„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის“ დამტკიცებამდე „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის“ უწყვეტი განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებების, დაფინანსების წყაროსა და პირობების განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 611
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/12/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.023822
611
30/12/2022
ვებგვერდი, 30/12/2022
280120000.10.003.023822
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის“ დამტკიცებამდე „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის“ უწყვეტი განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებების, დაფინანსების წყაროსა და პირობების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №611

2022 წლის 30 დეკემბერი

 ქ. თბილისი

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის“ დამტკიცებამდე „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის“ უწყვეტი განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებების, დაფინანსების წყაროსა და პირობების განსაზღვრის შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად:

1. „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის“ დამტკიცებამდე გაგრძელდეს „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის №634 დადგენილებით (შემდგომში – საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის №634 დადგენილება) დამტკიცებული, 2022 წლის შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული ქვეპროგრამები (კომპონენტი, ღონისძიება).

2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ (შემდგომში – ზრუნვის სააგენტო)  უზრუნველყოს 2023 წლის 1 იანვრიდან საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის №634 დადგენილებით დამტკიცებული 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის ქვეპროგრამების (კომპონენტი, ღონისძიება) უწყვეტად განხორციელება, ხელშეკრულების გაფორმება ან მოქმედების ვადის გაგრძელება იმავე მიმწოდებლებთან, რომლებიც ახორციელებდნენ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის №634 დადგენილებით დამტკიცებული 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის შესაბამის ქვეპროგრამებს (კომპონენტს, ღონისძიებებს), ხოლო ახალი მიმწოდებლების რეგისტრაცია გაგრძელდეს საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის №634 დადგენილებით დამტკიცებული 2022 წლის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. ამასთან, შესაბამისი ქვეპროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყაროდ განისაზღვროს „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა“ პროგრამის (პროგრამული კოდი:  27 02 03) ქვეპროგრამებით გათვალისწინებული ასიგნებები, მაგრამ არა უმეტეს ამავე ქვეპროგრამით დამტკიცებული ასიგნებების 1/12-ისა.

3. ზრუნვის სააგენტომ უზრუნველყოს, 2023 წლის პროგრამისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის №634 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამით“ გათვალისწინებული იმ ღონისძიებების ღირებულების ანაზღაურება, რომელთა ანაზღაურება 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დაფინანსების პირობათა გათვალისწინებით ვერ განხორცილდება 2022 წლის ამოწურვამდე.

4. „განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით“ მოსარგებლე სრულწლოვანი ბენეფიციარების მომსახურება გაგრძელდეს 18 წლის შესრულების თვიდან არა უმეტეს 14 თვის განმავლობაში.

მუხლი 2
დაევალოს ზრუნვის სააგენტოს, უზრუნველყოს „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი