„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკის კოორდინაციისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 10 მაისის №2-626 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2-20
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 27/01/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/01/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.023.016760
2-20
27/01/2023
ვებგვერდი, 27/01/2023
010240030.22.023.016760
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკის კოორდინაციისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 10 მაისის №2-626 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-20

2023 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკის კოორდინაციისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 10 მაისის №2-626 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :

მუხლი 1

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკის კოორდინაციისა და ანალიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 10 მაისის №2-626 ბრძანებაში (ვებგვერდი, 11/05/2021; სარეგისტრაციო კოდი: 010240030.22.023.016668) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები

დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების ან/და უწყებების მიერ წარდგენილი წინადადებების ანალიზის საფუძველზე, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების (შემდგომში – სტრატეგია და სამოქმედო გეგმა), ასევე გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავების კოორდინაცია;

ბ) სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის მონიტორინგი, შეფასება და შესრულების თაობაზე ანგარიშის მომზადება;

გ) სტრატეგიის ან/და სამოქმედო გეგმის მონიტორინგის მიზნით, სამინისტროს სისტემაში შემავალი სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან ან/და უწყებებიდან მიღებული ინფორმაციების ინტეგრაცია და სამინისტროს მასშტაბით საერთო ანგარიშის მომზადება და, შესაბამისად, სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის ან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთვის წარდგენა;

დ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა სახელმწიფო უწყების შესაბამისი სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, ასევე ამ სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული პროგრამების შესრულების ანგარიშების მომზადება და დადგენილი წესით შესაბამისი უწყებებისთვის გაგზავნა;

ე) დარგში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება;

ვ) აგროსასურსათო პროდუქციის წარმოების, ექსპორტ-იმპორტის, მოხმარების, სარეალიზაციო ფასების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება. ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო სავაჭრო/ეკონომიკური ხასიათის მთავრობათაშორისი ხელშეკრულებების პროექტების შემუშავებასა და მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობის მიღება შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებთან ან/და უწყებებთან თანამშრომლობით;

თ) პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ პოლიტიკის დოკუმენტებისა და რეკომენდაციების მომზადება ან/და კოორდინაცია;

ი) სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების სახელმწიფო მხარდამჭერი პროექტების/პროგრამების ინიციირების ან/და არსებულის განახლების მიზნით, შიდაუწყებრივი პროცესის წარმართვა და კოორდინაცია;

კ) სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების პოლიტიკის  საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა, კომუნიკაცია და კოორდინაცია;

ლ) სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების პოლიტიკის საკითხებზე, კომპეტენციის ფარგლებში, კომუნიკაციის საერთო ხედვისა და ძირითადი პრინციპების განსაზღვრა;

მ) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ნ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ შამუგია