„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 ივნისის №397 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/01/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 140080000.10.003.023862
29
23/01/2023
ვებგვერდი, 23/01/2023
140080000.10.003.023862
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 ივნისის №397 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №29

2023 წლის 23 იანვარი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 ივნისის №397 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 ივნისის №397 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/06/2014, 140080000.10.003.018017) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

1. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვალდებულებათა შესასრულებლად, ბრძოლისუნარიანობის ამაღლებისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეებს დაუწესდეთ:

 ა) კვებით უზრუნველყოფის საკომპენსაციო თანხა − თვეში 300 (სამასი) ლარის ოდენობით, პირადი დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურს ასრულებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და მათი ოჯახის წევრების დაცვის ცვლებში;

ბ) საკომპენსაციო თანხა სასურსათო ულუფით უზრუნველყოფაზე სამსახურის უფროსის ბრძანებით უფლებამოსილ თანამშრომლებს სამუშაო (სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების) დღეებზე, იმ შემთხვევაში, თუ, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, სამსახური ვერ ახორციელებს მათ საულუფე კმაყოფას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის სასურსათო ულუფის საკომპენსაციო თანხა განისაზღვროს:

ა) საუზმისათვის − 2 (ორი) ლარის ოდენობით;

ბ) სადილისათვის − 4 (ოთხი) ლარის ოდენობით;

გ) ვახშმისათვის − 2 (ორი) ლარისა და 50 (ორმოცდაათი) თეთრის ოდენობით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხა არ გაიცემა უფლებამოსილი მოსამსახურისათვის სამსახურებრივი მივლინების გაფორმებისა და აღნიშნულის საფუძველზე მისთვის სადღეღამისო ნორმის ანაზღაურების შემთხვევაში.“.

2.  11 მუხლი ამოღებულ იქნეს.

3. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. უფლებამოსილ მოსამსახურეთა სრული ან ნაწილობრივი საულუფე კმაყოფის შემთხვევაში, ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული სასურსათო ულუფის საკომპენსაციო თანხა არ გაიცემა ან გაიცემა გაწეული კვებით უზრუნველყოფის გათვალისწინებით. ამასთან, სასურსათო ულუფით უზრუნველყოფისათვის საჭირო ხარჯები განისაზღვრება სამსახურის თანამშრომლებისთვის კანონმდებლობით დადგენილი კვებით უზრუნველყოფის საორიენტაციო ნორმების შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი