დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
მიღების თარიღი | 12/01/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/01/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 300280000.16.009.016603 |
|
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 168-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
მუხლი 1 |
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში (სსმ III, 08.12.2008 წ., №175, სარეგისტრაციო კოდი: 300.280.000.16.009.012.460) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ტარიფი 1. ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ოპერირების ფიქსირებული ტარიფი – სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ოპერირების ტარიფი – 0.019 თეთრი/კვტსთ. 2. სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ მიერ ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ოპერირების საფასური ანაზღაურდება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად.“. 2. 52 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 53 მუხლი: „მუხლი 5 3. საბითუმო საჯარო მომსახურების საფასური სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“ საბითუმო საჯარო მომსახურების საფასური 0.030 თეთრი/კვტ.სთ – ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზრის ამოქმედებიდან 2024 წლის 1 იანვრამდე.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები