„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 45
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
მიღების თარიღი 16/01/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 010210060.74.086.016045
45
16/01/2023
ვებგვერდი, 17/01/2023
010210060.74.086.016045
„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
 
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

დადგენილება №45

2023 წლის 16 იანვარი

ქ.თბილისი

„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1.    
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/02/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010210060.74.086.016001) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების დანართი 5-ით დამტკიცებული „დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობრივი სარგო (დანართი 3)“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი 3

დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობრივი სარგო

თანამდებობის დასახელება

თანამდებობრივი სარგო

დამოუკიდებელი ინსპექტორი

8745“;

ბ) დადგენილების დანართი 6-ით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული/საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 8745 ლარს.“.

მუხლი 2.    
ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული თანამდებობრივი სარგოების მოქმედება გავრცელდეს 2023 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

მუხლი 3.    
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანინიკოლოზ მარსაგიშვილი