დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ონის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | ონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/01/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/01/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.118.016365 |
|
ონის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 851 მუხლის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ონის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი დანართი N1-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ონის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა დანართი №2-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ონის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1. ონის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს ონის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების (შემდგომ – მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებები) მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესს, ფორმას, ადგილს და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხას.
2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ის საკითხები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული საქართველოს კანონმდებლობით, რეგულირდება ამ წესით. 3. ამ წესით განსაზღვრული პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა არ არის ამომწურავი და არ ათავისუფლებს შესაბამის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებებს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულებისგან. |
მუხლი 2.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი |
1. მუნიციპალიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს ამ დადგენილებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება საკუთარ ელექტრონულ რესურსებზე (www.oni.gov.ge).
2. ამ წესით განსაზღვრული პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა არ არის ამომწურავი და არ ათავისუფლებს ონის მუნიციპალიტეტს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულებისაგან. 3. ამ დადგენილებით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციასთან ერთად მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, საკუთარი საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში დამატებით პროაქტიულად გამოაქვეყნოს საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია. 4. პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ღიაა და თანაბრად ხელმისაწვდომი ნებისმიერი პირისათვის. დაუშვებულია პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის მიღებაზე საფასურის ან/და სხვა ნებისმიერი შეზღუდვების დადგენა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა. 5. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება მუნიციპალიტეტს არ ათავისუფლებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით იმავე ან სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისაგან. 6. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი. |
მუხლი 3.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტი |
1. მუნიციპალიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს ელექტრონულად გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტე, ნამდვილობა და პერიოდული განახლება. პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის განახლებისას უნდა მიეთითოს განახლების თარიღი.
2. საჯარო ინფორმაცია ელექტრონულ რესურსზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე. |
დანართი №2
|
ონის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა
|
შენიშვნა 1. ნუსხის მიზნებისთვის „თანამდებობის პირი“ გულისხმობს „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულ პირებს. შენიშნვა 2. კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასასრულიდან 1 თვის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის განახლება დაკავშირებულია შესაბამის სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანასთან, ინფორმაცია უნდა განახლდეს შესაბამისი ცვლილების ძალაში შესვლიდან 10 დღეში.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები