დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს 1998 წლის 16 ივლისის №48 ბრძანებაში „საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მომსახურების ტარიფების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1-52 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/07/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 74, 21/07/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/07/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310120000.11.104.006578 |
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის
ბრძანება №1-1-52
2004 წლის 19 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს 1998 წლის 16 ივლისის №48 ბრძანებაში „საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მომსახურების ტარიფების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36- მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე საზღვაო დარგში ტარიფების შემდგომი ლიბერალიზაციის მიზნით, ვბრძანებ:
1. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 16 ივლისის №48 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მომსახურების ტარიფების“ კარი II „საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული მომსახურების ზედა ზღვრული სატარიფო განაკვეთები“ (გამოქვეყნებული 09.10.98 წ., გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“).
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრი კ. ბენდუქიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები