დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| 2022-2025 წლებში აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ე.წ. სახელმწიფო პროგრამის რეალიზაციაში ხელშეწყობის თაობაზე რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას შორის დადებული „შეთანხმებისა“ და მისი „რატიფიცირების“ შესახებ გადაწყვეტილებების უკანონოდ ცნობის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-რს |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 11/01/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/01/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480140030.31.060.016029 |
|
2022-2025 წლებში აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ე.წ. სახელმწიფო პროგრამის რეალიზაციაში ხელშეწყობის თაობაზე რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას შორის დადებული „შეთანხმებისა“ და მისი „რატიფიცირების“ შესახებ გადაწყვეტილებების უკანონოდ ცნობის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის 2022 წლის 4 აგვისტოს დაიდო „შეთანხმება“ 2022-2025 წლებში აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ე.წ. სახელმწიფო პროგრამის რეალიზაციაში ხელშეწყობის თაობაზე. 2022 წლის წლის 30 ნოემბერს რუსულმა მხარემ, ხოლო 29 დეკემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მისი „რატიფიცირება“ მოახდინეს.
ე.წ. შეთანხმებას არაფერი აქვს საერთო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე, აფხაზი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვასთან. აღნიშნული დოკუმენტი სინამდვილეში წარმოადგენს რუსეთის სამართლებრივ სივრცეში აფხაზეთის მოქცევისკენ, ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის წამყვანი დარგების, მსხვილი ეკონომიკური ობიექტების უკანონოდ ხელში ჩაგდებისკენ, ძალოვან სტრუქტურებზე კონტროლის კიდევ უფრო გაძლიერებისკენ, საბოლოო ჯამში კი, ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ სახიფათო ნაბიჯს. 2022-2025 წლებში აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ე.წ. სახელმწიფო პროგრამის რეალიზაციაში ხელშეწყობის შესახებ მოსკოვსა და სოხუმს შორის დადებული „შეთანხმება“ ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას, გაეროს პაქტს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ, ისე საქართველოს კანონმდებლობას, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციასა და „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონს. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, უმაღლესი საბჭო ადგენს: უკანონოდ იქნეს ცნობილი 2022-2025 წლებში აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ე.წ. სახელმწიფო პროგრამის რეალიზაციაში ხელშეწყობის თაობაზე რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას შორის დადებული „შეთანხმება“ და მისი „რატიფიცირების“ შესახებ გადაწყვეტილებები.
|
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები