„ერედვის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 05 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები ერედვის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/01/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/01/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.147.016282
3
09/01/2023
ვებგვერდი, 10/01/2023
010250020.35.147.016282
„ერედვის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 05 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ერედვის მუნიციპალიტეტი
 
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2023 წლის 9 იანვარი

ქ. თბილისი

„ერედვის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 05 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლი მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ერედვის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 05 დეკემბრის №17 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 06/12/2022; 010250020.35.147.016277) დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები დევნილი სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამაზე მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი, მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2023 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეემზარ ბერუაშვილი