დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 439 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/12/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200250000.22.033.017646 |
|
„სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/12/2014, სარეგისტრაციო კოდი: 200250000.22.033.016708) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) გადახდაზე ვალდებულების აღება – საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ საბიუჯეტო წლის განმავლობაში განსახორციელებელ გადახდებზე სახელმწიფო ხაზინაში დადგენილი წესით ვალდებულების რეგისტრაცია; ბ) პირველადი დოკუმენტი – ეკონომიკური მოვლენის დამადასტურებელი ბუღალტრული აღრიცხვის გარე და შიდა პირველადი (ინდივიდუალური და კრებსითი) დოკუმენტი; გ) საგადახდო მოთხოვნა – სახელმწიფო ხაზინაში ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნა გადახდაზე; დ) გადახდა – ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან თანხების ფაქტობრივი ჩამოწერა; ე) წინასწარი გადახდა – ანგარიშსწორება საქონლის/მომსახურების/სამუშაოს მიღებამდე; ვ) წინასწარი გადახდის დამოწმება – წინასწარი გადახდებით განხორციელებული საქონლის/მომსახურების/სამუშაოს მიღების ეკონომიკური მოვლენის დადასტურება პირველადი დოკუმენტით.“. 2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. გადახდის პროცედურები 1. ორგანიზაცია შესაბამისი ბიუჯეტით განსაზღვრული გადასახდელების დასაფინანსებლად სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში (შემდგომში „სისტემა“) ახორციელებს შემდეგ პროცედურებს, თუ ამ ინსტრუქციით ან მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული: ა) არეგისტრირებს ვალდებულების დოკუმენტს და განათავსებს ინფორმაციას გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ; ბ) არეგისტრირებს და განათავსებს პირველად დოკუმენტს; გ) აღიარებს მოთხოვნას ან/და ფინანსურ ვალდებულებას დარიცხვის მეთოდით; დ) არეგისტრირებს საგადახდო მოთხოვნას. 2. სისტემაში ორგანიზაციის მიერ შეტანილი მონაცემების სისწორეზე, განთავსებული პირველადი დოკუმენტის სისწორეზე და კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ორგანიზაციას.“. 3. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ორგანიზაციის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების მონაცემების შევსება ხდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ დამტკიცებული შესყიდვების ერთიანი ლექსიკონის (შემდგომში – „CPV-კოდები“) შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ხელშეკრულების მონაცემების გადმოტვირთვის ან/და საბიუჯეტო კლასიფიკაციის და ეკონომიკური მოვლენის ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდოლოგიის შესაბამისად, სხვა კატეგორიის CPV-კოდის დამატების გზით, ამავე ინსტრუქციით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“; 4. მე-7 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. პირველადი დოკუმენტი და მოთხოვნის/ფინანსური ვალდებულების აღიარება“; ბ) მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) სამშენებლო/სარემონტო სამუშაოს შესყიდვისას, საქონლის/მომსახურების/სამუშაოს დასახელების შესაბამისი CPV-კოდის კატეგორიის/ქვეკატეგორიის არარსებობის შემთხვევაში, ზედა იერარქიული კატეგორიის ან სხვა კატეგორიის CPV-კოდის დამატება მოხდეს „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებით დამტკიცებული „შესყიდვების ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის“, საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის და ეკონომიკური მოვლენის ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდოლოგიის შესაბამისად.“; გ) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. საბიუჯეტო ორგანიზაცია სისტემაში მატერიალური/ელექტრონული ფორმით ტვირთავს პირველად დოკუმენტს (გარდა საიდუმლო დოკუმენტაციისა), რომლის სისწორეზე და კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე საბიუჯეტო ორგანიზაციას ეკისრება პასუხისმგებლობა. 9. სისტემაში განთავსებული ბუღალტრული ოპერაციების ცნობარიდან ირჩევს პირველად დოკუმენტში მითითებული ეკონომიკური მოვლენის შინაარსის შესაბამის ბუღალტრული ოპერაციის კოდს. აღიარებს მოთხოვნას და ფინანსურ ვალდებულებას დარიცხვის მეთოდით. მოვლენის ეკონომიკური შინაარსისა და ბუღალტრული ოპერაციის კოდის შესაბამისობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ორგანიზაციას.“; დ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. სისტემაში მონაცემთა დაზუსტების მიზნით შესაძლებელია პირველადი დოკუმენტებისა და ბუღალტრული ოპერაციების აღიარების ცვლილება ან/და დაზუსტება.“. 5. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. დავალიანების დაფარვა ფინანსური ანგარიშგების (ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება) მონაცემებით რიცხული გასული წლების დავალიანების დაფარვა ხდება ორგანიზაციის მიერ ამ ინსტრუქციით აღებული ვალდებულების ფარგლებში დავალიანების დაფარვის გზით. წინა წლის სისტემაში ორგანიზაციას ვალდებულებების რეგისტრაციის საშუალება ეძლევა ფინანსური ანგარიშგების დამტკიცებამდე, მაგრამ არაუგვიანეს მიმდინარე წლის 1 აპრილისა (გარდა, ორგანიზაციის წერილობითი, არგუმენტირებული მომართვის საფუძველზე სახელმწიფო ხაზინის უფროსის გადაწყვეტილებით დაშვებული გამონაკლისებისა).“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები