„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის №118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის №118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 613
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/12/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.023824
613
30/12/2022
ვებგვერდი, 30/12/2022
010240030.10.003.023824
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის №118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №613

2022 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის №118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის №118 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/03/2021, 010240030.10.003.022663) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განათლებისა და მეცნიერების სფეროში სამინისტრო:

ა) უზრუნველყოფს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის კონსტიტუციური უფლების განხორციელებას;

ბ) ხელს უწყობს მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის შექმნას;

გ) იკვლევს და აფასებს განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროცესებს;

დ) გეგმავს განათლებისა და მეცნიერების სფეროს შემდგომი განვითარების მიმართულებებს და ახორციელებს მათი განვითარების პროგნოზირებას;

ე) ხელს უწყობს სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის განხორციელებას, სახელმწიფო ენის სწავლას, სწავლებას, შეფასებასა და განვითარებას, მეცნიერების ყველა დარგის მხარდაჭერით;

ვ) ამტკიცებს სკოლამდელი აღზრდის სტანდარტებს;

ზ) შეიმუშავებს და ამტკიცებს სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტს;

თ) იღებს გადაწყვეტილებას ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების, რეორგანიზაცია-ლიკვიდაციის შესახებ, ამტკიცებს მათ წესდებებს და ახორციელებს მათ სახელმწიფო კონტროლს;

ი) უფლებამოსილია, დააფუძნოს კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირები (გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა);

კ) ევროპისა და საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეების ჰარმონიზაციისა და ინტეგრაციის მიზნით, თანამშრომლობს განათლებისა და მეცნიერების სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;

ლ) ხელს უწყობს საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამების საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან ჰარმონიზაციას;

მ) უზრუნველყოფს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სფეროში ნორმატიული აქტების შესრულებას;

ნ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს:

ნ.ა) მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციისა და მაძიებლის პერიოდის გავლის წესს;

ნ.ბ) მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშსა და მისი გაცემის წესს;

ნ.გ) მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს;

ნ.დ) მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსს;

ნ.ე) საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტს;

ო) ამტკიცებს არაფორმალური განათლებისა და ფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების წესებს;

პ) შეიმუშავებს და ამტკიცებს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

ჟ) ამტკიცებს პროფესიული განათლების სფეროში კრედიტების სისტემას;

რ) განსაზღვრავს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების სტრუქტურას, ამტკიცებს მათ საშტატო ნუსხებსა და ტიპურ დებულებას, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მათ ხელმძღვანელებსა და მოადგილეებს;

ს) უზრუნველყოფს მასწავლებელთა და მეცნიერთა სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;

ტ) საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარმოუდგენს წინადადებებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ და უზრუნველყოფს მის განხორციელებას, საბიუჯეტო ასიგნებათა ხარჯზე აფინანსებს და ამუშავებს სამეცნიერო კვლევებს;

უ) მონაწილეობს განათლებისა და მეცნიერების სფეროში სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციების, სიმპოზიუმების, გამოფენებისა და კონკურსების გამართვაში;

ფ) შეიმუშავებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს და წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას;

ქ) შეიმუშავებს განათლების სისტემისა და უმაღლესი განათლების სისტემის ინდიკატორების ამსახველ ძირითად დოკუმენტს;

ღ) ადგენს საგანმანათლებლო დაწესებულებათა მატერიალურ-ტექნიკური, პროგრამული და ადამიანური რესურსების ნორმატივებს;

ყ) უზრუნველყოფს საგანმანათლებლო სფეროში არსებული პრიორიტეტებისა და მიზნების მისაღწევად განსახორციელებელი საბიუჯეტო პროგრამებისა და პროექტების შესრულებასა და კოორდინაციას. ასევე ხელს უწყობს არასაბიუჯეტო პროგრამების/პროექტების განხორციელებას;

შ) ამტკიცებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წესს, ადგენს სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემისა და გადატანის წესს, საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარმოუდგენს სახელმწიფო სასწავლო გრანტის თანხის რაოდენობას, სოციალური პროგრამით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსების რაოდენობასა და პირობებს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთათვის ვაუჩერების გაცემისა და გადატანის წესს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად;

ჩ) ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვის წესს;

ც) ამტკიცებს მოსწავლის პირადი საქმის ფორმასა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირადი საქმისწარმოების წესს;

ძ) ადგენს საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესს, სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევისა და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესსა და პირობებს;

წ) ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესსა და საფასურს;

ჭ) ახორციელებს საჯარო სკოლების ნუმერაციას და ადგენს მათთვის სახელის მინიჭების წესს;

ხ) ამტკიცებს ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტის/პროფესიული დიპლომის ნიმუშს, უმაღლესი განათლების სპეციალობათა ნუსხას, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დანართის ფორმას;

ჯ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს:

ჯ.ა) საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს;

ჯ.ბ) საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებას;

ჯ.გ) საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებას;

ჯ.დ) მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის წესსა და საფასურს, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან;

ჰ​) შეიმუშავებს მეცნიერების განვითარების პრიორიტეტებს, უზრუნველყოფს სახელმწიფო სამეცნიერო პოლიტიკის განხორციელებას, შემოქმედების თავისუფლებისა და სამეცნიერო სფეროს მართვის თანმიმდევრული დემოკრატიზაციის, სამეცნიერო სკოლების შენარჩუნებისა და განვითარების, საერთაშორისო სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში მონაწილეობის ხელშეწყობის, აგრეთვე განათლების მეცნიერებასთან ინტეგრირების მიზნით;

ჰ​1) სამეცნიერო და აკადემიურ წრეებთან თანამშრომლობით, აყალიბებს და სრულყოფს ქართული მეცნიერების განვითარების კონცეფციასა და ნორმატიულ ბაზას;

ჰ​2) ამუშავებს წინადადებებს სახელმწიფო სახსრების გამოყოფის თაობაზე, სამეცნიერო-კვლევითი ობიექტების მშენებლობისა და რეკონსტრუირების მიზნით, ამზადებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებათა პროექტებს ეროვნული მნიშვნელობის მქონე სამეცნიერო-კვლევითი ბაზებისა და ექსპერიმენტული დანადგარების მოვლა-შენახვის შესახებ;

ჰ​3) სახელმწიფო მართვის სხვა უწყებებთან ერთად, ამზადებს წინადადებებს ტექნოლოგიური განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებისა და მაღალ ტექნოლოგიათა ტრანსფერის სახელმწიფო მხარდაჭერის თაობაზე, აგრეთვე სახელმწიფოს პირდაპირ (ინვესტირებით) ან არაპირდაპირ (საგადასახადო შეღავათებით, ინოვაციური ინფრასტრუქტურითა და სხვ.) მონაწილეობის შესახებ სათანადო პროცესებში;

ჰ​4) განსაზღვრავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრის, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელთა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერთა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების რეესტრის წარმოების წესს, ადგენს საჯარო სკოლების დირექტორების, დირექტორების მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − მათი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილეების, მოვალეობის სხვა შემსრულებლების, სამეურვეო საბჭოს წევრების რეგისტრაციის წესს;

ჰ​5) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისათვის  ხარისხიანი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, შეიმუშავებს საგანმანათლებლო რესურსებსა და პროგრამებს და ხელს უწყობს მათ დანერგვას;

6) ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ატარებს სხვადასხვა კვლევას;

ჰ​7) ადგენს სკოლის სახელმძღვანელოს შესაბამისობას ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, ახორციელებს მის შეფასებასა და სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭებას;

ჰ​8) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების (გარდა განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტისა) ენობრივ სისწორეს;

ჰ​9) მოსწავლის სკოლის სახელმძღვანელოებითა (მოსწავლის წიგნით) და დამხმარე ლიტერატურით უზრუნველყოფის მიზნით, ამტკიცებს სახელმწიფოს მიერ მოსწავლის მშობლისათვის/კანონიერი წარმომადგენლისათვის უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემული სკოლის სახელმძღვანელოებისა (მოსწავლის წიგნის) და დამხმარე ლიტერატურის გამოყენების ზოგად წესსა და მათი მოვლა-პატრონობის შეფასების კრიტერიუმებს;

ჰ​10) ამტკიცებს სასკოლო კონკურსის/კონკურსების ჩატარების წესს;

ჰ​11) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ყ) უფლებამოსილია, რომ ამ დებულების მე-2 და მე-3 მუხლებით  გათვალისწინებული უფლებამოსილებები (გარდა ნორმატიული აქტების გამოცემის უფლებამოსილებისა) დელეგირების უფლებით გადასცეს თავის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირებს;“.

3. მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პროფესიული განათლების პოლიტიკის განხორციელება; პროფესიული განათლების სტრატეგიის შემუშავების, განხორციელებისა და ანგარიშგების კოორდინაცია;“;

ბ)  „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) პროფესიული განათლების სფეროში მომუშავე დონორ ორგანიზაციებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;“.

მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტები, რომლებიც მიღებული/ გამოცემული იყო ამ ცვლილების ძალაში შესვლამდე მოქმედი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი