სამოქალაქო ავიაციის სფეროს რეგულირების დამტკიცების შესახებ

  • Word
სამოქალაქო ავიაციის სფეროს რეგულირების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
მიღების თარიღი 25/11/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 140, 05/12/2003
სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.11.115.006.200
  • Word
1
25/11/2003
სსმ, 140, 05/12/2003
310.150.000.11.115.006.200
სამოქალაქო ავიაციის სფეროს რეგულირების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.11.115.006.200

საქართველოს დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს _ საჯარო სამართლის იურიდიული პირი სამოქალაქო ავიაციის

ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება №1

2003 წლის 25 ნოემბერი

ქ. თბილისი

სამოქალაქო ავიაციის სფეროს რეგულირების საფასურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული „სამოქალაქო ავიაციის სფეროს რეგულირების საფასურის დებულება”.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2003 წლის 1 ოქტომბრიდან.

თავმჯდომარე ზურაბ ჭანკოტაძე

სამოქალაქო ავიაციის სფეროს რეგულირების საფასურის

დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1.  სამოქალაქო ავიაციის სფეროს რეგულირების საფასური შემუშავებულია საქართველოს კანონების „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ” მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის და „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” მე-7 მუხლის შესაბამისად.

2.  სამოქალაქო ავიაციის სფეროს რეგულირების საფასური (შემდგომში – რეგულირების საფასური) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის (შემდგომში – ადმინისტრაციის) ბიუჯეტის შექმნის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა, უშუალოდ არის დაკავშირებული ადმინისტრაციისათვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციის შესრულებასთან და არ წარმოადგენს ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავალს.

    მუხლი 2. დებულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებანი

ამ დებულების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

საანგარიშო პერიოდი – კალენდარული თვე;

ავიასაწარმო – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის რეგულირების სუბიექტი. სამოქალაქო ავიაციის დარგში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ფუნქციონირებადი ეროვნული და უცხო ქვეყნის საწარმო;

შემოსავალი – ავიასაწარმოს მიერ საანგარიშო პერიოდში სამოქალაქო ავიაციის დარგში საქმიანობიდან მიღებული ფაქტობრივი შემოსავალი (დღგ-ს გარეშე);

დ)     საჰაერო ხომალდის მაქსიმალური ასაფრენი მასა – საჰაერო ხომალდის სერტიფიცირებული მაქსიმალური ასაფრენი მასა;

ფიქსირებული ფასი – მგზავრობის (ტვირთის გადაზიდვის) გადასახდელი თანხის შემადგენელი ნაწილი (ტაქსა), რომლის ოდენობა განსაზღვრულია ამ დებულებით. ოდენობის აღნიშვნა ხდება სამგზავრო ბილეთის სპეციალურ გრაფაში.

    მუხლი 3. რეგულირების სუბიექტები

რეგულირების სუბიექტებია:

ა) „საქაერონავიგაცია”;

ბ) სამოქალაქო აეროპორტები;

გ)  საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებში რეგულარული და/ან არა­რე­­გულარული სამგზავრო და/ან სატვირთო რე­ისების განმხორცი­ელე­ბე­ლი ეროვნული და უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველები;

დ)     საავიაციო საწვავ-საცხებით საჰაერო ხომალდის გამმართველი საწარმოები;

ე)  საჰაერო ხომალდების სამგზავრო და/ან სატვირთო ტევადობის რეალიზატორები (სააგენტოები);

ვ)  საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოები;

ზ) საბორტო კვების უზრუნველყოფის საწარმოები;

თ)     საავიაციო-სატვირთო ტერმინალები;

ი)  საავიაციო სპეციალიზებული სასწავლო დაწესებულებები;

კ)  მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოების მწარმოებელი ეროვნული და უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველები;

ლ)     მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის გარეთ, როგორც გადაყვანა-გადაზიდვის, ასევე საავიაციო სამუშაოების განმხორციელებელი საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველები;

მ)  სამოქალაქო ავიაციის ფუნქციონირების უზრუნველმყოფი სხვა საწარმოები.

    მუხლი 4. რეგულირების საფასურის ოდენობა

1.  ავიასაწარმოების რეგულირების საფასურის ოდენობა განისაზღვრება:

ა) წინამდებარე დებულების მე-3 მუხლის ა), ბ), ვ) – მ) პუნ­ქტე­ბით გათვალისწინებული ავიასაწარმოებისათვის საანგარიშო პერიოდში მათ მიერ მიღებული შემოსავლისა და დადგენილი კოეფიციენტის ნამრავლით. კოეფიციენტი შეადგენს:

ა.ა) „საქაერონავიგაციისათვის” – 0.035;

ა.ბ) აეროპორტებისათვის – 0,025;

ა.გ)    მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის გარეთ, როგორც გა­დაყვანა-გადაზიდვის, ასევე საავიაციო სამუშაოების გან­მხორციელებელი სა­ქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველებისათვის, აგ­რეთ­ვე მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუ­შა­ოების მწარმოებელი ეროვნული და უცხო ქვეყნის ავიაგადამ­ზიდველებისათვის – 0.015;

ა.დ) საბორტო კვების უზრუნველყოფის საწარმოებისათვის – 0,005.

ა.ე) სხვა ავიასაწარმო­ები­სათვის – 0,01;

ბ)  რეგულარული და არარეგულარული საერთაშორისო სამგზავრო რე­­­ისე­ბის განმხორციელებელი ავიაგადამზიდველებისათვის საანგა­რი­შო პე­რი­ოდ­ში:

ბ.ა) თბილისის აეროპორტიდან გაყვანილ ყოველ მგზავრზე დაწესებული ფიქსირებული ფასით – 5 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხის ოდენობით ლარებში გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით.

ბ.ბ) საქართველოს სხვა აეროპორტებიდან (ბათუმი, ქუთაისი, სენაკი, ფოთი, თელავი) გაყვანილ ყოველ მგზავრზე – 4 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხის ოდენობით ლარებში გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით;

გ)  რეგულარული და/ან არარეგულარული საერთაშორისო სატვირთო რეისების განმხორციელებელი ავიაგადამზიდველებისათვის – საჰაერო ხომალდის მაქსიმალური ასაფრენი მასის თითოეულ ტონაზე დაწე­სებული ფიქსირებული ფასით – 3 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხის ოდენობით ლარებში გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით;

დ)     საავიაციო საწვავ-საცხებით საჰაერო ხომალდის გამმართველი ავიასაწარმოებისათვის – საჰაერო ხომალდზე მიწოდებული საწვავის თითოეულ ტონაზე – 4 ლარის ოდენობით;

საჰაერო ხომალდის სამგზავრო და სატვირთო ტევადობის რეალიზატორებისათვის (სააგენტოებისათვის):

ე.ა)    ქ. თბილისის ტერიტორიაზე განლაგების (რეგისტრაციის) შემთხვევაში – 1000 ლარის ოდენობით;

ე.ბ)    საქართველოს სხვა დასახლებულ პუნქტებში განლაგების (რეგისტრაციის) შემთხვევაში – 400 ლარის ოდენობით;

ე.გ) იმ შემთხვევაში, როდესაც საჰაერო ხომალდის სამგზავრო და სატვირთო ტევადობის რეალიზატორების (სააგენტოების) წლიური შემოსავალი 50 000 ლარზე ნაკლებია – 300 ლარი.

2. რეგულირების საფასური შეიტანება გადამხდელის მომსახურების ტარიფში, რითაც ავიასაწარმოს საშუალება ეძლევა დაფაროს ეკონომიკურად გამართლებული ხარჯები.

    მუხლი 5. რეგულირების საფასურის გადამხდელთა მოვალეობა და პასუხისმგებლობა

1.  სამოქალაქო ავიაციის სფეროს რეგულირების საფასურის გადამ­ხდე­ლები მოვალენი არიან:

ა) რეგულირების საფასური ჩარიცხონ ადმინისტრაციის ანგარიშზე ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 10 რიცხვისა, გარდა ამ დებულების მე-3 მუხლის ე) პუნ­ქტით გათვალისწინებული ავიასაწარმოებისა; აღნიშნული ავიასაწარმოები (სააგენტოები) რეგულირების საფასურის გადახდას აწარმოებენ წელიწადში ერთხელ, მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე;

ბ) ყოველთვიურად წარუდგინონ ადმინისტრაციას ინფორმაცია რეგული­რე­ბის საფასურის ჩარიცხვის შესახებ თანდართული ფორმების შე­სა­ბა­მი­სად (დანართი 1, 2, 3) არაუგვიანეს საანგარიშო პე­რი­­­ოდის მომდევნო თვის 20 რიცხვისა. გარდა, ამ დებულების მე-3 მუხლის ე) პუნქტით გათვალისწინებული ავიასაწარმოებისა. აღნიშნული ავიასაწარმოები ინფორმაციას წარადგენენ ყოველი წლის 10 ნოემბრამდე;

2.  რეგულირების საფასურის გადამხდელის მიერ ბალანსში ასახული წლიური შემოსავლების დაზუსტების შემთხვევაში კორექტირებას ექვემდებარება რეგულირების საფასურიც.

    მუხლი 6. რეგულირების სუბიექტის ლიკვიდაცია, რეორგანიზაცია, პროფილის შეცვლა და/ან საქმიანობის შეწყვეტა

რეგულირების სუბიექტის ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შეთხვევაში, რეგულირების სუბიექტი, გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღის ვადაში სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციას წარუდგენს ინფორმაციას გადახდილი და გადასახდელი რეგულირების საფასურის ოდენობის შესახებ;

საქმიანობის პროფილის შეცვლის ან საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში, რეგულირების საფასურის გადამხდელი მოვალეა გადაიხადოს პროფილის შეცვლამდე ან საქმიანობის შეწყვეტამდე წარმოქმნილი რეგულირების საფასურის დავალიანება.

    მუხლი 7. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანებით.

დანართი №1

ყოველთვიურად წარედგინება საქართველოს

სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციას

საანგარიშო პერიოდის მომდევნო

თვის 20 რიცხვამდე

 

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა

 

“–––––––––––––––––––––––––––––––––––”-ის მიერ

(ავიასაწარმოს დასახელება)

 

რეგულირების საფასურის დადგენილი ოდენობის გაანგარიშებისა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ანგარიშზე ჩარიცხვის შესახებ

 

200–– წლის –––––––––– თვისათვის

 

(გადახდის დღისათვის დადგენილი კურსით)

მაჩვენებლების დასახელება

საანგარიშო პერიოდში (კალენდარულ თვეში)

გასული წლის შესაბამის პერიოდში

საანგარიშო წლის დასაწყისი-დან

გასული წლის შესაბამის პერიოდში

1

2

3

4

5

6

I.

გაყვანილი მგზავრების რ-ბა

 

 

 

 

 

 

 

 

II.

ფიქსირებული ფასი

 

 

 

 

 

 

 

 

III.

ექვემდებარება გადარიცხვას (სტრ.I X სტრ.II)

 

 

 

 

 

 

 

 

IV.

ფაქტიურად გადარიცხულია

 

 

 

 

 

 

 

 

V.

გადასახდელი თანხა (სტრIII-სტრIV)

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხელმძღვანელი –––––––––––––––––          –––––––––––––––––––––

                             (ხელმოწერა)           (სახელი, გვარი, ტელეფონი)

 

შემსრულებელი –––––––––––––––––    –––––––––––––––––––––

                             (ხელმოწერა)           (სახელი, გვარი, ტელეფონი)

 

მთ. ბუღალტერი –––––––––––––––––   ––––––––––––––––––––

                             (ხელმოწერა)           (სახელი, გვარი, ტელეფონი)

 

“––––”––––––––––––––– 200 წ.

 

დანართი №2

ყოველთვიურად წარედგინება საქართველოს

სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციას

საანგარიშო პერიოდის მომდევნო

თვის 20 რიცხვამდე

 

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა

“–––––––––––––––––––––––––––––––––––”-ის მიერ

(ავიასაწარმოს დასახელება)

რეგულირების საფასურის დადგენილი ოდენობის გაანგარიშებისა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ანგარიშზე ჩარიცხვის შესახებ

 

200–– წლის –––––––––– თვისათვის

 

 (ლარი)

მაჩვენებლების დასახელება

საანგარიშო პერიოდში (კალენდარულ თვეში)

გასული წლის შესაბამის პერიოდში

საანგარიშო წლის დასაწყისი-დან

გასული წლის შესაბამის პერიოდში

1

2

3

4

5

6

I.

შემოსავალი

 

 

 

 

 

 

 

 

II.

დადგენილი კოეფიციენტი

 

 

 

 

 

 

 

 

III.

ექვემდებარება გადარიცხვას (სტრ.I X სტრ.II)

 

 

 

 

 

 

 

 

IV.

ფაქტიურად გადარიცხულია

 

 

 

 

 

 

 

 

V.

გადასახდელი თანხა (სტრIII-სტრIV)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხელმძღვანელი –––––––––––––––––          –––––––––––––––––––––

                             ხელმოწერა)             (სახელი, გვარი, ტელეფონი)

 

შემსრულებელი –––––––––––––––––    –––––––––––––––––––––

                             (ხელმოწერა)           (სახელი, გვარი, ტელეფონი)

 

მთ. ბუღალტერი –––––––––––––––––   ––––––––––––––––––––

                             (ხელმოწერა)           (სახელი, გვარი, ტელეფონი)

 

“––––”––––––––––––––– 200 წ.

 

დანართი №3

ყოველთვიურად წარედგინება საქართველოს

სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციას

საანგარიშო პერიოდის მომდევნო

თვის 20 რიცხვამდე

 

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა

 

“–––––––––––––––––––––––––––––––––––”-ის მიერ

(ავიასაწარმოს დასახელება)

 

რეგულირების საფასურის დადგენილი ოდენობის გაანგარიშებისა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ანგარიშზე ჩარიცხვის შესახებ

 

200–– წლის –––––––––– თვისათვის

 

 (ლარი)

მაჩვენებლების დასახელება

საანგარიშო პერიოდში (კალენდარულ თვეში)

გასული წლის შესაბამის პერიოდში

საანგარიშო წლის დასაწყისი-დან

გასული წლის შესაბამის პერიოდში

1

2

3

4

5

6

I.

მიწოდებ. საწვავის რ-ბა (ტ)

 

 

 

 

 

 

 

 

II.

ფიქსირებული ფასი

 

 

 

 

 

 

 

 

III.

ექვემდებარება გადარიცხვას (სტრ.I X სტრ.II)

 

 

 

 

 

 

 

 

IV.

ფაქტიურად გადარიცხულია

 

 

 

 

 

 

 

 

V.

გადასახდელი თანხა (სტრIII-სტრIV)

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხელმძღვანელი –––––––––––––––––          –––––––––––––––––––––

                             (ხელმოწერა)           (სახელი, გვარი, ტელეფონი)

 

შემსრულებელი –––––––––––––––––    –––––––––––––––––––––

                             (ხელმოწერა)           (სახელი, გვარი, ტელეფონი)

 

მთ. ბუღალტერი –––––––––––––––––   ––––––––––––––––––––

                             (ხელმოწერა)           (სახელი, გვარი, ტელეფონი)

 

“––––”––––––––––––––– 200 წ