დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “უმცროსი ექიმის სახელმწიფო სასერთიფიკაციო გამოცდაზე დაშვების წესის შესახებ” საქართველოს შრომის ჯამნრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 14 აპრილის №92/ნ ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 269/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/10/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 129, 12/11/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470.230.000.11.119.006.175 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.006.175
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №269/ნ
2003 წლის 31 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,უმცროსი ექიმის სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების წესის შესახებ�� საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 14 აპრილის� №92/ნ ბრძანებაში (გაზეთი ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე�, 2003 წლის 21 აპრილის №36, მუხ. 320) დამატების შეტანის თაობაზე
,,საექიმო საქმიანობის შესახებ� საქართველოს კანონით განსაზღვრული, უმცროსი ექიმის ფუნქციონალური საქმიანობის განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით, ვბრძანებ:
1. ,,უმცროსი ექიმის სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების წესის შესახებ� საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 14 აპრილის�� №92/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ ,,უმცროსი ექიმის სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების წესში� შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება:
წესის პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის� მე-7 პუნქტი:
,,7. ლიცენზირებული სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირის უმცროს ექიმად მიღების შემდგომ, რომელიც მომავალში აპირებს მოიპოვოს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლება, აღნიშნულის თაობაზე აცნობოს დიპლომისშემდგომი და უწყვეტი სამედიცინო განათლების საბჭოს.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. გამყრელიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები