„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 142
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/12/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.034.017327
142
30/12/2022
ვებგვერდი, 30/12/2022
040030000.22.034.017327
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №142

2022 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 24/12/2013, 040030000.22.034.016238) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესდების:

1. მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აკადემია საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“, „პოლიციის შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების, ამ წესდებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.“.

2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ფუნქციის განმახორციელებელი ორგანოებისათვის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება;“.

3. მე-8 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. აკადემიის სტრუქტურული ერთეულები“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკადემიის ძირითადი სტრუქტურული ერთეულია პროფესიული მომზადების სამმართველო.“.

4. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) პროფესიული მომზადების სამმართველოს წარდგინებით ამტკიცებს სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს/სასწავლო კურსებს;“;

ბ) „ლ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ1) პროფესიული მომზადების სამმართველოს წარდგინებით ამტკიცებს საპილოტე პროგრამებს/სასწავლო კურსებს, მათი შემდგომი დამტკიცების საჭიროების დადგენის ან არსებულ პროგრამაში/სასწავლო კურსში შემდგომი ინტეგრაციის მიზნით;“.

5. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბჭოს წევრები არიან: პრორექტორები, პროფესიული მომზადების სამმართველოს უფროსი, საფინანსო სამსახურის უფროსი, სამეურნეო სამსახურის უფროსი, იურიდიული განყოფილების უფროსი და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი.“.

6. 161 მუხლი ამოღებულ იქნეს.

7. მე-17 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კანცელარია უზრუნველყოფს აკადემიის საქმისწარმოების ორგანიზებასა და კონტროლს, აგრეთვე, საარქივო საქმიანობის წარმოებას.“.

8. 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკადემიაში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, პრორექტორი, პროფესიული მომზადების სამმართველოს უფროსი და მისი მოადგილე, სამინისტროს არქივის დირექტორი და მისი მოადგილე, სამსახურის უფროსი და მისი მოადგილე, განყოფილების უფროსი და მისი მოადგილე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური