„საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/01/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 240080010.10.003.023850
16
16/01/2023
ვებგვერდი, 17/01/2023
240080010.10.003.023850
„საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №16

2023 წლის 16 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს №426  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/08/2018, 240080010.10.003.020742) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის“ 29-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის შემთხვევაში საკვალიფიკაციო და სხვა მოთხოვნებში, კერძო პარტნიორის მიერ უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით, გათვალისწინებული უნდა იქნეს საჯარო პარტნიორის წილის მაქსიმალური ზღვარი, რომელსაც შესაძლებელია ფლობდეს საჯარო პარტნიორი, იმ პირობით, რომ საჯარო პარტნიორის მონაწილეობა არ იქნება 51%-ზე მეტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული წარმოადგენს შერჩევის პროცესის ერთ-ერთ კრიტერიუმს ან/და საჯარო და კერძო თანამშრომლობის კომპანიის პარტნიორთა შეთანხმების ერთ-ერთ ძირითად პირობას. ხელშეკრულება და პარტნიორთა შორის შეთანხმება წარმოადგენს პროექტის დოკუმენტაციის არსებით და განუყოფელ ნაწილებს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი