ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 20-119
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/12/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.017062
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
20-119
29/12/2022
ვებგვერდი, 30/12/2022
010250050.35.101.017062
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/12/2022 - 19/12/2023)

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20-119

2022 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ

 საქართველოს ორგანული კანონის – „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტების, 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლისა და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს:

ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის, მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერი), მერის მოადგილეების და მერიის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხა დანართი 1-ის შესაბამისად;

ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხა დანართი 2-ის შესაბამისად;

გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საშტატო ნუსხა დანართი 3-ის შესაბამისად;

დ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხა დანართი 4-ის შესაბამისად;

ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხა დანართი 5-ის შესაბამისად;

ვ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხა დანართი 6-ის შესაბამისად;

ზ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხა დანართი 7-ის შესაბამისად;

თ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხა დანართი 8-ის შესაბამისად;

ი) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხა დანართი 9-ის შესაბამისად;

კ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხა დანართი 10-ის შესაბამისად;

ლ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხა დანართი 11-ის შესაბამისად;

მ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის საშტატო ნუსხა დანართი 12-ის შესაბამისად.

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის  №5-17 დადგენილება.

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.

 


ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე