დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, მოსწავლეების (კადეტების) და იუნკერების/მსმენელების სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №94 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/01/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/01/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120260010.22.026.017041 |
|
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, მოსწავლეების (კადეტების) და იუნკერების/მსმენელების სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №94 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, მოსწავლეების (კადეტების) და იუნკრების/მსმენელების სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №94 ბრძანებაში (ვებგვერდი, 18/12/2017, სარეგისტრციო კოდი: 120260010.22.026.016544) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის:
1. ოფიცერთა შემადგენლობის №1/1 ნორმის: ა) საველე აღჭურვილობის მე-11 გრაფა ამოღებულ იქნეს; ბ) საველე აღჭურვილობას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-19 გრაფა: „
"; გ) შენიშვნის მე-3 პუნქტის ,,გ" ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) შენიშვნის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,მ" ქვეპუნქტი: ,,მ) წყლის ზურგჩანთა - 1 ცალი 5 წლით.”; ე) შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: ,,8. ოფიცერთა შემადგენლობაზე, რომლებსაც ტაბელით გათვალისწინებული აქვთ პისტოლეტი, დამატებით გაიცემა პისტოლეტის კაბურა 1 ცალი 5 წლით.“. 2. საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა შემადგენლობის №2/1 ნორმის: ა) საველე აღჭურვილობის მე-11 გრაფა ამოღებულ იქნეს; ბ) საველე აღჭურვილობას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21-ე გრაფა: „
"; გ) შენიშვნის მე-3 პუნქტის ,,გ" ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) შენიშვნის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ნ" ქვეპუნქტი: ,,ნ) წყლის ზურგჩანთა - 1 ცალი 4 წლით.“; ე) შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი: ,,10. საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა შემადგენლობაზე, რომლებსაც ტაბელით გათვალისწინებული აქვთ პისტოლეტი, დამატებით გაიცემა პისტოლეტის კაბურა 1 ცალი 4 წლით.“. 3. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა №9/1 ნორმის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: ,,6. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შემადგენლობაზე, რომლებსაც ტაბელით გათვალისწინებული აქვთ პისტოლეტი, დამატებით გაიცემა პისტოლეტის კაბურა 1 ცალი 5 წლით.“. 4. ავიაციის ოფიცერთა №10/1 ნორმის: ა) საველე აღჭურვილობის მე-8 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,
"; ბ) საველე აღჭურვილობის მე-10 გრაფა ამოღებულ იქნეს; გ) შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 პუნქტები: ,,8. საჭიროებიდან გამომდინარე, თავდაცვის ძალების მეთაურის გადაწყვეტილებით, დამატებით გაიცემა წყლის ზურგჩანთა - 1 ცალი 5 წლით. 9. ავიაციის ოფიცერთა შემადგენლობაზე, რომლებსაც ტაბელით გათვალისწინებული აქვთ პისტოლეტი, დამატებით გაიცემა პისტოლეტის კაბურა - 1 ცალი 5 წლით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები