„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/01/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017649
13
23/01/2023
ვებგვერდი, 24/01/2023
200090000.22.033.017649
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №13

2023 წლის 23 იანვარი

ქ. თბილისი

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016105) დამტკიცებული წესის 381 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 382 მუხლი:

მუხლი 382. „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ან საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში დახმარება გადასახადების  ამოღებაში

1. „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ან საქართველოს მიერ სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში, ხელშემკვრელი  სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ, ამავე სახელმწიფოში წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების ამოღების მიზნით წარდგენილი „დახმარების შესახებ მოთხოვნის“  შესრულებისას გამოიყენება  ამ წესის XIII თავით განსაზღვრული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება.

2. ამ მუხლის მიზნებისთვის, „დახმარების შესახებ მოთხოვნა“  ნიშნავს „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ან სხვა საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიმართვას საგადასახადო ორგანოსთვის საგადასახადო დავალიანების ამოღებაში დახმარების მიღების მიზნით.

3. „დახმარების შესახებ მოთხოვნა“  უნდა შეიცავდეს:

ა)  ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს დასახელებას;

ბ) მოთხოვნის მიმღები საგადასახადო ორგანოს დასახელებას;

გ) ხელშემკვრელი სახელმწიფოს  გადასახადის გადამხდელის რეკვიზიტებს, კერძოდ, დასახელებას/სახელს, გვარს, საიდენტიფიკაციო ნომერს, აგრეთვე ელექტრონული ფოსტის  და იურიდიულ ან/და ფაქტობრივ მისამართს საქართველოში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

დ) ხელშემკვრელი სახელმწიფოს გადასახადის გადამხდელის საქართველოში გახსნილი საბანკო ანგარიშის ნომერს, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ე) იმ გადასახადების სახეებს და ოდენობას, რომელთა ამოღებაში დახმარებას ითვალისწინებს „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენცია ან  საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულება; ასევე, ამ გადასახადებთან მიმართებით დაკისრებულ საურავებს, ადმინისტრაციულ ჯარიმებს და გადასახადების ამოღებასთან დაკავშირებულ დანახარჯებს;

ვ) ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოთხოვნაში მითითებული თანხა ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად არ ექვემდებარება დავას, ან ხელშემკვრელი სახელმწიფოს სასამართლოს ან ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებებს და სხვას;

ზ) „დახმარების შესახებ მოთხოვნის“ არსის მოკლე შინაარსს, ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების წარმოშობის სამართლებრივ საფუძველს, მისი წარმოშობის თარიღს და სხვა ინფორმაციას, რომელიც საჭიროა მოთხოვნის შესასრულებლად;

თ) ხელშემკვრელი სახელმწიფოს საბანკო ანგარიშს, რომელზეც უნდა მოხდეს თანხის ჩარიცხვა, საგადასახადო  დავალიანების ამოღების შემთხვევაში.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, შესაძლებელია დანართის სახით ერთვოდეს „დახმარების შესახებ მოთხოვნას“.

 5. „დახმარების შესახებ მოთხოვნაში“ საგადასახადო დავალიანების თანხა, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება მოთხოვნის შესრულება, ასახული უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარში) და არ უნდა იყოს 1000 ლარზე ნაკლები, ამასთან, საგადასახადო დავალიანების (მათ შორის, საურავის მიხედვით) გაზრდის შემთხვევაში, აღნიშნულ თანხაზე  ხელშემკვრელი სახელმწიფო წარმოადგენს ახალ „დახმარების შესახებ მოთხოვნას“ ამავე პუნქტში აღნიშნული თანხის მინიმალური ზღვრული ოდენობის გათვალისწინებით.

6. ამ წესის XIII თავით განსაზღვრული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებით „დახმარების შესახებ მოთხოვნის“ შესრულებისას გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი დებულებები.

7. საინკასო დავალება საბანკო დაწესებულებას წარედგინება მატერიალური ფორმით „დახმარების შესახებ მოთხოვნასთან“ ერთად. იმ შემთხვევაში, თუ  „დახმარების შესახებ მოთხოვნაში“ არ არის ასახული ხელშემკვრელი სახელმწიფოს გადასახადის გადამხდელის საქართველოში გახსნილი საბანკო ანგარიშის ნომერი, საინკასო დავალების წარდგენა საბანკო დაწესებულებაში შესაძლებელია საბანკო ანგარიშის მითითების გარეშე. ამასთან, საინკასო დავალების წარდგენის შესახებ ხელშემკვრელი სახელმწიფოს გადასახადის გადამხდელს  „დახმარების შესახებ მოთხოვნაში“ მითითებულ ელექტრონული ფოსტის ან იურიდიულ ან/და ფაქტობრივ მისამართზე საქართველოში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ეგზავნება შეტყობინება.

8. საბანკო დაწესებულება ვალდებულია, პირველ რიგში, შეასრულოს საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალება საქართველოში წარმოშობილი გადასახადის თანხის ჩამოწერის თაობაზე, თუ ხელშემკვრელი სახელმწიფოს გადასახადის გადამხდელს იმავდროულად უფიქსირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საგადასახადო დავალიანებაც.

9. „დახმარების შესახებ მოთხოვნის“ შესრულების მიზნით წარდგენილი საინკასო დავალების  საფუძველზე, ხელშემკვრელი სახელმწიფოს გადასახადის გადამხდელის  საბანკო ანგარიშიდან ჩამოწერილი თანხა ირიცხება ბიუჯეტის შესაბამის სახაზინო  კოდზე.  ამასთან, „დახმარების შესახებ მოთხოვნაში“ მითითებულ საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვას ახორციელებს სახელმწიფო ხაზინა შემოსავლების სამსახურის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის/საგადახდო დავალების საფუძველზე, თანხის გადარიცხვის დროს მოქმედი ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით შესაბამის ვალუტაში. თანხის გადარიცხვის საკომისიო ეკისრება ხელშემკვრელ სახელმწიფოს.

10. იმ შემთხვევაში, თუ „დახმარების შესახებ მოთხოვნის“  შესაბამისად წარდგენილი საინკასო დავალების შესრულება განხორციელდა ერთდროულად რამდენიმე საბანკო დაწესებულების მიერ და შესაბამისად,  საბანკო ანგარიშიდან ჩამოწერილი თანხები აღემატება „დახმარების შესახებ მოთხოვნაში“ მითითებულ თანხას, ზედმეტად ჩამოწერილი თანხის დაბრუნებას, შემოსავლების სამსახურის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის/საგადახდო დავალების საფუძველზე, ახორციელებს სახელმწიფო ხაზინა ხელშემკვრელი სახელმწიფოს გადასახადის გადამხდელის იმ საბანკო ანგარიშზე, საიდანაც უკანასკნელად განხორციელდა საინკასო დავალებით თანხის ჩამოწერა.

11. „დახმარების შესახებ მოთხოვნის“ სრულად ან ნაწილობრივ შესრულების შემთხვევაში, ხელშემკვრელ სახელმწიფოს შემოსავლების სამსახურის მიერ წერილობით ეცნობება საგადასახადო დავალიანების  ამოღების თარიღის, ამოღებული თანხის (ლარში) ოდენობის და თანხის გადარიცხვის  თარიღის შესახებ.

12. შემოსავლების სამსახური აწარმოებს ინფორმაციის აღრიცხვას მიღებული, სრულად/ნაწილობრივ შესრულებული ან შეუსრულებელი „დახმარების შესახებ მოთხოვნის“, ამოღებული და ხელშემკვრელი სახელმწიფოსთვის გადარიცხული თანხების შესახებ.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი