დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 31 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 23/01/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/01/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 280070040.10.003.023864 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/07/2012, 280070040.10.003.016952) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“ მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. თუ ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს სოციალური პაკეტი შეუწყდება 18 წლის ასაკის მიღწევის გამო, სოციალური პაკეტის შეწყვეტის თვიდან მომდევნო 3 თვის ვადაში შეზღუდული შესაძლებლობის ახალი სტატუსის დადგენისა და ამავე ვადაში განცხადებითა და საჭირო დოკუმენტით სააგენტოში მიმართვის შემთხვევაში, სოციალური პაკეტი დაენიშნება საერთო წესის შესაბამისად და დამატებით მიეცემა შეწყვეტილი სოციალური პაკეტის თვიდან მიუღებელი თანხები, დანიშნული გასაცემლის ოდენობის შესაბამისად. ამ ვადის გასვლის შემდეგ სოციალური პაკეტის დანიშვნა და ანაზღაურება ხორციელდება მოქმედი პირობების შესაბამისად.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები