დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაციის პირობების დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
მიღების თარიღი | 26/01/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/01/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.017027 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (26/01/2023 - 08/09/2023)
|
სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაციის პირობების დამტკიცების შესახებ
|
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების 57 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
1. 2025 წლის 1 იანვრიდან, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი №1) მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლად განისაზღვროს დაწესებულება, რომელსაც მოპოვებული ექნება საერთაშორისო აკრედიტაცია, შემდეგი წესის მიხედვით:
ა) სტაციონარული და ამბულატორიული/დღის სტაციონარის პირობებში განსახორციელებელი მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებს (გარდა ,,ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის შესაბამისი წლის დადგენილებით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „სოფლის ექიმი - პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“ მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებებისა) მოეთხოვებათ აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით შეარჩიონ აკრედიტაციის განმახორციელებელი ორგანიზაციები, რომლებიც აკმაყოფილებენ ერთდროულად შემდეგ კრიტერიუმებს: ა.ა) გარე შეფასების განმახორციელებელი ორგანიზაციებისთვის აკრედიტაციის მიმნიჭებელი საერთაშორისო ორგანოს - ,,ჯანმრთელობის დაცვის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების/გარე შეფასების ასოციაციის“ (International Society for Quality in Health Care/External Evaluation Association (ISQua/ISQuaIEEA) წევრობა და მინიჭებული აკრედიტაცია; ა.ბ) ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ან კანადაში, ან ამერიკის შეერთებულ შტატებში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის ჩამოყალიბებული პრაქტიკა; 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, რეკომენდებულია სამედიცინო დაწესებულებამ აკრედიტაციისთვის მიმართოს ქვემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციებიდან ერთ-ერთს, ან თავად შეარჩიოს ორგანიზაცია: ა) Accreditation Canada; ბ) American Accreditation Commission International (AACI); გ) Joint Commission International (JCI); დ) Kooperation für Transparenz und Qualität im Krankenhaus (KTQ); ე) TEMOS International Healthcare Accreditation; ვ) The Australian Council on Healthcare Standards International (ACHS International). 3. ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებებისთვის, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუქტით განსაზღვრული აკრედიტაციის მექანიზმისა, ასევე დაშვებულ იქნეს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (International Organization for Standardization-ISO) შეფასების სტანდარტთან ISO9001 შესაბამისობის დამადასტურებელი მოწმობის მოპოვების შესაძლებლობა. 4. ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებებისთვის, ასევე დაშვებულ იქნეს ISO15189 სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი მოწმობის მოპოვების შესაძლებლობა. 5. აკრედიტაციის/ISO სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასების განმახორციელებელი ორგანიზაციის ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ჩამონათვალიდან შერჩევის შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, შეტყობინება გაუგზავნოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო), აკრედიტაციის პროცესის დაწყებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტისგან განსხვავებულ შემთხვევაში, თუ სამედიცინო დაწესებულება აკრედიტაციის/ISO სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასების განხორციელებისთვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ჩამონათვალში მითითებული ორგანიზაციების ნაცვლად შეარჩევს სხვა ორგანიზაციას, სავალდებულოა, აკრედიტაციის დაწყებამდე, შერჩეული ორგანიზაციის შესახებ შეთანხმების მიზნით, ინფორმაცია მიაწოდოს სამინისტროს. 7. აკრედიტაციისა და ISO სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი მოწმობა განახლებულ/მოპოვებულ იქნეს შეფასების განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ დადგენილი პერიოდულობის შესაბამისად, უწყვეტობის პრინციპის დაცვით. |
მუხლი 2 |
სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, არაუგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა, სამინისტროს წარუდგინოს შუალედური ინფორმაცია შერჩეულ აკრედიტაციის/ISO სერტიფიცირების განმახორციელებელ ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულების/თვითშეფასების შევსებული კითხვარის/სხვა დამატებითი დოკუმენტაციის სახით, რომელიც ასახავს/ადასტურებს სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარე აკრედიტაციის/სერტიფიცირების პროცესს. |
მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები