,,შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი” დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 17 მარტის №62/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი” დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 17 მარტის №62/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 26/01/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.017028
5/ნ
26/01/2023
ვებგვერდი, 26/01/2023
470230000.22.035.017028
,,შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი” დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 17 მარტის №62/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №5/ნ

2023 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

„შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 17 მარტის №62/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:


მუხლი 1
„შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 17 მარტის №62/ნ ბრძანებით (სსმ III, 2003 წ., №23, მუხ. 15) დამტკიცებულ №1 დანართში (ინსტრუქცია „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ დადგენის წესის შესახებ“) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის:

) „ქვეპუნქტის:

.) „.ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) მყარი მოძრაობითი დარღვევები (ორი ან მეტი კიდურის ზომიერად გამოხატული პარეზი; მყარი გენერალიზებული ჰიპერკინეზები; კოორდინაციის დარღვევები), რომლებიც შენარჩუნებულია 2 და მეტი თვის განმავლობაში;“;

.) „.ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.გ) მყარი თერაპიულად რეზისტენტული ეპილეფსია, რაც მოითხოვს ხანგრძლივ მკურნალობას ანტიკონვულსანტებით;“;

.) „.ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.თ) სხვა გონებრივი ჩამორჩენილობა, რომელიც თან ახლავს სმენის ან მხედველობის  ან მეტყველების ან საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის გამოხატულ დარღვევებსა და ქცევის პათოლოგიურ ფორმებს (ბავშვებში 3 წლის ასაკიდან);“;

) „ქვეპუნქტის  „.ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა) მხედველობის სიმახვილის მყარი დაქვეითება უკეთმხედველ თვალში 0,09-0.1-მდე (კორექციით), ან მხედველობის ველის კონცენტრული შევიწროება უკეთმხედველ თვალში 150-მდე, ფიქსაციის წერტილიდან ყველა მიმართულებით.“;

) „ქვეპუნქტის  „.ქვეპუნქტი:

„გ.ე) დამოუკიდებელი სუნთქვის შეუძლებლობა ტრაქეოსტომიული მილის გარეშე ხორხისა და სასულის თანდაყოლილი ან შეძენილი დაავადებების დროს;“.

2. მე-15 მუხლის პირველი პუნქტის:

) „ქვეპუნქტის  „.ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა.გ) ერთი ან მეტი კიდურის თანდაყოლილი განუვითარებლობა, ფუნქციის მყარად გამოხატული მნიშვნელოვანი მოშლით;“;

) „ქვეპუნქტის  „.ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ბ) ლიმფოგრანულომატოზი (ჰოჯკინის ლიმფომა), ლიმფოსარკომა (არაჰოჯკინის ლიმფომა I-A, II-A სტადია).“.

3. მე-16 მუხლის პირველი პუნქტის:

) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მხედველობის ორგანოების დაავადებები და დეფექტები:

გ.ა) შეუქცევადი მორფოლოგიური ცვლილებებით განპირობებული მხედველობის სიმახვილის დაქვეითება უკეთ მხედველ თვალში 0,08-მდე (კორექციით), ან მხედველობის ველის კონცენტრული შევიწროება უკეთმხედველ თვალში 150-მდე, ფიქსაციის წერტილიდან ყველა მიმართულებით;

გ.ბ) შეუქცევადი მორფოლოგიური ცვლილებებით განპირობებული ერთი თვალის სრული ან პრაქტიკული სიბრმავე (მხედველობის სიმახვილე კორექციით 0,04 და ნაკლები, ან მხედველობის ველის კონცენტრული შევიწროება 100-მდე) ან ანოფთალმი.“;

) „ქვეპუნქტის:

.) „.ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ბ) სუნთქვის ორგანოების დაავადებები და განვითარების მანკები:

დ.ბ.ა) სუნთქვის III ხარისხის მყარი უკმარისობით;

დ.ბ.ბ) დამოუკიდებელი სუნთქვის შეუძლებლობა ტრაქეოსტომური მილის გარეშე ხორხისა და სასულის თანდაყოლილი ან შეძენილი დაავადებების დროს.“;

.) „.ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის   „..“  ქვეპუნქტები:

„დ.დ) კარდიოსტიმულატორის არსებობა;

დ.ე) გულის ანევრიზმა;

დ.ვ) თირკმლის ქრონიკული დაავადება III, IV და V სტადია.“; 

) „ქვეპუნქტის.ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ.დ) ლიმფოგრანულომატოზი (ჰოჯკინის ლიმფომა III-A, IV-A, I-B, II-B, III-B, IV-B სტადია), ლიმფოსარკომა (არაჰოჯკინის ლიმფომა III-A, IV-A, I-B, II-B, III-B, IV-B  სტადია).“;

) „ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის   „. ქვეპუნქტი:

„ი.გ) ქრონიკული ოსტეომიელიტი ფისტულოვან-დესტრუქციული ფორმა.“;

) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) გენეტიკური  და თანდაყოლილი დაავადებები:

ლ.ა) ანჰიდროტული ექტოდერმური დისპლაზია (კრისტ-სიმენს-ტურენის სინდრომი);

ლ.ბ) დაუნის სინდრომი.“;

) „ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს დაქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„მ) კანის დაავადებები:

მ.ა) მძიმე ფორმის ვულგარული ფსორიაზი, რომლის ხანგრძლივობა აღემატება 6 თვეს;

მ.ბ)  გიგანტური პიგმენტური ნევუსი (ლოკალიზებული ხილულ არეებზე – სახეზე და ზედა კიდურებზე, ზომით 20 სმ და მეტი დიამეტრის;

მ.გ) ბულოზური ეპიდერმოლიზი;

მ.დ) თანდაყოლილი იქთიოზი;

მ.ე) თანდაყოლილი პოიკილოდერმია;

მ.ვ) ექტოდერმალური დისპლაზია;

მ.ზ) ვულგარული პემფიგუსი.

ნ) გადანერგილი ორგანო(ები):

ნ.ა) გადანერგილი გული;

ნ.ბ) გადანერგილი ღვიძლი;

ნ.გ) გადანერგილი თირკმელი.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი