დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 29 აგვისტოს №269 ბრძანებით დამტიკიცებულ “ფინნასთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულებაში” ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 553 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/10/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 125, 31/10/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/10/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.200.000.11.117.106.162 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.200.000.11.117.006.162
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №553
2003 წლის 30 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 29 აგვისტოს №269 ბრძანებით დამტკიცებულ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„აღმასრულებელი ხელისუფლებისა სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ი” და „ნ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 29 აგვისტოს №269 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 03.09.2002 №88 მუხ. 797) დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულებაში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ვ” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო კანონმდებლობის დარღვევების გამოვლენა-აღკვეთა, მათზე სათანადო რეაგირება, მათში მონაწილე პირის ან პირების დადგენა, მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.”.
2 . მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების საჯარო მოსამსახურეებს (გარდა დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებისა და კრიმინალური სამსახურის უფროსისა), განსაზღვრავს მათი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხებს, ახორციელებს მათ მიმართ წახალისებასა და დისციპლინურ ზემოქმედებას. საბაჟო დეპარტამენტის კრიმინალური სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
3. დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საბაჟო დეპარტამენტი შედგება ცენტრალური აპარატის, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საბაჟო სამმართველოების, რეგიონალური საბაჟოებისაგან, რომლებიც ქმნიან ერთიან, ცენტრალიზებულ სისტემას;”
4. დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის ქვედანაყოფებია:
ა) თავმჯდომარის აპარატი;
ბ) კადრების სამმართველო;
გ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო;
დ) ცენტრალური ბუჰხალტერია;
ე) საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველო;
ვ) საფინანსო-სატარიფო სამმართველო;
ზ) საბაჟო სტატისტიკისა და ინფორმატიკის სამმართველო;
თ) აქციზური საქონლის სამმართველო;
ი) იურიდიული სამმართველო;
კ) საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო;
ლ) კრიმინალური სამსახური;
მ) საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველო;
ნ) საბაჟო სისტემის განვითარების დაგეგმვისა და კონტროლის სამმართველო;
ო) საბაჟო გადაზიდვებზე ზედამხედველობის სამსახური;
პ) საბაჟო ლაბორატორია.
რ) დაცვის სამმართველო”.
5. დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კადრების სამმართველოს ძირითადი ამოცანაა: დეპარტამენტის სისტემაში ერთიანი საკადრო პოლიტიკის განხორციელება; მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის, გადაადგილების, გათა ვისუფლების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის და სხვა საკადრო საკითხების თაობაზე წინადადებების მომზადება; მოსამსახურეთა პროფესიული დონის შესწავლა, მათი გადამზადების (კვალიფიკაციის შეცვლის) და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება; ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების ორგანიზება; მოსამსახურეთათვის ატესტაციების და სპეციალური წოდებების მინიჭების ორგანიზება; მოსამსახურეთა სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვების და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე კონსულტაციების გაწევა; დეპარტამენტის სტრუქტურის და საშტატო ნუსხის სრულყოფის თაობაზე წინადადებების მომზადება; დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ შინაგანაწესის დაცვაზე კონტროლი და შინაგანაწესის დარღვევის ფაქტებზე სათანადო რეაგირება.
6. დებულების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საბაჟო სტატისტიკისა და ინფორმატიკის სამმართველოს ძირითადი ამოცანაა: საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და ანალიზი; საბაჟო კანონმდებლობის დარღვევებზე მონაცემთა ინფორმაციული ბაზის შექმნა, რისკის ფაქტორების გამოვლენა, საბაჟო ინფორმაციული ტექნოლოგიების და მონაცემთა გადაცემის სისტემების მომსახურება, ქვეყნის საგარეო ვაჭრობის საქონელბრუნვის ტენდეციების სტრუქტურის დინამიკა და ანალიზი, ამ საკითხებზე სოციოლოგიური გამოკითხვების ჩატარება, დეპარტამენტს დაქვემდებარებული საბაჟო ორგანოების სტატისტიკური სამსახურების კოორდინაცია.”.
7. ამოღებულ იქნეს დებულების მე-16 მუხლი.
8. 163 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 163. კრიმინალური სამსახური
კრიმინალური სამსახური მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
1. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელებას საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით;
2. მოკვლევას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მის კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულთა საქმეებზე;
3. საბაჟო სფეროში სამართალდარღვევათა ჩამდენი პირის ან პირების გამოვლენას, დადგენასა და დაკავებას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საბაჟო დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში საქმის წარმოებასა და გადაწყვეტილების მიღებას;
4. საბაჟო დეპარტამენტისა და მისდამი ქვემდებარე საბაჟო ორგანოების თანამშრომლების უსაფრთხოებასა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მათი დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვას;
5. საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ანალიზის საფუძველზე დარღვევათა ხელშემწყობი პირობების გამოვლენას;
6. ოპერატიული ინფორმაციის დამუშავებასა და შესაბამის მონაცემთა ბაზის შექმნას;
7. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა ან/და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელებას.“
9. დებულების მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18. საბაჟო გადაზიდვებზე ზედამხედველობის სამსახური
საბაჟო გადაზიდვებზე ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ამოცანაა: სატრანსპორტო საშუალებებით საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე გადაზიდვების საბაჟო კონტროლი.”
10. დებულებას დაემატოს 181 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 181. დაცვის სამმართველო
დაცვის სამმართველოს ძირითადი ამოცანაა: საბაჟო კონტროლის ზონების, დეპარტამენტის კუთვნილი შენობა-ნაგებობების და ფასეულობების დაცვის ორგანიზება, ასევე სხვა სპეციალური დავალებების შესრულება (საბაჟოს თანამშრომლების და მათი ოჯახის წევრების დაცვის ორგანიზება).”.
11. დებულების მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 19. დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ორგანოები
1. აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საბაჟო სამმართველოების ძირითადი ამოცანაა თავისი კომპეტენციის ფარგლებში: სამოქმედო ტერიტორიაზე საქართველოს საბაჟო პოლიტიკის პრაქტიკული რეალიზაცია; საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლის (სატრანსპორტო საშუალებების) საბაჟო კონტროლი; საბაჟო გადასახდელების, სხვა მოსაკრებლების და გადასახადების დარიცხვა-ამოღება და შესაბამის ბიუჯეტებში დროული და სრული აკუმულირება; საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა და საბაჟო გაფორმება; სამოქმედო ტერიტორიაზე საბაჟო გადაზიდვებზე ზედამხედველობა; საბაჟო საზღვარზე საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილებული საქონლის (სატრანსპორტო საშუალებების) გამოვლენა-აღკვეთა, მათზე სათანადო რეაგირება; სამოქმედო ტერიტორიაზე საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენა-აღკვეთა, მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა, მოკვლევის წარმოება; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა; მოსამართლის, პროკურორის და გამომძიებლის წერილობითი დავალების, მითითებების შესრულება, საგამოძიებო მოქმედების წარმოებისას მათთვის დახმარების აღმოჩენა; სამოქმედო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის ზონების, სამმართველოს კუთვნილი შენობა- ნაგებობების და ფასეულობების დაცვის ორგანიზება; საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
2. რეგიონალური საბაჟოების ძირითადი ამოცანაა თავისი კომპეტენციის ფარგლებში: სამოქმედო ტერიტორიაზე საქართველოს საბაჟო პოლიტიკის პრაქტიკული რეალიზაცია; საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლის (სატრანსპორტო საშუალებების) საბაჟო კონტროლი; საბაჟო გადასახდელების, სხვა მოსაკრებლების და გადასახადების დარიცხვა-ამოღება და შესაბამის ბიუჯეტებში დროული და სრული აკუმულირება; საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა და საბაჟო გაფორმება; საბაჟო საზღვარზე საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილებული საქონლის (სატრანსპორტო საშუალებების) გამოვლენა-აღკვეთა, მათზე სათანადო რეაგირება; საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.”.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. გოგიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები