,,ქურთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 09 იანვრის #1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები ქურთას მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/01/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/01/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 09/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.146.016222
4
17/01/2023
ვებგვერდი, 18/01/2023
010250050.35.146.016222
,,ქურთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 09 იანვრის #1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქურთას მუნიციპალიტეტი
 
ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2023 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი

„ქურთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 09 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

,,ქურთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 09 იანვრის №1 დადგენილებით (www.matsne.gov.ge , 10/01/2023, 010250050.35.146.016219) დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სტიქიური მოვლენების და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგად დაზარალებული იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტში,მიეცეთ ერთჯერადი ფულადი დახმარება დამდგარი ზიანის მიხედვით,  მაგრამ არაუმეტეს 4000 ლარისა“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის 01 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

ქურთას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით თუთარაშვილი