საქართველოს პარლამენტის 2003 წლის არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის განსაზღვრის წესის შესახებ

  • Word
საქართველოს პარლამენტის 2003 წლის არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის განსაზღვრის წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 43/2003
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 13/11/2003
დოკუმენტის ტიპი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 130, 14/11/2003
სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.177
  • Word
43/2003
13/11/2003
სსმ, 130, 14/11/2003
010.190.020.13.007.006.177
საქართველოს პარლამენტის 2003 წლის არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის განსაზღვრის წესის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.177

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო

 კომისიის დადგე ნილება №43/2003

2003 წლის 13 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის განსაზღვრის წესის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ყ” ქვეპუნქტისა და ეუთოს რეკომენდაციის საფუძველზე, ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი I

საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა განისაზღვრება საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილი საუბნო პროპორციული და საუბნო მაჟორიტარული ოქმების საფუძველზე, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობით – ბათილი, გაფუჭებული ბიულეტენებისა და ყველას წინააღმდეგ მიცემულ ხმათა რაოდენობის გაუთვალისწინებლად.

    მუხლი II

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი,  გრ. რობაქიძის 7) მისი გამოქვეყნებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

    მუხლი III

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 კომისიის თავმჯდომარე ნ.დევდარიანი

 კომისიის მდივანი გ. მიქანაძე