“აქციზური მარკების ფერებისა და მასზე აღნიშნული ნუმერაციის განმასხვავებელი სისტემის შესახებ” ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 3 აპრილის №170 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
“აქციზური მარკების ფერებისა და მასზე აღნიშნული ნუმერაციის განმასხვავებელი სისტემის შესახებ” ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 3 აპრილის №170 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 593
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 25/11/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 136, 28/11/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 17/11/2006
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.11.117.006.194
  • Word
593
25/11/2003
სსმ, 136, 28/11/2003
190.040.000.11.117.006.194
“აქციზური მარკების ფერებისა და მასზე აღნიშნული ნუმერაციის განმასხვავებელი სისტემის შესახებ” ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 3 აპრილის №170 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.11.117.006.194

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №593

2003 წლის 25 ნოემბერი

ქ. თბილისი

„აქციზური მარკების ფერებისა და მათზე აღნიშნული ნუმერაციის განმსაზღვრელი სისტემის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 3 აპრილის №170 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

„საქართველოში ალკოჰილიანი სასმელების, ლუდისა და თამბაქოს ნაწარმის წარმოებაზე, იმპორტისა და რეალიზაციაზე აქციზური მარკების შემოღების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 მაისის №355 ბრძანებულების მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფის, აქციზური მარკების აღრიცხვისა და მათ გამოყენებაზე კონტროლის მიზნით, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

 მუხლი 1. „აქციზური მარკების ფერებისა და მათზე აღნიშნული ნუმერაციის განმსაზღვრელი სისტემის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 3 აპრილის №170 ბრძანებით („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, III ნაწილი №31, 2003 წელი, მუხ. 247) დამტკიცებულ აქციზური მარკების ფერებისა და მათზე აღნიშნული ნუმერაციის განმსაზღვრელ სისტემას (დანართი№1) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 მუხლი:

    „მუხლის 5. აქციზური მარკების დეფიციტი

აქციზური მარკებით ნიშანდების პროცესის  შეუფერხებლად წარმოების მიზნით, ერთი მოდელის, სერიისა და/ან ლიტრაჟის აქციზურ მარკაზე დეფიციტის წარმოქმნისას, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე შესაძლებელია გაიცეს სხვა მოდელის სერიისა და/ან ლიტრაჟის აქციზური მარკები”.

 მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. გოგიაშვილი