დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საბროკერო კომპანიისა და რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გადაცემის წესების პროექტების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია |
| მიღების თარიღი | 22/12/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 148, 25/12/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/08/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.17.010.006260 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (25/12/2003 - 04/08/2010)
საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის
დადგენილება №35
2003 წლის 22 დეკემბერი
ქ. თბილისი
საბროკერო კომპანიისა და რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გადაცემის წესების პროექტების თაობაზე
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების საფუძველზე საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია ადგენს:
1. მოწონებულ იქნეს და საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნულ კომისიასთან შეთანხმებულად იქნეს აღიარებული:
ა) „საბროკერო კომპანიის მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის“ პროექტი;
ბ) „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის“ პროექტი.
2. წინამდებარე დადგენილების პირველ პუნქტში მითითებული წესების საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ნორმატიულ აქტებად გამოცემის შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნულმა კომისიამ განახორციელოს საზედამხედველო ფუნქციები საბროკერო კომპანიებისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების მიერ ამ წესების მოთხოვნათა დაცვაზე.
3. აღნიშნული ეცნობოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს.
კომისიის თავმჯდომარე მიხეილ ჯიბუტი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები