,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/01/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 090020020.35.151.016352
4
17/01/2023
ვებგვერდი, 17/01/2023
090020020.35.151.016352
,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2023 წლის 17 იანვარი

დაბა სტეფანწმინდა

 

,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის 3 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/03/2019, 090020020.35.151.016272) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლს დაემატოს მე-14 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„14. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით დახმარება.“.

2. დანართის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შშმ I  და  II ჯგუფის უსინათლო  ინვალიდებს - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;“.

3. დანართის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შშმ პირებს, რომლებიც ვერ ახორციელებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას – 500 (ხუთასი)ლარის ოდენობით;“.

4. დანართის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მარტოხელა შშმ პირებს, რომლებიც ვერ ახორციელებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;“.

5.  დანართის მე-9 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები სოციალური შემწეობის მიმღები, ობოლი, მრავალშვილიანი ოჯახისა და სკოლის მედალოსანი სტუდენტების სწავლის დაფინანსება აკრედიტებულ/ავტორიზებულ სასწავლებლებში, აგრეთვე იმ ოჯახების, სადაც ორი და მეტი სტუდენტია, დაფინანსებას მიიღებენ სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ ბოლო სამი წელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებსა და გიმნაზიაში.“.

6. დანართის მე-9 მუხლს დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„11. იმ სტუდენტებს, რომელთა ერთ-ერთი მშობელი შშმ პირი ან/ და პენსიონერია, აკრედიტებულ/ავტორიზებულ სასწავლებლებში სწავლა დაუფინანსდებათ  ყოველწლიური სწავლის საფასურის - 2250 ლარის 80 %-ით, რომლებიც ბოლო სამი წელი სწავლობდნენ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებსა და გიმნაზიაში, მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, შშმ პირის სამედიცინო დოკუმენტის, საპენსიო მოწმობისა და ამ პროგრამით გათვალისწინებული სხვა სავალდებულო დოკუმენტაციის  წარმოდგენის საფუძველზე;“

7. დანართის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ერთჯერადი დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 300 (სამასი) ლარის ოდენობით;“.

8. დანართის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ფსიქიკურად დაავადებულ მოქალაქეებს ერთჯერადად მიეცემათ დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;“.

9. დანართის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა სარიტუალო მომსახურება - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;“.

10. დანართის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები ავღანეთის  ომის მონაწილე  პირთა სარიტუალო მომსახურება - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;“.

11. დანართს დაემატოს მე-17 მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი17.  ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებლით დახმარება.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მუდმივად მცხოვრებ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით დახმარება გაიცეს თვეში 300 ლარის ოდენობით ექვსი  თვის განმავლობაში. პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი უწყების მიერ გაცემული შემაკავებელი ან/და დამცავი ორდერი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ნოტარიულად დამოწმებული ქირავნობის ხელშეკრულება ბენეფიციარსა და გამქირავებელს შორის, ასევე გამქირავებლის  პირადობის დამადასტურებელი მოწმობა  და საბანკო ანგარიში.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავითი ქირიკაშვილი