„სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის 2022 წლის 2 მარტის N1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი
მიღების თარიღი 11/01/2023
დოკუმენტის ტიპი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/01/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 18/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 380050000.76.089.016008
5
11/01/2023
ვებგვერდი, 12/01/2023
380050000.76.089.016008
„სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის 2022 წლის 2 მარტის N1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი
„სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის 2022 წლის 2 მარტის N1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის

ბრძანება №5

2023 წლის 11 იანვარი

ქ. თბილისი

„სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის 2022 წლის 2 მარტის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის 2022 წლის 2 მარტის №1 ბრძანებაში  (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 04/03/2022, ს/კ380050000.76.089.016004) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.გ) L – „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველ პუნქტში მოყვანილი ცხრილის მიხედვით სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობა (ლარებში), ხოლო ქვიშა-ხრეშის შემთხვევაში  L  – „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით ამ სახეობის წიაღისეულისათვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობის ნამრავლი 7,5-ზე“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის პირველი თებერვლიდან

სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსიანდრო ასლანიშვილი