დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| №39 ასპინძის საარჩევნო ოლქის NN1, 2, 4 საარჩევნო უბნებში საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის მაჟორიტარული სისტემით არჩევნების განმეორებითი კენჭისყრის ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 45/2003 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 13/11/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 130, 14/11/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190020.13.007.006179 |
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №45/2003
2003 წლის 13 ნოემბერი
ქ. თბილისი
№39 ასპინძის საარჩევნო ოლქის NN1, 2, 4 საარჩევნო უბნებში საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის მაჟორიტარული სისტემით არჩევნების განმეორებითი კენჭისყრის ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 105-ე მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტების საფუძველზე:
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი I. №39 ასპინძის საარჩევნო ოლქის NN1, 2, 4 საარჩევნო უბნებში საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის მაჟორიტარული სისტემით არჩევნების განმეორებითი კენჭისყრის ახალ ვადად განისაზღვროს 2003 წლის 23 ნოემბერი.
მუხლი II. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი III. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ნანა დევდარიანი
კომისიის მდივანი გიორგი მიქანაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები