დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 83 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/12/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.22.026.017040 |
|
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/01/2018; სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებში შეტანილ იქნეს ცვლილება და 241 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 242 მუხლი:
„მუხლი 242 სამხედრო საგანმანათლებლო და საბრძოლო მომზადების პროგრამებიდან გამომდინარე, საქართველოში მიმდინარე სამხედრო წვრთნებზე და სწავლებებზე მყოფ სამინისტროს სისტემის მოსამსახურეს, რომელიც მივლინებულია საველე შეკრებაზე (წვრთნა, სწავლება, მეცადინეობა) უწყვეტად, 24 საათი და მეტი ვადით, და იმყოფება საველე პირობებში მუდმივი დისლოკაციის/სამსახურის ადგილის გარეთ არსებულ სასწავლო-საწვრთნელ ბანაკში, საწვრთნელ ველზე ან/და პოლიგონზე, მეცადინეობაზე გასვლის დღიდან მეცადინეობის დამთავრების დღის ჩათვლით, ეძლევა დანამატი ყოველდღიური ანაზღაურების სახით - 15 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სამოქალაქო პირებზე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები