დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის N01-251 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-502 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/12/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2022 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.030.016256 |
|
,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №01-251 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესბამისად,
ვბრძანებ:
|
1.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის №01-251 ბრძანების (საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 05/01/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010240030.22.030.016153) პირველი პუნქტით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნას შემდეგი სახის ცვლილება: ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ევროპის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომლის ძირითადი ამოცანაა ევროპისა და მეზობელ სახელმწიფოებთან (აზერბაიჯანის რესპუბლიკა, თურქეთის რესპუბლიკა, სომხეთის რესპუბლიკა) საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურულ-ჰუმანიტარული და თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე ურთიერთობების ხელშეწყობა, სამინისტროს ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა სათანადო ინფორმაციითა და რეკომენდაციებით, შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად.“; ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები 1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) ორმხრივი ურთიერთობების ანალიზის საფუძველზე, შეიმუშაოს და დადგენილი წესით წარადგინოს მასალები, წინადადებები და რეკომენდაციები ევროპისა და მეზობელ სახელმწიფოებთან საქართველოს ურთიერთობათა საკითხებზე; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამართოს მოლაპარაკება უცხო ქვეყნების სახელმწიფო ორგანოებთან, საგარეო-პოლიტიკურ უწყებებთან, საერთაშორისო ინსტიტუტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან; გ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ხელმძღვანელობას განსახილველად წარუდგინოს წინადადებები და რეკომენდაციები საქართველოს საგარეო პოლიტიკის დაგეგმარებისა და განხორციელების შესახებ; დ) მონაწილეობა მიიღოს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტების შემუშავებასა და მოლაპარაკებებში, ასევე, დადგენილი წესით, წარუდგინოს წინადადებები სამინისტროს ხელმძღვანელობას ხელშეკრულებათა დადების, შესრულების, შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების შესახებ და დაინტერესებულ უწყებებთან ერთად აწარმოოს მოლაპარაკება ევროპისა და მეზობელ სახელმწიფოებთან; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის განხორციელების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას; ვ) კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაცია გაუწიოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ სამინისტროს ხელმძღვანელობის ინსტრუქციების ოპერატიულ შესრულებას; ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობას კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს წინადადებები, რეკომენდაციები და დასკვნები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში დასანიშნი პირების თაობაზე; თ) სუამის ფარგლებში საქართველოს მონაწილეობისა და თანამშრომლობის განხორციელების ხელშეწყობა და კოორდინაცია; ი) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციისა და სასაზღვრო ურთიერთობების საკითხებზე ითანამშრომლოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და მოამზადოს წინადადებები და რეკომენდაციები აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. 2. ფუნქციების შესრულებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია: ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან გამოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება საქართველოსა და ევროპისა და მეზობელ ქვეყნებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ, აგრეთვე სუამის ფარგლებში მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებს; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს შესაბამისი მითითებები და ინსტრუქციები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე; გ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან გამოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია მათ ადგილსამყოფელ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული მოვლენების, ამ ქვეყნების საგარეო-პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ, აგრეთვე სუამის ფარგლებში თანამშრომლობის თაობაზე; დ) მოამზადოს ანგარიშები ოფიციალური და სხვა დელეგაციების ვიზიტების და სუამის ფარგლებში გამართული შეხვედრების შედეგების შესახებ; ე) აწარმოოს მონიტორინგი ევროპისა და მეზობელ ქვეყნებში, აგრეთვე სუამის ორგანოებში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მუშაობაზე; მათი წლიური ანგარიშის საფუძველზე და მონიტორინგის შედეგების მიხედვით მოამზადოს დასკვნები და რეკომენდაციები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით.“; გ) მე-4 მუხლს დაემატოს „გ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „გ) მეზობელი ქვეყნების სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: გ.ა) მეზობელი ქვეყნების შესახებ პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და თავდაცვისა და უსაფრთხოების ხასიათის ინფორმაციის პერიოდული მოძიება და ანალიზი; გ.ბ) მეზობელი ქვეყნების შესაბამის ორგანოებთან კომპეტენციის ფარგლებში საგარეო პოლიტიკური ურთიერთობების განხორციელება; გ.გ) მეზობელი ქვეყნების საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან კონტაქტების დამყარება; გ.დ) სამინისტროს სხვა ქვედანაყოფების მიერ იმ კონკრეტულ დავალებათა შესრულების კოორდინაცია, რომლებიც მეზობელ ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობის სფეროს განეკუთვნება; გ.ე) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში წინადადებების, რეკომენდაციებისა და შესაბამისი ინსტრუქციების შემუშავება სამინისტროსა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარსადგენად; გ.ვ) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი დოკუმენტაციის (ვერბალური ნოტები, სასაუბრო მასალები) მომზადება.“. |
2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები