დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის 1994 წლის 1 ივლისის „საქართველოს რესპუბლიკასა და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამას შორის დახმარების შესახებ ძირითადი სტანდარტული ხელშეკრულების“ პირობების გაეროს მოსახლეობის ფონდზე გავრცელების შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 190/7 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/10/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/01/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 30/12/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016711 |
|
„საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის 1994 წლის 1 ივლისის „საქართველოს რესპუბლიკასა და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამას შორის დახმარების შესახებ ძირითადი სტანდარტული ხელშეკრულების“ პირობების გაეროს მოსახლეობის ფონდზე გავრცელების შესახებ“
2022 წლის 5 ოქტომბერი |
აღმატებულებავ,
მაქვს პატივი, ვახსენო საქართველოში განთავსებული გაეროს მოსახლეობის ფონდი („UNFPA”), გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დამხმარე ორგანო, რომელიც დაარსდა გენერალური ასამბლეის 1972 წლის 18 დეკემბრის 3019 (XXVII) რეზოლუციის შესაბამისად. UNFPA საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობს მის მოსახლეობასთან დაკავშირებული პოლიტიკისა და განვითარების სტრატეგიების შემუშავების, მიღებისა და შესრულების კუთხით. აგრეთვე, მაქვს პატივი, ვახსენო თბილისში, 1994 წლის 1 ივლისს დადებული „საქართველოს რესპუბლიკასა და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამას („UNDP”) შორის დახმარების შესახებ ძირითადი სტანდარტული ხელშეკრულება“ („UNDP ძირითადი ხელშეკრულება“), რომელიც ადგენს იმ საბაზისო პირობებს, რომელთა საფუძველზეც UNDP და მისი აღმასრულებელი ორგანოები განვითარების ღონისძიებების განხორციელებაში დახმარებას უწევენ საქართველოს მთავრობას. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, მაქვს პატივი, შემოგთავაზოთ, UNDP ძირითადი ხელშეკრულება გავრცელდეს, mutatis mutandis, საქართველოში UNFPA-ს საქმიანობასა და პერსონალზე. აგრეთვე, გთავაზობთ, რომ ზემოაღნიშნულ წინადადებაზე თქვენი წერილობითი თანხმობის მიღებით, წინამდებარე წერილების გაცვლა წარმოადგენს შეთანხმებას საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის UNDP ძირითადი ხელშეკრულების საქართველოში UNFPA-ზე გავრცელების შესახებ, თქვენი პასუხის თარიღით და ის ძალაში შედის UNFPA-ს მიერ იმ შეტყობინების მიღების დღიდან, რომლითაც საქართველოს მთავრობა იუწყება, რომ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები დასრულებულია. აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა.
[ხელმოწერა]
დოქტორი ნატალია კანემ გენერალური მდივნის მოადგილე
მისი აღმატებულება ბატონი ილია დარჩიაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისი
2022 წლის -------
აღმატებულებავ, მაქვს პატივი, დავადასტურო თქვენი 2022 წლის 5 ოქტომბრის წერილის მიღება, რომელიც შემდეგნაირად იკითხება:
„აღმატებულებავ, მაქვს პატივი, ვახსენო საქართველოში განთავსებული გაეროს მოსახლეობის ფონდი („UNFPA”), გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დამხმარე ორგანო, რომელიც დაარსდა გენერალური ასამბლეის 1972 წლის 18 დეკემბრის 3019 (XXVII) რეზოლუციის შესაბამისად. UNFPA საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობს მის მოსახლეობასთან დაკავშირებული პოლიტიკისა და განვითარების სტრატეგიების შემუშავების, მიღებისა და შესრულების კუთხით. აგრეთვე, მაქვს პატივი, ვახსენო თბილისში, 1994 წლის 1 ივლისს დადებული „საქართველოს რესპუბლიკასა და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამას (“UNDP”) შორის დახმარების შესახებ ძირითადი სტანდარტული ხელშეკრულება“ („UNDP ძირითადი ხელშეკრულება“), რომელიც ადგენს იმ საბაზისო პირობებს, რომელთა საფუძველზეც UNDP და მისი აღმასრულებელი ორგანოები განვითარების ღონისძიებების განხორციელებაში დახმარებას უწევენ საქართველოს მთავრობას. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, მაქვს პატივი, შემოგთავაზოთ, UNDP ძირითადი ხელშეკრულება გავრცელდეს, mutatis mutandis, საქართველოში UNFPA-ს საქმიანობასა და პერსონალზე. აგრეთვე, გთავაზობთ, რომ ზემოაღნიშნულ წინადადებაზე თქვენი წერილობითი თანხმობის მიღებით, წინამდებარე წერილების გაცვლა წარმოადგენს შეთანხმებას საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის UNDP ძირითადი ხელშეკრულების საქართველოში UNFPA-ზე გავრცელების შესახებ, თქვენი პასუხის თარიღით და ის ძალაში შედის UNFPA-ს მიერ იმ შეტყობინების მიღების დღიდან, რომლითაც საქართველოს მთავრობა იუწყება, რომ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები დასრულებულია. აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა.“ მაქვს პატივი, დაგიდასტუროთ, რომ ზემოაღნიშნული წინადადებები საქართველოსთვის მისაღებია. აგრეთვე, მაქვს პატივი დაგიდასტუროთ, რომ თქვენი წერილი და წინამდებარე საპასუხო წერილი, წარმოადგენს შეთანხმებას საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის UNDP ძირითადი ხელშეკრულების საქართველოში UNFPA-ზე გავრცელების შესახებ, თქვენი პასუხის თარიღით და ის ძალაში შედის UNFPA-ს მიერ იმ შეტყობინების მიღების დღიდან, რომლითაც საქართველოს მთავრობა იუწყება, რომ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები დასრულებულია. აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა.
[ხელმოწერა] ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრი
მისი აღმატებულება დოქტორი ნატალია კანემ გენერალური მდივნის მოადგილე ნიუ-იორკი ამერიკის შეერთებული შტატები
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები