დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სახელმწიფო პროგრამა ,,იაფი კრედიტის“ ,,ექსპორტის წახალისებისა“ და ,,რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამების დამტკიცებასა და მათ შესრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის №75 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 127 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/05/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 74, 19/05/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.010.000.10.003.001.072 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №127
2008 წლის 15 მაისი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ „ექსპორტის წახალისებისა“ და „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამების დამტკიცებასა და მათ შესრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის №75 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ „ექსპორტის წახალისებისა“ და „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამების დამტკიცებასა და მათ შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის №75 დადგენილებით (სსმ III, 2008 წელი, №47, მუხლი 524) დამტკიცებული „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 პუნქტები:
„8. კომერციულ ბანკებს შეიძლება გამოეყოთ საკრედიტო რესურსად ქვეპროგრამისათვის განკუთვნილი ასიგნების ნაწილი, რომელიც ბანკებმა უნდა მიმართონ ქვეპროგრამის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ბენეფიციარების პროექტების დასაკრედიტებლად. კომერციული ბანკებისათვის სესხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.
9. კომერციული ბანკებისათვის სესხით სარგებლობის წლიური განაკვეთი არის 2 პროცენტი, ხოლო ბენეფიციარი საწარმოებისათვის – არა უმეტეს 12 პროცენტი. ერთი ბენეფიციარისათვის გასაცემი თანხა არ უნდა იყოს 20 000 ლარზე ნაკლები.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები