დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებათა შესრულების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 48/2003 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 01/12/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 137, 01/12/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.190.020.13.007.006.212 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.212
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო
კომისიის დადგენილება №48/2003
2003 წლის 30 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების შესრულების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტის საფუძველზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი I
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე არჩევნებისათვის:
1. პარტიის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის ახალ ვადად განისაზღვროს არა უგვიანეს 2003 წლის 2 დეკემბრისა.
2. საქართველოს პრეზიდენტობის კადიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად, კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენის ახალ ვადად განისაზრვროს არა უგვიანეს 2003 წლის 12 დეკემბრისა.
3. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციაში გატარების ახალ ვადად განისაზღვროს არა უგვიანეს 2003 წლის 17 დკემბრისა.
მუხლი II
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი III
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ზ. ჭიაბერაშვილი
კომისიის მდივანი დ. ქიტოშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები