულია როგორც საკრედიტო საგარანტიო სქემაში, ასევე „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულების შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტშიც, სქემის ფარგლებში ასეთ სესხზე გაცემული გარანტიის მოცულობა შესაძლებელია იყოს სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 80%-ის ოდენობაზე, პორტფელის გარანტიის განსაზღვრისათვის გამოიყენება ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი. ხოლო ამ სესხზე სქემის მომსახურების საკომისიოს დაკისრება ხორციელდება ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად.“. 5. მე-6 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში, კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ბენეფიციარისთვის სესხზე მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღირებულებისა და საკრედიტო გარანტიის მოცულობის ჯამის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სესხის ძირი თანხის მთლიანი მოცულობის 110 (ას ათი) პროცენტს. სესხზე მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღირებულებისა და საკრედიტო გარანტიის მოცულობის ჯამის მაქსიმალურ ოდენობაში არ გაითვალისწინება, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირის თავდებობა. ამასთანავე, თუ სესხის უზრუნველსაყოფად გამოყენებულია ის ქონება, რომელიც ერთხელ ან რამდენიმეჯერ უკვე დაგირავებულია სხვა სესხის/სესხების უზრუნველსაყოფად, პროგრამის ფარგლებში გაცემულ სესხზე მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღირებულებისა და საკრედიტო გარანტიის მოცულობის ჯამური ოდენობა დგინდება ამ პროგრამის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად სააგენტოსა და ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.“. 6. მე-7 მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სააგენტოს მიერ ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ან/და მე-4 პუნქტის შესაბამისად სადეპოზიტო ანგარიშზე ჩასარიცხი საგარანტიო თანხის ოდენობა (იმ სესხებისათვის, რომლებიც დამტკიცდა და გაიცა 2022 წლის 3 იანვრიდან), რომელიც გამოხატულია ეროვნულ ვალუტაში, განისაზღვრება კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით წინა თვის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხების შემთხვევაში, ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ლიმიტების ფარგლებში – კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მეწარმე სუბიექტთან შეთანხმებული მოთხოვნის შესაბამისად, თუმცა არაუმეტეს სესხის 28 პროცენტის ოდენობით.“; ბ) მე-7-71 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ყოველი თვის 10 რიცხვამდე კომერციული ბანკი უზრუნველყოფს წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით არსებული ფაქტობრივი პორტფელის შემადგენელი როგორც ახალი, ასევე რეფინანსირებული/რესტრუქტურიზებული სესხების (რომლებიც დადასტურების მიზნით წარდგენილია სააგენტოში 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით და შემდგომ დადასტურებულია სააგენტოს მიერ) ძირი თანხის დაფარვების შესაბამისად თანხის დაბრუნებას სახელმწიფო ხაზინაში სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლების ანგარიშზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ დრომდე, როდესაც სადეპოზიტო ანგარიშზე არსებული თანხა სრულად არ არის ამოწურული გადეფოლტებული სესხების გარანტირებული ნაწილის ჩამოჭრების შედეგად. თანხის ამოწურვის შემთხვევაში, დაფარვების მიხედვით, თანხის ჩარიცხვის ვალდებულება კომერციულ ბანკს წარმოეშობა სესხების გაცემის/რეფინანსირების/ რესტრუქტურიზაციის შედეგად ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის არსებობის შემდეგ, რის საფუძველზეც ყოველი თვის 10 რიცხვამდე კომერციული ბანკი უზრუნველყოფს წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით არსებული ფაქტობრივი პორტფელის შემადგენელი სესხების ძირი თანხის მხოლოდ მიმდინარე დაფარვების შესაბამისი პროპორციული ოდენობის თანხის სახელმწიფო ხაზინაში არსებული სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე ჩარიცხვას. 71. ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ხაზინაში სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლების ანგარიშზე დაფარვების შესაბამისად ბანკის მიერ ჩასარიცხი თანხის მოცულობა განისაზღვრება: − 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით სააგენტოში დასადასტურებლად წარდგენილი და შემდგომ სააგენტოს მიერ დადასტურებული ახალი სესხების ძირი თანხის (ასევე რეფინანსირების/რესტრუქტურიზების შესაბამისად, ნამეტი თანხის (ახალი სესხი)) გარანტირებული ნაწილის შესაბამისად, არაუმეტეს დაფარვების 31.5 პროცენტის ოდენობით; − 2022 წლის 3 იანვრიდან დადასტურებული და გაცემული სესხების ძირი თანხის გარანტირებული ნაწილის შესაბამისად, არაუმეტეს დაფარვების 28 პროცენტის ოდენობით; − 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით სააგენტოში დასადასტურებლად წარდგენილი და შემდგომ სააგენტოს მიერ დადასტურებული რესტრუქტურიზებული/რეფინანსირებული სესხების ძირი თანხის გარანტირებული ნაწილის შესაბამისად, არაუმეტეს დაფარვების 10.5 პროცენტის (რომელიც გამოხატულია ეროვნულ ვალუტაში) ოდენობით.“; გ) მე-8-81 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ყოველი თვის 8 რიცხვამდე, ამ პროგრამისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოფს წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით მისი პორტფელის შემადგენელი ახალი სესხების ძირი თანხის, ასევე რეფინანსირებისას ნამეტი თანხის (ახალი სესხი) (რომლებიც სააგენტოში დასადასტურებლად წარდგენილია 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით და შემდგომ სააგენტოს მიერ დადასტურებულია) დაფარვების შესაბამისად თანხის კალკულაციას და ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გახსნილი სადეპოზიტო ანგარიშის მომსახურების ხელშეკრულების (შემდგომში − სადეპოზიტო ანგარიშის მომსახურების ხელშეკრულება) საფუძველზე ამ სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრის თაობაზე კომერციული ბანკისათვის საგადახდო დავალების მიცემას, რომელიც დავალების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საგადახდო დავალებაში მითითებული თანხის ჩამოჭრას ამავე პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სააგენტოს სადეპოზიტო ანგარიშიდან და სახელმწიფო ხაზინაში სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლების ანგარიშზე ჩარიცხვას. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია ბანკს მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ დრომდე მისცეს სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრის დავალება, სანამ ამ დეპოზიტზე არსებული თანხა სრულად არ არის ამოწურული სესხების გარანტირებული ნაწილის ჩამოჭრების შედეგად. სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრისა და სააგენტოს საბიუჯეტო ანგარიშზე გადარიცხვის დავალების მიცემის ვალდებულება მიკროსაფინანსო ორგანიზაციას წარმოეშობა მხოლოდ ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის არსებობის შემდეგ. ანგარიშზე თანხის არსებობის შემთხვევაში, ყოველი თვის 8 რიცხვამდე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ბანკისთვის წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე, დავალების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში კომერციული ბანკი უზრუნველყოფს წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით მიკროსაფინანსო ორგანიზაციის არსებული ფაქტობრივი პორტფელის შემადგენელი სესხების ძირი თანხის მხოლოდ მიმდინარე დაფარვების შესაბამისი პროპორციული ოდენობის სახელმწიფო ხაზინაში არსებული სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე ჩარიცხვას. 81. ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ხაზინაში სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლების ანგარიშზე დაფარვების შესაბამისად ბანკის მიერ ჩასარიცხი თანხის მოცულობა (რომლის კალკულაციას ახდენს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია) განისაზღვრება: − 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით სააგენტოში დასადასტურებლად წარდგენილი და შემდგომ სააგენტოს მიერ დადასტურებულ სესხებზე (როგორც ახალი სესხის ძირის, ასევე რეფინანსირების შედეგად მხოლოდ ნამეტი თანხის) არაუმეტეს დაფარვების 31.5 პროცენტის ოდენობით; − 2022 წლის 3 იანვრიდან დამტკიცებულ და გაცემულ სესხებზე არაუმეტეს დაფარვების 28 პროცენტის ოდენობით.“; დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. კომერციული ბანკი უზრუნველყოფს საკრედიტო გარანტიის ვადის ამოწურვის, საკრედიტო გარანტიაზე სრულად უარის თქმის ან საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლების შემთხვევაში, 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით სააგენტოში დასადასტურებლად წარდგენილი და შემდგომ სააგენტოს მიერ დადასტურებული ახალი სესხის ძირი თანხის (ასევე რეფინანსირებისას/რესტრუქტურიზებისას ნამეტი თანხის (ახალი სესხი)) ნაშთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამ სესხის გარანტირებული ნაწილის შესაბამის, თუმცა არაუმეტეს ამ სესხის ძირი თანხის ნაშთის 31.5 პროცენტის, ხოლო რესტრუქტურიზებული სესხის ძირი თანხის ნაშთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამ სესხის გარანტირებული ნაწილის შესაბამის, თუმცა არაუმეტეს ნაშთის 10.5 პროცენტის, რომელიც გამოხატულია ეროვნულ ვალუტაში, ჩარიცხვას სახელმწიფო ხაზინაში არსებული სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე, საკრედიტო გარანტიის ვადის ამოწურვიდან, საკრედიტო გარანტიაზე სრულად უარის თქმიდან, საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში.“; ე) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი: „101. კომერციული ბანკი უზრუნველყოფს საკრედიტო გარანტიის ვადის ამოწურვის, საკრედიტო გარანტიაზე სრულად უარის თქმის ან საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლების შემთხვევაში, 2022 წლის 3 იანვრიდან დამტკიცებული და გაცემული სესხის ძირი თანხის ნაშთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამ სესხის გარანტირებული ნაწილის შესაბამის, თუმცა არაუმეტეს ამ სესხის ძირი თანხის ნაშთის 28 პროცენტის ჩარიცხვას სახელმწიფო ხაზინაში არსებული სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე, საკრედიტო გარანტიის ვადის ამოწურვიდან, საკრედიტო გარანტიაზე სრულად უარის თქმიდან, საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში.“; ვ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. საკრედიტო გარანტიის ვადის ამოწურვის, საკრედიტო გარანტიაზე სრულად უარის თქმის, საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლების შემთხვევაში, დასახელებული შემთხვევების დადგომიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოფს მის მიერ 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით სააგენტოში დასადასტურებლად წარდგენილი და შემდგომ სააგენტოს მიერ დადასტურებული ახალი სესხის ძირი თანხის, ასევე რეფინანსირების შედეგად ნამეტი თანხის (ახალი სესხი) ნაშთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამ სესხის გარანტირებული ნაწილის შესაბამის, თუმცა არაუმეტეს ნაშთის 31.5 პროცენტის კალკულაციასა და ანგარიშის მომსახურების ხელშეკრულების შესაბამისად კომერციული ბანკისთვის საგადახდო დავალების მიცემას, სააგენტოს მიერ ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გახსნილი სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრისა და სახელმწიფო ხაზინაში არსებული სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე გადარიცხვის თაობაზე.“; ზ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინარსის 111 პუნქტი: „111. საკრედიტო გარანტიის ვადის ამოწურვის, საკრედიტო გარანტიაზე სრულად უარის თქმის, საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლების შემთხვევაში, დასახელებული შემთხვევების დადგომიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოფს მის მიერ 2022 წლის 3 იანვრიდან დამტკიცებული და გაცემული სესხის ძირი თანხის ნაშთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამ სესხის გარანტირებული ნაწილის შესაბამის, თუმცა არაუმეტეს ნაშთის 28 პროცენტის კალკულაციასა და ანგარიშის მომსახურების ხელშეკრულების შესაბამისად კომერციული ბანკისთვის საგადახდო დავალების მიცემას, სააგენტოს მიერ ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გახსნილი სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრისა და სახელმწიფო ხაზინაში არსებული სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე გადარიცხვის თაობაზე.“; თ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „16. კომერციული ბანკი ყოველი თვის 15 რიცხვამდე უზრუნველყოფს ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-3 ან/და მე-4 პუნქტის შესაბამისად გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშებზე ეროვნულ ვალუტაში გამოხატული დეპოზიტის საპროცენტო სარგებლის ჩარიცხვას ხაზინაში სააგენტოს სხვა არასაბიუჯეტო შემოსულობების ანგარიშზე, რომელიც სააგენტოს მიერ მიიმართება მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ფორმირებულ საერთო სახსრებში. კომერციული ბანკი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გაცემულ/რეფინანსირებულ/რესტრუქტურიზებულ სესხებზე საკრედიტო გარანტიით სარგებლობის საკომისიოს თანხის ჩარიცხვა ამ პუნქტში დასახელებულ ანგარიშზე, ამ პუნქტშივე დასახელებულ ვადაში.“; ი) 161 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „161. ყოველი თვის 15 რიცხვამდე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოფს მის მიერ გაცემულ/რეფინანსირებულ სესხებზე (მხოლოდ ნამეტ თანხაზე) საკრედიტო გარანტიით სარგებლობის საკომისიოს თანხის ჩარიცხვას ხაზინაში სააგენტოს სხვა არასაბიუჯეტო შემოსულობების ანგარიშზე, რომელიც სააგენტოს მიერ მიიმართება მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ფორმირებულ საერთო სახსრებში.“. 7. მე-9 მუხლში: ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 და 91 პუნქტები: „81. 2023 წლის 3 იანვრის შემდეგ გაცემული სესხის ამოღების შედეგად მიღებული თანხიდან პირველ რიგში დაკმაყოფილდება ბანკის/ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხარჯი, საიდანაც მოხდება სააგენტოსთვის შესაბამისი სქემის მომსახურების საკომისიოს ჩარიცხვა, შემდგომ დაკმაყოფილდება ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მოთხოვნა სრულად და თანხის დარჩენის შემთხვევაში აღნიშნული თანხის ფარგლებში მოხდება სააგენტოს მოთხოვნის დაკმაყოფილება სესხის ამოღების შედეგად მიღებული გარანტირებული ნაწილის შესაბამისად.“. „91. სესხის ამოღების შედეგად მიღებული თანხის გადანაწილება, 2022 წლის 3 იანვრიდან 2023 წლის 3 იანვრამდე დადასტურებული და გაცემული სესხების შემთხვევაში, ხდება სესხის გარანტირებული და არაგარანტირებული ნაწილის პროპორციულად. ამოღებული თანხის სესხის გარანტირებული ნაწილის შესაბამისი მოცულობა, თუმცა არაუმეტეს ამოღებული თანხის 80 პროცენტისა, ჩაირიცხება ხაზინის ანგარიშზე, ხოლო დანარჩენი ნაწილი ჩაერიცხება კომერციულ ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას. ამასთანავე, თუ დადგა იმ რეფინანსირებული სესხის დეფოლტის შემთხვევა, რომელიც გაცემული და რეფინანსირებულია პროგრამის ფარგლებში, ამოღებული თანხის გადანაწილებისას, ამოღებული თანხიდან სესხის გარანტირებული ნაწილის შესაბამისი მოცულობა, თუმცა არაუმეტეს ამოღებული თანხის 80 პროცენტისა, ჩაირიცხება ხაზინის ანგარიშზე, ხოლო დანარჩენი ნაწილი ჩაერიცხება კომერციულ ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას.“; ბ) მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. იმ სესხების შემთხვევაში, რომელთა გაცემაც მოხდა 2023 წლის 3 იანვრამდე, თუ სესხის ამოღების პროცესში ვერ მოხდა უზრუნველყოფილი ქონების რეალიზაცია და, აქედან გამომდინარე, განხორციელდა კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ბენეფიციარის ქონების დასაკუთრება, კომერციული ბანკის მიერ დასაკუთრებული ქონების რეალიზაცია უნდა განხორციელდეს მაქსიმუმ 2 (ორი) წლის განმავლობაში, ხოლო მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ მაქსიმუმ 3 (სამი) წლის ვადაში სააგენტოსთვის კუთვნილი ნაწილის ჩარიცხვა ხაზინის ერთიან ანგარიშზე განხორციელდება კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ დასაკუთრებული ქონების რეალიზაციის შემდეგ, ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების შესაბამისად. ხოლო იმ სესხების შემთხვევაში, რომელთა გაცემაც მოხდა 2023 წლის 3 იანვრიდან, თუ სესხის ამოღების პროცესში ვერ მოხდა უზრუნველყოფილი ქონების რეალიზაცია და, აქედან გამომდინარე, განხორციელდა კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ბენეფიციარის ქონების დასაკუთრება, კომერციული ბანკის მიერ დასაკუთრებული ქონების რეალიზაცია უნდა განხორციელდეს მაქსიმუმ 2 (ორი) წლის განმავლობაში, ხოლო მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ მაქსიმუმ 3 (სამი) წლის ვადაში სააგენტოსთვის კუთვნილი (ძირის გარანტირებული ნაწილის) ნაწილის ჩარიცხვა ხაზინაში სააგენტოს სხვა არასაბიუჯეტო შემოსულობების ანგარიშზე განხორციელდება კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ დასაკუთრებული ქონების რეალიზაციისა და მისი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შემდეგ, ამ მუხლის 81 და მე-9 პუნქტების შესაბამისად. აღნიშნული თანხები სააგენტოს მიერ მიიმართება მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ფორმირებულ საერთო სახსრებში. 11. თუ ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ მოხდა დასაკუთრებული ქონების რეალიზაცია, აღნიშნული ქონების სალიკვიდაციო ღირებულების ხელახალი შეფასების საფუძველზე, ორი თვის განმავლობაში კომერციული ბანკი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოფს სააგენტოსთვის კუთვნილი ნაწილის ჩარიცხვას ხაზინის ერთიან ანგარიშზე, ამ მუხლის მე-8, 81 და მე-9 პუნქტების შესაბამისად.“. 8. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ პროგრამით გათვალისწინებულ გარანტიაზე ხელმისაწვდომობის მიზნით, ამავე პროგრამით დადგენილი წესით, კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ სესხის დადასტურების მიზნით სააგენტოსთვის მიმართვის ბოლო ვადად განისაზღვრება არა უგვიანეს 2022 წლის 15 დეკემბრისა. აღნიშნული ვადის დასრულების შემდეგ, პროგრამაზე ხელმისაწვდომობის მიზნით, ამავე პროგრამით დადგენილი წესით, სააგენტოსთვის მიმართვის ვადა გაგრძელდება 2023 წლის 3 იანვრიდან 2023 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.“. 9. მე-13 მუხლის მე-4 – მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 10. დანართ №1-ში: ა) ეკონომიკური საქმიანობის 01.45.0 ქვეკლასის დასახელება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“; ბ) ეკონომიკური საქმიანობის კოდი 55.20.0 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“; გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის ეკონომიკური საქმიანობის კოდები: „
“. 11. დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №2 სასტუმროს (NACE კოდი: 55.10.1; 55.10.2) მინიმალური კრიტერიუმები ქვემოთ მოცემული კრიტერიუმების დაცვით სასტუმროს მიმართულებით სარგებლობა დასაშვებია საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ქ. თბილისისა და ქ. ბათუმის (საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 14 ივნისის №4757-Iს დადგენილების ამოქმედებამდე არსებულ ადმინისტრაციულ საზღვრებში) გარდა. სავალდებულოა სასტუმროს მინიმალური კრიტერიუმების დაკმაყოფილება №2 დანართის შესაბამისად, როგორც ახალი სასტუმროს მშენებლობის შემთხვევაში (მინ. 10 ნომრის ორგანიზება), ასევე არსებული სასტუმროს გაფართოებისას/ გადაიარაღებისას.
სასტუმროს უნდა ჰქონდეს 1-ოთახიანი ან მრავალოთახიანი ნომრები: ა) 1-ოთახიანი ნომერი – 1-ადგილიანი ან 2-ადგილიანი – არანაკლებ 18 კვ/მ-ისა, მათ შორის – სააბაზანო/სანიტარიული კვანძის ფართობი არანაკლებ 4 კვ/მ-ისა; ბ) მრავალოთახიანი ნომერი (აპარტამენტი) 2-ადგილიანი ან 2+ ადგილიანი – თითოეულ სტუმარზე არანაკლებ 8 კვ/მ-ისა, მათ შორის – სააბაზანო/სანიტარიული კვანძის ფართობი არანაკლებ 2 კვ/მ-ისა.
ნომრებში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საწოლის ჩამატების შესაძლებლობა.
გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ლიფტი არაეფექტურია ტექნიკურ-ეკონომიკური და ესთეტიკური თვალსაზრისით და არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი პირობა (რაც უნდა დადასტურდეს შესაბამისი დოკუმენტაციით): ა) შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული მახასიათებლებიდან გამომდინარე, სალიფტე შახტის შესრულება შეუძლებელია; ბ) შენობა-ნაგებობა განლაგებულია ისეთ რთულ რელიეფზე (ფერდობზე, ტერასაზე და სხვა), რომელიც არ იძლევა სალიფტე შახტის შესრულების საშუალებას; გ) არ შეესაბამება შენობა-ნაგებობის ტექნიკურ-საექსპლუატაციო და საყოფაცხოვრებო ნორმებს; დ) თუ შენობა-ნაგებობა წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და მისი ადაპტაცია გამოიწვევს ძეგლის მხატვრულ-ესთეტიკური, ისტორიული და სხვა მნიშვნელობის შემცირებას.
ა) გარე განათება; ბ) შენობის შიდა ფართობის განათება; გ) საშხაპე/აბაზანა, ხელსაბანი, უნიტაზი; დ) სასტუმრო ოთახ(ებ)ისა და სანიტარიული კვანძის სათანადო განათება და ელექტრომომარაგება.
ა) ნომერში არანაკლებ ერთი ფანჯრისა, ბუნებრივი განათებისათვის (ხმაურდამცავი მინაპაკეტით); ბ) ოთახების ცენტრალური ან/და ინდივიდუალური კონდიცირება (გათბობა/გაგრილების სისტემა), აღჭურვილი ინდივიდუალური მართვის საშუალებებით; გ) დამხმარე ოთახებისა (საჭიროების მიხედვით) და საზოგადოებრივი ადგილების ცენტრალური ან/და ინდივიდუალური კონდიცირება (გათბობა/გაგრილების სისტემა).
ა) ხანძარსაწინააღმდეგო ინსტრუქცია ქართულ და უცხო ენებზე; ბ) საევაკუაციო სქემა სტუმრისთვის თვალსაჩინო ადგილას.
ა) სასტუმროსთან ეტლით მისასვლელი პანდუსი; ბ) შენობის შიგნით შეუფერხებელი გადაადგილება; გ) ლიფტით, ეტლით გადაადგილება; დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სასტუმროში განთავსების საშუალება.
ა) განცალკევებული, დამოუკიდებელი რეგისტრაციის ადგილი; ბ) მინიმუმ სამადგილიანი მოსასვენებელი რეცეფციასთან; გ) სანიტარიული კვანძი მისაღებ სივრცეში.
სასადილო ან რესტორანი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები