დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თიღვის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 19 დეკემბრის N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | თიღვის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 09/01/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/01/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.145.016200 |
|
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 20-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
|
„თიღვის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 19 დეკემბრის N12 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 20/12/2022; 010250000.35.145.016197) დამტკიცებული წესის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და ომში მონაწილე ვეტერანთა, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ თიღვის მუნიციპალიტეტში, დაკრძალვის სარიტუალო მომსახურება, 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები